დარყის წმინდა გიორგის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარყის წმინდა გიორგის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს მახლობლად. კომპლექსში შედის სალოცავი, ზურგიანი კოშკი, სხვადასხვა სათავს-სადგომი და გალავანი. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კომპლექსი ნაგებია ფიქლის ქვით.

სალოცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას გეგმით უსწორო ოთხკუთხედია. მის სამხრეთ კედელზე აღმართულია სამი სარიტუალო სვეტი, აღმოსავლეთი სვეტი ყველაზე მაღალია. დანარჩენ ორზე გადებულია მოზრდილი ლოდი. სალოცავის აღმოსავლეთ კედელშ მოზრდილი ნიშია. აღმოსავლეთ კედელზე დევს სხვა ეკლესიიდან მოტანილი ლავგარდნის ქვა. ნიშის თავზე კი დევს ქვის ჯვარი. აქ ზაკაიშვილების საგვარეულო სალოცავია. დღესასწაუულობენ აღდგომასა და ამაღლებას.

ზურგიანი კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის დასავლეთ ნაწილში ჩაშენებულია ზურგიანი კოშკი. იგი ძლიერ დაზიანებულია და შემორჩენილია მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლეზე. კოშკის გარშემო ნანგრევებად ქცეული სამი მოზრდილი სათავსია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]