დაუთბეგ გოგორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით (დაუთბეგ) გოგორიშვილი (გ. 1626) — სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე.

სააკაძესთან ერთად იყო 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლაში. ვინაიდან სააკაძეს არ უნდოდა პირადი მონაწილეობა მიეღო ძმათა შორის სისხლისღვრაში, გოგორიშვილმა ჩაიცვა მისი კურტაკი, შეჯდა მისსავე ცხენზე და სააკაძის სახელით ბრძოლაში შეიჭრა. მან არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რაზმში, მაგრამ თვითონაც დაიღუპა — ზურაბ არაგვის ერისთავმა მოკლა ორთაბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არჩილი, თხზ. სრული კრებული, ტ. 1. არჩილიანი, ტფ., 1936;
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;