დასავლეთ პონტოს მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასავლეთ პონტოს მთები
კოორდინატები: 40°57′00″ ჩ. გ. 37°53′00″ ა. გ. / 40.95000° ჩ. გ. 37.88333° ა. გ. / 40.95000; 37.88333
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უმაღლესი წერტილი დელითეფე
სიმაღლე 2600 
სიგრძე 475 კმ
დასავლეთ პონტოს მთები — თურქეთი
დასავლეთ პონტოს მთები

დასავლეთ პონტოს მთები, ბათი-ყარადენიზ-დაღლარი (თურქ. Batı Karadeniz Dağları) — ქედი თურქეთში. წარმოადგენს პონტოს მთების დასავლეთ ნაწილს, რომელიც ვრცელდება მდინარე საქარიას ხეობიდან ყიზილ-ირმაქის ხეობამდე. სიგრძე 475 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2600 მ (მთა დელითეფე). შედგება გასწვრივი ხეობებითა და ქვაბულებით გამოყოფილი პარალელური ქედებისაგან. მთების კალთები ციცაბოდ ეშვება შავი ზღვისკენ. აგებულია ქვიშაქვებით, კირქვებითა და მეტამორფული ქანებით. არის ქვანახშირის საბადოები (ზონგულდაქის აუზი). შავი ზღვისკენ მოქცეულ კალთებზე, ნოტიო და თბილი ჰავის პირობებში, განვითარებულია მთა-ტყის მცენარეულობა, 2000 მ-ზე მაღლა სუბალპური მდელოებია, სამხრეთი ქედები უტყეოა. ქვაბულებში და დაბლობებზე ბაღები, ზვრები, სიმინდის, ბრინჯისა და თამბაქოს ნათესებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]