შინაარსზე გადასვლა

დასავლური მახრჩობელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლური მახრჩობელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eryx jaculus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Anguis jaculus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157244

დასავლური მახრჩობელა (ლათ. Eryx jaculus) — უშხამო გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 70 სმ-ს აღწევს. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, წინა და მცირე აზიაში, აღმოსავლეთით ვრცელდება ირანამდე, ჩრდილოეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას და დაღესტანს აღწევს. გვხვდება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში — ქვემო ქართლში, გარეკახეთში, შირაქში. თბილისის მიდამოებში გვხვდება ქსეროფიტულ ბიოტოპებში — ველებსა და ნახევრად უდაბნოში, სადაც ქვები და მღრღნელთა სოროებია. იკვებება ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით (მცირე ზომის მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით), რომლებსაც სხეულზე შემოეხვევა და ახრჩობს. ცოცხალმშობია, ივლის-აგვისტოში შობს 10–20 ნაშიერს. მათი სიგრძე 14 სმ-ს აღწევს. საქართველოში ამჟამად უმნიშვნელო რაოდენობითაა.[1] შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.[2]

  1. ↑ მუსხელიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 330.
  2. ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2020.