დასტინ პორიე
|
| |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| სრული სახელი | დასტინ გლენ პორიე |
| მეტსახელ(ებ)ი | ბრილიანტი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| დაბ. თარიღი | 19 იანვარი, 1989 |
| დაბ. ადგილი | ლუიზიანა, აშშ |
| სიმაღლე | 175 სმ |
| წონა | 70 კგ |
| საიტი | diamondpoirier.com |
| სპორტი | |
| ქვეყანა | აშშ |
| სპორტი | შერეული საბრძოლო ხელოვნება |
| სახეობა | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) |
დასტინ გლენ პორიე (19 იანვარი, 1989) — ამერიკელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. ის ასპარეზობდა (UFC) მსუბუქ წონით კატეგორიაში, სადაც იყო UFC მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონი. იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მსუბუქი წონის მებრძოლად.[1][2][3][4][5] პორიემ ასევე სამჯერ იბრძოლა UFC მსუბუქ წონის ჩემპიონატისთვის და ორჯერ BMF ტიტულისთვის. მას ეკუთვნის რეკორდი UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში ნოკაუტით/ტექნიკური ნოკაუტით მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვებისა, Drew Dober-თან ერთად.
დასტინ პორიეს ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ შედგა 2025 წლის 19 ივლისს, UFC 318-ზე მის მშობლიურ შტატში ლუიზიანაში სიმბოლური UFC BMF ქამრისთვის. მან ბრძოლა წააგო გადაწყვეტილებით. ამ ბრძოლის შემდეგ დასტინ პორიემ კარიერა დაასრულა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასტინ პორიე დაიბადა ლაფაიეტში, ლუიზიანაში. მან მეცხრე კლასში სწავლა მიატოვა მუდმივი პრობლემებისა და ქუჩის ჩხუბების გამო.[6]
შერეული საბრძოლო ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს პორიე უკვე პროფესიონალი მებრძოლი იყო. მან სწრაფად დააგროვა 7–0 რეკორდი. იმ პერიოდში ის ძირითადად ასპარეზობდა რეგიონულ ორგანიზაციებში მშობლიურ ლუიზიანასა და სამხრეთ შეერთებულ შტატებში. პორიეს ადრეული კარიერის ეპიზოდები ასახულია დოკუმენტურ ფილმში Fightville.[7]
Ultimate Fighting Championship (UFC)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის ოქტომბერში World Extreme Cagefighting შეუერთდა Ultimate Fighting Championship-ს. შედეგად WEC-ის ყველა მებრძოლი გადაიყვანეს UFC-ში. მათ შორის კი იყო დასტინ პორიეც.[8]
UFC/WEC გაერთიანების შემდეგ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ ჟოზე ალდოს ჰქონდა ქამრის პირველი დაცვა ჯოშ გრისპის წინააღმდეგ UFC 125-ზე. 2010 წლის 23 ნოემბერს ალდოს მოუწია ბრძოლიდან გასვლა ზურგის ტრავმის გამო. მის ნაცვლად პორიე ჩაერთო ბრძოლაში, რომელიც 2011 წლის 1 იანვარს მისივე გამარჯვებით დასრულდა. პორიემ გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპვა.[9][10]
2011
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011 წლის 11 ივნისს, UFC 131-ზე, პორიეს უნდა ჰქონოდა ბრძოლა რანი იაჰიასთან.[11] თუმცა ბრაზილიერი მებრძოლი იძულებული გახდა ტრავმის გამო ბრძოლიდან გამოსულიყო. მის ნაცვლად პორიე შეხვდა ახალბედა ჯეისონ იანგს. სამი რაუნდის შემდეგ გადაწყვეტილებით, დასტინ პორიემ გაიმარჯვა.
