დიდიხევი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან დართლოს ხევი)
| დიდიხევი | |
|---|---|
|
| |
| სხვა სახელი | დართლოს ხევი |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| სათავე |
პირიქითი ქედი 42°29′32″ ჩ. გ. 45°37′55″ ა. გ. / 42.49222° ჩ. გ. 45.63194° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | მთა ჭეშოსმთა |
| სათავის სიმაღლე | 3500 მ |
| შესართავი |
პირიქითი ალაზანი 42°26′10″ ჩ. გ. 45°34′53″ ა. გ. / 42.43611° ჩ. გ. 45.58139° ა. გ. |
| შესართავის მდებარეობა | სოფელი დართლო |
| სიგრძე | 11 კმ |
| აუზის ფართობი | 18,9 კმ² |
|
| |
დიდიხევი, დართლოს ხევი — მდინარე საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 11 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 18,9 კმ².[1] სათავე აქვს პირიქითის ქედზე, მთა ჭეშოსმთის კალთებზე, ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე. ერთვის პირიქითი ალაზანს მარცხენა მხრიდან სოფელ დართლოს სამხრეთით. მიედინება ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, თუშეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კალაპოტის საერთო ვარდნაა 155 მ/კმ-ზე.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Государственный водный реестр. Диди-хеви
- ↑ გ. კურდღელაიძე, თუშეთი: (მეურნეობა, ბუნება, ტოპონიმიკა), თბილისი, 1983.