Spatula cyanoptera
| Spatula cyanoptera | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Spatula cyanoptera | |||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : cyanoptera Spatula cyanoptera | |||||||||||
| Breeding / Migration / Year-round / Nonbreeding | |||||||||||
|
| |||||||||||
| |||||||||||
Spatula cyanoptera — იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცირე ზომის მოტივტივე იხვი, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. იგი ბინადრობს დაჭაობებულ ადგილებსა და გუბურებში, კვების რაციონს კი ძირითადად მცენარეულობა შეადგენს. Spatula cyanoptera — გენეტიკურად დაკავშირებულია ჩრდილოამერიკულ მოტივტივე იხვებთან.
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრულ მამრს აქვს სპეციფიკური დარიჩინისფერი-წითელი თავი და სხეული, მუქი ყავისფერი ზურგი, წითელი თვალები და შავი ნისკარტი. ზრდასრული მდედრი გამოირჩევა ჭრელი ყავისფერი სხეულით, ღია ყავისფერი თავით, ყავისფერი თვალებითა და ნაცრისფერი ნისკარტით. დედალი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ლურჯფრთიან იხვს, თუმცა მისგან უფრო ინტენსიური შეფერილობით, შედარებით გრძელი, ნიჩბისებრი ნისკარტითა და ნაკლებად მკაფიო თვალისპირა ზოლებით განსხვავდება. ახალგაზრდა მამრი ინდივიდები გარეგნულად დედალს ჰგვანან, თუმცა მათი იდენტიფიცირება წითელი თვალებითაა შესაძლებელი.[1] [2] ფიზიკური მონაცემების მიხედვით, ფრინველის სხეულის სიგრძე საშუალოდ 41 სანტიმეტრია, ფრთების გაშლილობა 56 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა დაახლოებით 400 გრამს შეადგენს.[2] ზრდასრული ინდივიდები ბუმბულს წელიწადში ორჯერ იცვლიან, ხოლო სიცოცხლის პირველ წელს მოლიტვის სამი ფაზა ახასიათებთ.[2]
- მდედრი Spatula cyanoptera septentrionalium
- მამრი (მარცხენა) და მდედრი
- მამრი
ცხოვრების წესი და ჩვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Spatula cyanoptera — წყლის ფრინველია, თუმცა მას ხმელეთზე გადაადგილება და სირბილიც შეუძლია მწერებისა და სხვადასხვა ხოჭოების მოსანადირებლად. მდედრები, როგორც წესი, ჯგუფურად იკრიბებიან დასაძინებლად, ხოლო მამლები ფხიზლობენ და მათ უსაფრთხოებას იცავენ. სხვა იხვებთან შედარებით, Spatula cyanoptera — საკმაოდ მშვიდი ფრინველია. მდედრები საჭიროების შემთხვევაში გამოსცემენ ხმამაღალ ყიყინს, ხოლო მამლებისთვის დამახასიათებელია ცხვირისმიერი, სტვენისებრი გალობა.
გავრცელების არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათი გამრავლების ძირითადი ჰაბიტატი მოიცავს აშშ-ის დასავლეთ ნაწილსა და კანადის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჭაობებსა და ტბორებს. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ისინი იშვიათად გვხვდებიან.[2] Spatula cyanoptera — გადამფრენი ფრინველები არიან; ზამთარს ძირითადად სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და კარიბის აუზში ატარებენ,[3][4] თუმცა მათი მიგრაციის მანძილი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ლურჯფრთიანი იხვებისა. გარკვეული პოპულაციები ზამთრობენ კალიფორნიასა და არიზონაშიც.[1] სამხრეთ ამერიკაში, ანდების რეგიონში, ბინადრობს ამ იხვის ორი ქვესახეობა: შედარებით მცირე ზომის S. c. cyanoptera, რომელიც გავრცელებულია დაბლობებზე (პერუს სანაპირო, სამხრეთ არგენტინა), და უფრო დიდი ზომის S. c. orinomus, რომელიც ცენტრალურ ანდებში, გვხვდება.[5]