2011 წლის 12 ნოემბერს დასტინ პორიემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მან ამჯერად მექსიკელი პაბლო გარსა დაამარცხა.[12]
2012
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 4 თებერვალს UFC 143-ზე დასტინ პორიე უნდა შებრძოლებოდა ამერიკელ ერიკ კოხს, თუმცა ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ბრძოლას გამოეთიშა.[13] მას ჩაენაცვლა რიკარდო ლამასი.[14] ორი კვირის შემდეგ ლამას მოუწია ტრავმის გამო ბრძოლაზე უარის თქმა, რის გამოც პორიე კვლავ მოწინააღმდეგის გარეშე დარჩა.[15] 1 კვირის შემდეგ მაქს ჰოლოვეი დაეთანხმა პორიეს წინააღმდეგ ბრძოლას.[16] UFC 143-ზე დასტინ პორიემ დაამარცხა მაქს ჰოლოვეი პირველ რაუნდში, სამკუთხა ბერკეტით, რითაც მოიპოვა ღამის საბმიშენის ბონუსი.[17]
2012 წლის 15 მაისს დასტინ პორიესა და ჩან სუნ ჯუნგს (კორეელი ზომბი - მეტსახელი) შორის ბრძოლა გაიმართა.[18] ამ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ბრძოლაში დასტინ პორიე საბმიშენით დამარცხდა.[19][20][21]
2012 წლის 15 დეკემბერს პორიეს კიდევ ერთი ბრძოლა ჰქონდა. ამჯერად ოპონენტი ჯონათან ბრუკინსი იყო. ამ ბრძოლაში პორიემ გაიმარჯვა ილეთით - D'arce Choke..[22][23]
2013
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორიე სწრაფად დაუბრუნდა ფორმას. ის ემზადებოდა ახალი ბრძოლისთვის, რომელიც 2013 წლის 16 თებერვალს კაბ სვანსონის წინააღმდეგ შედგა. პორიე ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა.[24]
2013 წლის 31 აგვისტოს UFC 164-ზე დასტინ პორიე იბრძოდა ერიკ კოჩის წინააღმდეგ. მთელი ბრძოლის განმავლობაში პორიემ დარყმებით დააზიანა ოპონენტი. საბოლოოდ კი ბრძოლა გადაწყვეტილებით პორიემ მოიგო.[25][26]
პორიემ დიეგო ბრანდოს წინააღმდეგ იბრძოლა 2013 წლის 28 დეკემბერს UFC 168-ზე.მან ბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.[27][28]
2014
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 16 აპრილს დასტინ პორიემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მან ნოკაუტით დაამარცხა აკირა კორასანი.[29] ამ გამარჯვებამ პორიეს რიგით მეორე Fight of the Night ბონუსის ჯილდო მოუტანა.[30]
დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ იბრძოლა 2014 წლის 27 სექტემბერს UFC 178-ზე.[31] მან ბრძოლა პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პორიე მოწინააღმდეგის დარტყმებმა გააჩერა. ბრძოლის შემდეგ პორიემ ინტერვიუში გაიხსენა ოქტაგონზე გასასვლელად მოსაზადებელ დროში კონორთან შეხვედრის მომენტი. ის, თუ როგორ იმოქმედა მასზე მოწინააღმდეგის ჟესტმა, როგორ აურია გონება. თუმცაღა ინტერვიუში პორიემ ისიც აღნიშნა, რომ ამ ბრძოლიდან მან ბევრი რამ ისწავლა.[32]
მარცხის შემდეგ პორიე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა გადავიდა და მსუბუქ წონაში დაიწყო ბრძოლა. მან აღნიშნა, რომ წონის კლება ხელს უშლიდა ვარჟიშში. მან ასევე განაცხადა, რომ აღარ შეიცვლიდა წონას, რადგან გრძნობდა, რომ ქამრის მოპოვებას სწორედ ამ წონაში შეძლებდა.[33][34]
2015
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასტინ პორიემ წარმატებით იასპარეზა მსუბუქ წონაში. 4 აპრილს, UFC Fight Night 63-ზე, მან კარლოს დიეგო პერეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.[35] ეს გამარჯვება გახდა მისი პირველი ბონუსის (Performance of the Night) წყარო, ხოლო $118,000-იანი გასამრჯელო იმ დროისთვის რეკორდული იყო მისი კარიერისთვის. 6 ივნისს, UFC Fight Night 68-ზე, პორიემ იენსი მედეიროსს TKO-თი სძლია პირველივე რაუნდში. ამ გამარჯვებამ მას მეორე ჯილდო მოუტანა.[36]
