დასტური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასტურიჯვარ-ხატთა კულტის მსახური აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, „ჯვართ ენაზე“ მუჯირი[1] ეწოდებოდა.

დასტურს ირჩევდა ჯვარი ქადაგის შთაგონებით, ზოგჯერ კი ირჩევდნენ კენჭისყრით ერთი ან ორი წლით. დასტურები იყვნენ ხუცესის ან ხევისბერის ხელქვეითები. დასტურს ევალებოდა ჯვრის ან ხატის სამეურნეო საქმეების გაძღოლა — მამულების დამუშავება-დათესვა, მოსავლის აღება-დაბინავება, სადღეობო ლუდის მოდუღება, დღეობის უზრუნველყოფა სარიტუალო ქადა-პურებით, ხევისბერისათვის დახმარება სამსხვერპლო საკლავის დაკვლაში და სხვ. დასტურად დგებოდნენ უნჯ ხატებში ერთი ან ორი (იშვიათად სამი) წლით საყმოს წევრი მამაკაცები. ზოგიერთ მთავარ სალოცავში მათ ქადაგი ასახელებდა, ზოგან კი რიგის მიხედვით დგებოდნენ. დასტური იცავდა სიწმინდეს — ერიდებოდა აკრძალული საკვების (ღორი, ქათამი) ჭამას, ახლად მოლოგინებული ქალების სამყოფსა და საქონლის სადგომში შესვლას, ცოლქმრულ ურთიერთობას და სხვ. ხატის მსახურთა იერარქიაში, ხევისბერის შემდეგ, იგი ძირითადი ფიგურა იყო, რომელიც უნჯ სალოცავს ქონებრივ საფუძველს უქმნიდა და უნარჩუნებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მუჯირი ნიშნავს „ხვარბლის მნეს“.