დასავლეთი სიერა-მადრე
იერსახე
| დასავლეთი სიერა-მადრე | |
|---|---|
| კოორდინატები: 25°57′22″ ჩ. გ. 107°02′52″ დ. გ. / 25.95611° ჩ. გ. 107.04778° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | სერო-გორდო |
| სიმაღლე | 3352 მ |
| სიგრძე | 1300 კმ |
| სიგანე | 80-200 კმ |
დასავლეთი სიერა-მადრე (ესპ. Sierra Madre Occidental) — მთები მექსიკაში, მექსიკის ზეგნის დასავლეთ განაპირა ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 1300 კმ. სიგანე 80-200 კმ. საშუალო სიმაღლე 1500-2000 მ. მაქსიმალური სიმაღლე 3352 მ (სერო-გორდო). აგებულია კამბრიუმამდელი მეტამორფული ქანებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარებით. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული და წიწვიანი ტყეებია, დასავლეთ კალთზებზე — ბუჩქნარი.