2016
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2 იანვარს, UFC 195-ზე, პორიემ ირლანდიელი ჯოზეფ დაფი დაამარცხა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თუმცა მოტეხილი ცხვირის გამო ექვსკვირიანი პაუზის აღება მოუწია.[37][38][39] 4 ივნისს, UFC 199-ზე, მან ბობი გრინს პირველ რაუნდში ნოკაუტით სძლია და $110,000 მიიღო, რაც კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება იყო.[40][41] 17 სექტემბერს, UFC Fight Night 94-ზე, პორიე მაიკლ ჯონსონთან პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.[42]
2017
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]11 თებერვალს, UFC 208-ზე, პორიემ დრამატულ ბრძოლაში უმრავლესობის გადაწყვეტილებით სძლია ჯიმ მილერს.[43] გამარჯვებამ მას $50,000 და „ღამის ბრძოლის“ (Fight of the Night) ჯილდო მოუტანა, თუმცა მიღებული ტრავმების გამო ის დროებით დისკვალიფიცირდა.[44][45] 13 მაისს, UFC 211-ზე, ედი ალვარესთან ბრძოლა ბოლომდე არ დასრულებულა, რადგან მეტოქემ წესები დაარღვია და გამოიყენა მუხლის არალეგალური დარტყმა.[46] 11 ნოემბერს, UFC Fight Night 120-ზე, პორიემ ენტონი პეტისი მესამე რაუნდში TKO-თი დაამარცხა და „ღამის ბრძოლის“ (Fight of the Night) ბონუსი დაიმსახურა.[47][48]
2018
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]14 აპრილს, UFC on Fox 29-ზე, პორიემ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ბრძოლა წლის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.[49][50] 3 ნოემბერს, UFC 230-ზე, ნეით დიაზთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა პორიეს ტრავმის გამო ბრძოლა გაუქმდა.[51][52][53]
2019
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]13 აპრილს, UFC 236-ზე, პორიემ მაქს ჰოლოვეის დროებითი მსუბუქი წონის (lightweight) ტიტულისთვის დაუპირისპირდა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, რითაც მეტოქის 13-მატჩიანი მოგების სერია შეწყვიტა. ბრძოლამ „ღამის ბრძოლის“ ( Fight of the Night ) ჯილდო მიიღო.[54][55][56][57] 7 სექტემბერს, UFC 242-ზე, პორიე დაუპირისპირდა დაუმარცხებელ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს, თუმცა მესამე რაუნდში rear-naked-Choke-ით დამარცხდა.[58]
2020
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]27 ივნისს, UFC on ESPN-ზე, პორიე დენ ჰუკერს დაუპირისპირდა. მან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრძოლა მოიგო. პორიემ ამ ბრძოლით ასევე მოიპოვა „ღამის ბრძოლის“ მეშვიდე ჯილდო. ბრძოლა წლის საუკეთესო დაპირისპირებებს შორის დასახელდა.[59][60]
2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]24 იანვარს, UFC 257-ზე, პორიემ კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა მეორე რაუნდში და გახდა პირველი, ვინც მაკგრეგორი ნოკაუტით დაამარცხა MMA-ში.[61][62] 10 ივლისს, UFC 264-ზე, მესამედ შეხვდა მაკგრეგორს და პირველ რაუნდში TKO-თი მოიგო მას შემდეგ, რაც მაკგრეგორმა ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო..[63][64] 11 დეკემბერს, UFC 269-ზე, ტიტულისთვის ჩარლზ ოლივეირასთან დამარცხდა მესამე რაუნდში.[65][66]
