დაუთ იულტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაუთ იულტი
დაბ. თარიღი 6 (18) აპრილი 1893
დაბ. ადგილი სამარის გუბერნია
გარდ. თარიღი 10 ივლისი 1938(1938-07-10) (45 წლის)
გარდ. ადგილი უფა, ბაშკირეთის ასსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, მწერალი და დრამატურგი
ენა ბაშკირული
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი წითელი პროფესორების ინსტიტუტი
შვილ(ებ)ი ნინელ იულტიევა

დაუთ იულტი (ბაშკ. Дауыт Исхаҡ улы Юлтыев დ. 1893[1] — გ. 10 ივლისი, 1938) — ბაშკირელი საბჭოთა მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაუთ იულტი[2] დაიბადა 1893 წლის 6 აპრილს (ახალი სტილით 18 აპრილს) სოფელ იულტისოვოში ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა მშობლიური სოფლის და საროჩინსკის მედრესეებში. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ იულტიევოში.

მონაწილეობდა I მსოფლიოსა და რუსეთის სამოქალაქო ომებში.

1921 წლიდან იულტი მუშაობდა გაზეთ „ბაშკირისტანის“ რედაქტორად. 1921 წლის ბოლოს IX სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობამ ის დელეგატად აირჩია და უფლება მისცა გასაუბრებოდა და ინტერვიუ აეღო ვლადიმერ ლენინისაგან.

გარდაიცვალა 1938 წელს, უფაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვა ცნობებით დაიბადა 1896 წელს.
  2. БАШвестЪ — Первая интернет-газета Республики Башкортостан