დასავლეთის რეგიონი (განა)
| რეგიონი | |||
|---|---|---|---|
|
დასავლეთის რეგიონი ინგლ. Western Region | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ადმ. ცენტრი | Sekondi-Takoradi[1] | ||
| შიდა დაყოფა | Ahanta West Municipal District, Bibiani/Anhwiaso/Bekwai Municipal Assembly, Ellembelle District, Jomoro Municipal District, Mpohor District, Nzema East Municipal District, Prestea-Huni Valley Municipal District, Sekondi Takoradi Metropolitan District, Shama District, Tarkwa-Nsuaem Municipal District, Wassa Amenfi East Municipal District, Wassa Amenfi West Municipal District და Amenfi Central District | ||
| კოორდინატები | 5°30′00″ ჩ. გ. 2°30′00″ დ. გ. / 5.50000° ჩ. გ. 2.50000° დ. გ. | ||
| ფართობი | 13 842 კმ² | ||
| მოსახლეობა | 2 060 585[2] კაცი (2021) | ||
| სიმჭიდროვე | 148,86 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | გრინვიჩის საშუალო დრო | ||
|
| |||
დასავლეთის რეგიონი (ინგლ. Western Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გვინეის ყურის ნაპირზე. ადმინისტრაციული ცენტრი — სეონდი-ტაკორადი.
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთის რეგიონს, აღმოსავლეთიდან ცენტრალურ რეგიონს, დასავლეთიდან კოტ-დ’ივუარს.
1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის სანაპირო რეგიონი 1958 წელს გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთის რეგიონებად. 1959 წელს დასავლეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ცენტრალური რეგიონი.

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი დაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონს — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[3]
2021 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით იგი მეექვსე ადგილს იკავებს განის რეგიონებს შორის. 1977 წლის მდგომარეობით აღმოსავლეთის რეგიონში ქალაქების განვითარების საქალაქო აგლომერაციების ჩამოყალიბების დონეზე პროცესი მიმდინარეობდა უფრო ნაკლებად, ვიდრე დასავლეთის რეგიონში..
დასავლეთის რეგიონში (ვიოსო, სამრებოი, პრესტეა, ინსუ, ატეიკუ, სეფვი-ვიოსო, ბიბიანი) მიმდინარეობს ხე-ტყის მასალების მოჭრა და დამზადება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://mfa.gov.gh/index.php/about-ghana/regions/
- ↑ Citypopulation Ghana 2021
- ↑ Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21