2022
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]12 ნოემბერს, UFC 281-ზე, მაიკლ ჩენდლერს მესამე რაუნდში საბმიშენით სძლია.[67][68]
2023
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]29 ივლისს, UFC 291-ზე, პორიეს გეიჯისთან რევანში ჰქონდა BMF ქამრისთვის, თუმცა მეორე რაუნდში დასტინ პორიე head kick knockout-ით ნოკაუტით დამარცხდა.[69]
2024
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]9 მარტს, UFC 299-ზე, პორიემ ბენუა დენი ნოკაუტით დაამარცხა მეორე რაუნდში და „ღამის ბრძოლის“ ჯილდო მიიღო.[70][71] 1-ელ ივნისს, UFC 302-ზე, ისლამ მახაჩევთან ტიტულისთვის ბრძოლა მეხუთე რაუნდში D’Arce choke-ით წააგო.[72][73] მიუხედავად ამისა, ბრძოლამ „ღამის ბრძოლის“ ბონუსი და $50,000 მოუტანა.[74][75]
2025
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]19 ივლისს, UFC 318-ზე, პორიემ კარიერის ბოლო ბრძოლა ჩაატარა საკუთარ მშობლიურ ლუიზიანაში, სადაც მაქს ჰოლოვეისთან ტრილოგიის დასკვნითი ბრძოლა გამართა „BMF“ ქამრისთვის.[76] ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასტინ პორიე დამარცხდა და UFC-დან ოფიციალურად წავიდა.[77]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ All Time Greatest UFC Lightweight Fighters | Tapology MMA Rankings en. ციტირების თარიღი: 2025-07-28
- ↑ Current Men's UFC Lightweight Rankings - Martial Nerd en. ციტირების თარიღი: 2025-07-28
- ↑ All-Time Lightweight en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-28
- ↑ Long, Donal. (2024-11-30) 10 Best Lightweights In MMA History, Ranked By Skill en. ციტირების თარიღი: 2025-07-28
- ↑ read, Uncrowned Staff·4 min. (2025-07-20) 'One of the greatest': Dustin Poirier's UFC 318 retirement prompts sea of tributes from MMA's best en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-28
- ↑ Dustin Poirier's Education through Fire | UFC en (14 September 2018). ციტირების თარიღი: 2020-10-14
- ↑ 'Fightville': UFC's Dustin Poirier in new film. espn.com (April 22, 2012). ციტირების თარიღი: January 12, 2021
- ↑ UFC and WEC set to merge in 2011; events to air on Versus and Spike TV. mmajunkie.com (October 28, 2010). ციტირების თარიღი: December 30, 2022
- ↑ Dustin Poirier Steps In To Face Josh Grispi at UFC 125. MMAWeekly.com (November 24, 2010).
- ↑ Wilcox, Nate. (January 1, 2011) UFC 125 Results: Dustin Poirier Upsets Josh Grispi. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 21, 2021. ციტირების თარიღი: July 18, 2021
- ↑ Dustin Poirier vs. Pablo Garza Announced as First Bout for Fox Fight Night Nov 12. MMAWeekly.com (August 18, 2011). ციტირების თარიღი: August 18, 2011
- ↑ Geno Mrosko. (November 12, 2011) UFC on FOX 1 results: Dustin Poirier chokes out Pablo Garza. mmamania.com.
- ↑ Erik Koch vs. Dustin Poirier added to February's UFC 143 event. mmajunkie.com (November 15, 2011). ციტირების თარიღი: December 30, 2022
- ↑ Replacement Ricardo Lamas meets Dustin Poirier at UFC 143 in Las Vegas. mmajunkie.com (December 21, 2011). ციტირების თარიღი: December 30, 2022
- ↑ Ricardo Lamas Injured, Out of UFC 143 Fight Against Dustin Poirier. HeavyMMA.com (January 4, 2012).
