შინაარსზე გადასვლა

დასაბამითგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასაბამითგანი — წელთაღრიცხვის ერთ-ერთი სისტემა მთელ რიგ ქვეყნებში, რომელიც ათვლის წერტილს სამყაროს შექმნიდან იღებს. ტერმინი „დასაბამითგანი“ აღნიშნავს „თავდაპირველს“, „პირველადს“, „დასაწყისში არსებულს“, „თავიდანვე არსებულს“, „იმთავითვე არსებულს“.

ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან არაერთი მცდელობა იყო მიმდინარე მოვლენები ბიბლიურ გადმოცემასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ამისათვის სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს თავიანთი წელთაღრიცხვის შემუშავება. XVIII საუკუნეში მცხოვრებმა მისიონერმა დე-ვინიოლმა, ბიბლიური ქრონოლოგიების 40 წლიანი შესწავლის შემდეგ, თავი მოუყარა 200-მდე ქრონოლოგიას, რომელიც იყენებდა „დასაბამისეულ“ წელთაღრიცხვას, რომლის წლები სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე 3483-დან 6984 წლის ფარგლებში ვარირებდა.

ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეგრეთ წოდებული მსოფლიო წელთაღრიცხვები:

  • ალექსანდრიული წელთაღრიცხვა (ავტორი — ანიანე ალქსანდრიელი) — (ათვლის წერტილი — ძვ. წ. 5501 (ფაქტობრივად ძვ. წ. 5493 წლის 25 მარტი) წელი, ბიზანტიის იმპერიის ძირითადი წელთაღრიცხვა IX საუკუნემდე. ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2242 წელი, წარღვნიდან აბრამამდე 1082 წელი, აბრამიდან გამოსვლამდე 430 წელი, გამოსვლიდან დავითამდე 601 წელი, 448 წელი იერუსალიმის ტყვეობამდე, 318 წელი ალექსანდრე მაკედონელამდე, ალექსანდრედან ქრისტემდე 333 წელი. ჯამში 5454 წელი. შემდგომ შეცდომა აღმოჩნდა და 601 შეიცვალა 640-ით და შედეგიც 5493 გახდა.
  • ანტიოქიური წელთაღრიცხვა (ავტორი — თეოფილე) — (ძვ. წ. 5969 წლის 1 სექტემბერი), შეიქმნა 180 წელს.
  • ბიზანტიური წელთაღრიცხვა (კონსტანტინოპოლური) — (5508 წლის 1 მარტი, საბოლოოდ ძვ. წ. 5509 წლის 1 სექტემბერი), VII საუკუნიდან მოყოლებული ბიზანტიის იმპერიისა და მართლმადიდებლური სამყაროს ძირითადი წელთაღრიცხვა.
  • ვატიკანური წელთაღრიცხვა — ეყრდნობოდა ძველი აღთქმის ლათინურ თარგმანს, რომლის მიხედვითაც ძველ პატრიარქთა სიცოცხლის ხანგრძლიოვობა, ასევე მეფეთა მმართველობის წლები და სხვა შედარებით მცირეა ვიდრე ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანში.
  • იუდეური წელთაღრიცხვა — ათვლა იწყება ძვ. წ. 3761 წლის 6/7 ოქტომბრიდან. აღნიშNული წელთაღრიცხვა წარმოდ=ადგენს ებრაული კალენდრის ნაწილს და დღესდღეობით გრიგორიანულ კალენდართან ერთად გამოიყენება ისრაელის მიერ.
  • 5198 წელი — ევსევი კესარიელისა:
  • 5492 წელი — პანოდორე ალექსანდრიელისა;

ქართული „დასაბამითგანი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველებს საკუთარი „დასაბამითგანი“ — ყველასაგან განსხვავებული ერა აქვთ. ქართული „დასაბამითგანი“ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ბიბლიაში გადმოცემული სამყაროს შექმნის ერთკვირიანი პროცესი, რომლის დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო მეექვსე დღეს პირველი ადამიანის (ბიბლიური ადამის) შექმნა და მეშვიდე დღეს ღმერთის დასვენება — მოხდა ქრისტეშობამდე 5604 წლის წინ. ამ თარიღს ემატება ჩვენი წელთათრიცხვა, ანუ ამ ეტაპისთვის ახ. წ. 2024 წელი. ვიღებთ 7628 წელს. ეს თარიღი ასე ჩაიწერება წელთაღრიცხვის სისტემაში: დასაბამითგან 7628 წელი ანუ ქრისტესით წელთაღრიცხვის 2024 წელი არის დასაბამითგან წელთაღრიცხვის 7628 წელი, რომელიც მოიცავს 2 დროს:

  • დროს ადამის შექმნიდან ქრისტეშობამდე — 5604 წელი.
  • დროს ქრისტეშობის შემდეგ — ახ. წ. 2024

აღსანიშნავია, რომ ქართული დასაბამითგანსა და ქართულ ქრონიკონულ წალთაღრიცხვებს შორის ზუსტი მათემატიკური და ქრონოლოგიური ურთიერთკავშირია, ე.ი. მათ ერთი წარმოშობა აქვთ. ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია, რომ ქართული ქორონიკონული წელთაღრიცხვის ძირითადი თარიღია ძვ.წ 284 წელი. იგივე თარიღი ძველი ქართული წელთაღრიცხვის დასაბამ კალენდარულ თარიღად მიაჩნდათ დავით ჩუბინაშვილს და სხვებს.

წელთაღრიცხვის საწყისი თარიღის შესახებ არსებული ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის შესაძლებელია სპეციალური ასტრონომიული პროგრამით ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის არსებული ვარსკვლავიანი ცის სურათის აღდგენა და მასზე ასტრონომიული დაკვირვება-გამოთვლების ჩატარება. ირკვევა, რომ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე, ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ხვამლის კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული.

როდის მოხდა ბოლო წარღვნა?

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტელი ქურუმების მტკიცებით, რამდენიმე წარღვნა მოხდა, რომელმაც ძველი ცივილიზაციები შეიწირა.

1998 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა უილიამ რაიანმა და უოლტერ ს. პიტმანმა გამოაქვეყნეს მტკიცებანი წყლის მასიური მოვარდნის მანიშნებელ ფაქტებზე ბოსფორის სრუტეში, რომელიც ძვ. წ. 5600 წელს უნდა მომხდარიყო. ძვ.წ. 8 ათასი წლიდან კავკასიონის და კარპატების მთების ყინულის დნობამ, შავი და კასპიის ზღვები მტკნარი წყლის უზარმაზარ ტბებად აქცია. შემდეგ, ძვ. წ. 5600 წლისთვის, მსოფლიო ოკეანის საერთო დონე გაიზარდა და როგორც რაიანი და პიტმანი ვარაუდობენ, აწეულმა ხმელთაშუა ზღვამ საბოლოოდ, გაარღვია ბოსფორის კლდოვანი ბარიერი და წარმოუდგენელი სისწრაფით შავ ზღვაში ჩაიღვარა. ამ მოვლენამ 155 000 კვადრატული კილომერტი მიწა დატბორა და მნიშვნელოვნად გააფართოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთით და დასავლეთით. პიტმან–რაიანის დასახელებული წარღვნის თარიღი ზუსტად ემთხვევა შუმერთა წელთაღრიცხვის დასაწყისს. თანამედროვე გადათვლით, ეს ძვ. წ. 5604 წელია, ამასვე, ემთხვევა ქართული წელთაღრიცხვაც დასაბამიდან აქმომდე ანუ ქრისტემდე 5604 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]