დარიენის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დარიენის ყურე

დარიენის ყურეყურე კარიბის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიისა და პანამის სანაპიროებთან. ხმელეთში შეჭრილია 165 კილომეტრზე. სიღრმე გაშლილ ნაწილში 2000 მეტრს აღემატება. წყლის წლიური საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 26°C. მარილიანობა 36 ‰ და მეტი. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამური, სიმაღლე 0,6 მეტრი. ყურის სამხრეთ ვიწრო ნაწილს ურაბის ყურე ჰქვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]