- ↑ Newcomer Max Holloway steps in to meet Dustin Poirer at UFC 143 (Updated). MMAjunkie.com (January 5, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 30, 2024. ციტირების თარიღი: აგვისტო 13, 2025
- ↑ UFC 143 bonuses: Thompson, Poirier, Werdum and Nelson earn $65K awards. mmajunkie.com (February 5, 2012).
- ↑ Dustin Poirier vs. Chan Sung Jung headlines UFC on FX 3 in Virginia. mmajunkie.com (February 10, 2012). ციტირების თარიღი: December 30, 2022
- ↑ Geno Mrosko. (May 15, 2012) UFC on FUEL TV 3 results: Chan Sung Jung submits Dustin Poirier in 'Fight of the Year' candidate. mmamania.com.
- ↑ UFC on FUEL TV 3 bonuses: Jung earns $80K while Poirier, Lawlor net $… (2012-07-15). ციტირების თარიღი: 2022-12-30
- ↑ 2012 Fight of the Year: Chan-Sung Jung vs. Dustin Poirier. mmafighting.com (December 21, 2012).
- ↑ Dustin Poirier set to face Jonathan Brookins at TUF 16 Finale. mmafighting.com (October 21, 2012).
- ↑ TUF 16 Finale results: Dustin Poirier puts Jonathan Brookins to sleep with a D'arce choke in round 1. bloodyelbow.com (December 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2022. ციტირების თარიღი: December 30, 2022
- ↑ Brian Hemminger (February 17, 2013). „UFC on Fuel TV 7 results recap: Cub Swanson vs. Dustin Poirier fight review and analysis“. ციტირების თარიღი: August 16, 2017.
- ↑ Jeff Cain. (May 23, 2013) Dustin Poirier vs. Erik Koch Has Been Added to the UFC 164 Fight Card in Milwaukee. mmaweekley.com. ციტირების თარიღი: May 23, 2013
- ↑ Tim Burke. (August 31, 2013) UFC 164 results: Dustin Poirier scores decision win over Erik Koch. bloodyelbow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2023. ციტირების თარიღი: აგვისტო 20, 2025
- ↑ Shaun Al-Shatti. (September 19, 2013) UFC 168 gets Dustin Poirier vs. Diego Brandao. mmafighting.com. ციტირების თარიღი: September 19, 2013
- ↑ Luke Thomas. (December 28, 2013) UFC 168 results: Dustin Poirier overwhelms Diego Brandao in the first round. mmafighting.com.
- ↑ Staff. (February 28, 2014) Dustin Poirier meets Akira Corassani at TUF Nations Finale. mmajunkie.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 4, 2017. ციტირების თარიღი: February 28, 2014
- ↑ Ben Fowlkes. (April 16, 2014) TUF Nations Finale results, photos: Dustin Poirier stops Akira Corassani in thriller. MMAjunkie.com.
- ↑ Tristen Critchfield. (July 22, 2014) Conor McGregor-Dustin Poirier Featherweight Clash Official for UFC 178 in Las Vegas. sherdog.com. ციტირების თარიღი: July 22, 2014
- ↑ Simon, Zane. (July 4, 2016) Dustin Poirier on fighting with emotion: McGregor 'really messed with my head'. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2021. ციტირების თარიღი: July 12, 2016
- ↑ Ariel Helwani. (December 19, 2014) Dustin Poirier explains why he's returning to lightweight. ციტირების თარიღი: August 3, 2017
- ↑ King Hazard. (19 December 2014) UFC: Dustin Poirier's Days In Featherweight Are Over, Resumes As A Lightweight. ციტირების თარიღი: August 3, 2017
- ↑ Staff. (January 17, 2015) Dustin Poirier returns to 155, meets Diego Ferreira at UFC Fight Night 63 in Fairfax, Va.. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: January 17, 2015
- ↑ Staff. (April 4, 2015) UFC Fight Night 63 bonuses: Four get $50,000 for 'Performance of the Night' efforts. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: April 4, 2015
- ↑ Tom Rooney (July 29, 2015). „Joseph Duffy vs. Dustin Poirier headlines UFC Fight Night 77 in Dublin“. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
- ↑ Staff (October 28, 2015). „Scrapped Dustin Poirier vs. Joseph Duffy fight rebooked for UFC 195 in Las Vegas“. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: October 28, 2015.