ჩვევები და კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც მოტივტივე იხვები, ისინი საკვებს წყლის ზედაპირზე ან მის სიახლოვეს მოიპოვებენ ნისკარტის სწრაფი მოძრაობით, რითაც ფილტრავენ თესლებს, ზოოპლანქტონსა და მწერებს. ხშირად ისინი იკვებებიან ჯგუფურად, მსგავსად გრძელნისკარტა იხვებისა . მათი რაციონის უდიდეს ნაწილს შეადგენს წყლის მცენარეები, თესლები და ჭაობის ბალახების ყლორტები. კვების მცირე წილი მოდის მოლუსკებზე, ლოკოკინებზე, ხოჭოებზე, ნემსიყლაპიებსა და წყლის რწყილებზე.[6]
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Spatula cyanoptera — ხშირად ჯვარდებიან — Spatula discors- თან.[1] სახეობა იყოფა ხუთ ძირითად ქვესახეობად:
Spatula cyanoptera septentrionalium : ბუდობს ბრიტანეთის კოლუმბიიდან ნიუ-მექსიკოს ჩრდილო-დასავლეთამდე, ხოლო იზამთრებს სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[7]
Spatula cyanoptera tropica : გავრცელებულია კოლუმბიაში, კერძოდ, მდინარეების — კაუკასა და მაგდალენას ხეობებში.[7]
Spatula cyanoptera borreroi : გვხვდება კოლომბიის ანდების აღმოსავლეთ ნაწილში; არსებობს ცნობები ეკვადორის ჩრდილოეთით მობინადრე პოპულაციების შესახებ. შესაძლოა გადაშენებული იყოს.[7] ქვესახეობას სახელი ეწოდა კოლუმბიელი ორნითოლოგის, ხოსე იგნასიო ბორეროს პატივსაცემად.
Spatula cyanoptera orinoma : ბინადრობს პერუს, ჩრდილოეთ ჩილესა და ბოლივიის მაღალმთიანეთში .[7]
Spatula cyanoptera cyanoptera: გავრცელებულია სამხრეთ პერუში, სამხრეთ ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩილესა და ფოლკლენდის კუნძულებზე.[7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Clements, James (2007). (https://www.cornellpress.cornell.edu/cup_detail.taf?ti_id=4566) კლემენტსის მსოფლიოს ფრინველთა საკონტროლო სია]. ითაკა, ნიუ-იორკი: კორნელის უნივერსიტეტის გამომცემლობა
- Dunn, J. & Alderfer, J. (2006) National Geographic-ის საველე გზამკვლევი ჩრდილოეთ ამერიკის ფრინველთა შესახებ მე-5 გამოცემა.
- Floyd, T (2008) სმიტსონის საველე გზამკვლევი ჩრდილოეთ ამერიკის ფრინველთა შესახებ. ნიუ-იორკი: HarperCollins.
- Herrera, Néstor; Rivera, Roberto; Ibarra Portillo, Ricardo & Rodríguez, Wilfredo (2006). (http://www.sao.org.co/publicaciones/boletinsao/01-Herrera.etal.RecordsSalvador.pdf) "სალვადორის ავიფაუნისთვის ახალი ჩანაწერები"] ("სალვადორის ავიფაუნისთვის ახალი ჩანაწერები") (ესპანურ ენაზე, ინგლისური რეზიუმეთი). ანტიოკიის ორნითოლოგიური საზოგადოების ბიულეტენი 16(2): 1–19.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Cinnamon Teal—Birds of North America Online
- Cinnamon Teal Species Account—Cornell Lab of Ornithology
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Dunn, J (2006)
- 1 2 3 4 Floyd T (2008)
- ↑ Chandler, Justin. Wayward duck in Niagara draws mad rush of birders looking to photograph the 'mega-rarity'. ციტირების თარიღი: 19 September 2024
- ↑ Herrera et al. (2006)
- ↑ Wilson, Robert E.; Peters, Jeffrey L.; McCracken, Kevin G. (2012-08-10). „Genetic and Phenotypic Divergence Between Low- and High-Altitude Populations of Two Recently Diverged Cinnamon Teal Subspecies“. Evolution (ინგლისური). 67 (1): 170–184. doi:10.1111/j.1558-5646.2012.01740.x. ISSN 0014-3820. PMID 23289570. S2CID 8378355.
- ↑ (1961) American Wildlife & Plants: A Guide to Wildlife Food Habits: The Use of Trees, Shrubs, Weeds, and Herbs by Birds and Mammals of the United States. Courier Corporation, გვ. 63–64. ISBN 978-0-486-20793-3.
- 1 2 3 4 5 Clements, J (2007)