- ↑ Jesse Holland (January 6, 2016). „Pic: Dustin Poirier out of surgery, sidelined for at least six weeks“. ციტირების თარიღი: August 16, 2017.
- ↑ Dave Doyle. (June 4, 2016) UFC 199 results: Dustin Poirier knocks out Bobby Green for fourth straight win. ციტირების თარიღი: June 5, 2016
- ↑ Staff. (April 4, 2015) Dustin Poirier (The Diamond) MMA Fighter page. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: April 4, 2015
- ↑ Marc Raimondi. (September 17, 2016) UFC Fight Night 94 results: Michael Johnson knocks out Dustin Poirier, talks crap over his fallen body. mmafighting.com. ციტირების თარიღი: September 17, 2016
- ↑ Steven Marrocco. (February 11, 2017) UFC 208 results: Jim Miller thrashes Dustin Poirier's right leg, but drops majority decision in brawl. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: February 11, 2017
- ↑ Staff. (February 12, 2017) UFC 208 bonuses: With the only finish on the card, naturally 'Jacare' Souza got an extra $50,000. mmajunkie.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2017. ციტირების თარიღი: February 12, 2017
- ↑ Steven Marrocco. (February 15, 2017) UFC 208 medical suspensions: Dustin Poirier unsurprisingly gets indefinite term. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: August 3, 2017
- ↑ Staff. (March 7, 2017) Ex-lightweight champ Eddie Alvarez vs. Dustin Poirier added to UFC 211 in Dallas. mmajunkie.com. ციტირების თარიღი: March 7, 2017
- ↑ „UFC Fight Night 120 results: Dustin Poirier downs Anthony Pettis in gloriously gory instant classic“. MMAjunkie (ინგლისური). 2017-11-12. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
- ↑ Mazique, Brian. „UFC Fight Night 120 Poirier Vs. Pettis Results: Bonus Winners, Highlights, Attendance, Gate“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-12.
- ↑ Steven Marrocco (2018-01-19). „Dustin Poirier vs. Justin Gaethje set for April showdown“. MMAjunkie. ციტირების თარიღი: 2018-01-19.
- ↑ „UFC on FOX 29 bonuses: Poirier, Gaethje get easiest 'Fight of Night' in history of ever“. MMAjunkie (ინგლისური). 2018-04-15. ციტირების თარიღი: 2018-04-15.
- ↑ Nate Diaz to return vs. Poirier at UFC 230 (August 3, 2018).
- ↑ „UFC President Dana White: "Nate Diaz is definitely off UFC 230" | BJPenn.com“. | BJPenn.com (ინგლისური). 2018-10-10. ციტირების თარიღი: 2018-10-10.
- ↑ „UFC's Dustin Poirier says stem cell injections in hip will let him avoid surgery“. MMAjunkie (ინგლისური). 2018-10-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-09. ციტირების თარიღი: 2018-10-21.
- ↑ Dustin Poirier isn't sure how Max Holloway interim title fight came to be, nor does he care en-US (2019-02-24). ციტირების თარიღი: 2024-04-15
- ↑ UFC 236 results: Dustin Poirier outlasts Max Holloway in stunning battle to claim interim belt en (2019-04-14). ციტირების თარიღი: 2019-04-14
- ↑ Lee, Alexander K.. Dustin Poirier breaks down epic UFC 236 battle with Max Holloway, 'That's the purest feeling of fighting to me' (14 April 2019). ციტირების თარიღი: 17 April 2019
- ↑ MMA Junkie Staff (2019-04-13). „UFC 236 bonuses: No surprise with two $50,000 'Fight of Night' winners“. MMAjunkie. ციტირების თარიღი: 2019-04-13.
- ↑ Evanoff, Josh. (2019-09-07) UFC 242 Results: Khabib Nurmagomedov Defends Title, Dominates Dustin Poirier en-US. ციტირების თარიღი: 2019-09-07
- ↑ Hiergesell, Dan. (2020-06-28) UFC On ESPN 12 Bonuses! Poirier, Hooker Cash Out In Memorable Main Event en. ციტირების თარიღი: 2020-06-28
- ↑ Martin, Damon. (2020-06-27) Dustin Poirier wins bloody 'Fight of the Year' candidate with Dan Hooker at UFC on ESPN 12 en. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ Evanoff, Josh. (2021-01-23) UFC 257 Results: Dustin Poirier KO's Conor McGregor en-US. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ Stephie Haynes. (2021-01-24) UFC 257 post-fight bonuses: Poirier stops McGregor in second round. bloodyelbow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-29. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ Jay Pettry. (2021-04-02) Dustin Poirier vs. Conor McGregor 3 set for UFC 264 headliner on July 10. sherdog.com. ციტირების თარიღი: 2021-04-02
- ↑ Anderson, Jay. (2021-07-11) UFC 264 Results: Conor McGregor Breaks Leg, Trilogy Fight with Dustin Poirier Ends Early en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-11
- ↑ DNA, MMA. (2021-10-05) Charles Oliveira treft Dustin Poirier tijdens eerste titelverdediging en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-05
- ↑ Anderson, Jay. (2021-12-12) UFC 269: Charles Oliveira Submits Dustin Poirier to Retain Lightweight Title en-US. ციტირების თარიღი: 2021-12-12
- ↑ Jay Anderson. (2022-11-12) UFC 281: Dustin Poirier Overcomes Early Adversity, Subs Michael Chandler in Wild Fight. Cageside Press. ციტირების თარიღი: 2022-11-13
- ↑ Dan Hiergesell. (2022-11-13) UFC 281 bonuses: Poirier vs. Chandler capture FOTN honors. mmamania.com. ციტირების თარიღი: 2022-11-13
- ↑ Anderson, Jay. (2023-07-30) UFC 291: Justin Gaethje Exacts Revenge, Claims BMF Title with Head Kick KO of Dustin Poirier en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-04
- ↑ McCorry, Patrick. (2024-03-10) Dustin Poirier Scores Violent Round 2 KO Of Saint-Denis en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-10
- ↑ Dan Hiergesell. (2024-03-09) Bonuses! Dustin Poirier's epic war with Benoit Saint Denis earns FOTN honors - UFC 299. mmamania.com. ციტირების თარიღი: 2024-03-09
- ↑ Iskenderov, Parviz (14 April 2024). „Islam Makhachev vs Dustin Poirier set as UFC 302 main event in Newark in June“. FIGHTMAG.
- ↑ Anderson, Jay. (2024-06-02) UFC 302: Islam Makhachev Fends Off Late Surge, Submits Dustin Poirier en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-02
- ↑ Staff, MMAWeekly com. (2024-06-02) UFC 302 Bonuses: Main event earns 'Fight of the Night' en. ციტირების თარიღი: 2024-06-03
- ↑ Hiergesell, Dan. (2024-06-02) Bonuses! Holland Banks $50K For Breaking An Arm en. ციტირების თარიღი: 2024-06-02
- ↑ Mike Bohn. (2025-04-25) Dustin Poirier's retirement fight set for UFC 318 vs. Max Holloway for BMF title. mmajunkie.usatoday.com. ციტირების თარიღი: 2025-04-25
- ↑ Staff. (2025-07-20) UFC 318: Max Holloway First to Successfully Defend BMF Belt in Dustin Poirier's Retirement Fight. cagesidepress.com. ციტირების თარიღი: 2025-07-20