დარვინი (კომიქსები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დარვინი (პერსონაჟი))
დარვინი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა X-Men: Deadly Genesis #2 (თებერვალი, 2006)
ავტორ(ებ)ი ედ ბრიუბეიკერი (მწერალი), პიტ ვუდსი (მხატვარი)
დახასიათება
ალტერ ეგო არმანდო მუნიოსი
სახეობა ადამიანი მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
შესაძლებლობა რეაქტიული ევოლუცია

დარვინი (ინგლ. Darwin; ნამდვილი სახელი: არმანდო მუნიოსი) — „Marvel Comics“-ის ერთ-ერთი პერსონაჟი. დარვინის პერსონაჟი მონაწილეობს ფილმში „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“.

მის სხეულს გააჩნია გარემო პირობებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი, რაც მუტანტს საშუალებას აძლევს, იარსებოს ნებისმიერ გარემოში. მაგალითად, სიბნელეში ყოფნისას მას უვითარდება ღამის მხედველობა, წყალში ყოფნისას — ლაყუჩები, კოსმოსში ყოფნისას არ საჭიროებს ჟანგბადს, ცეცხლში მოხვედრისას ცეცხლგამძლე ხდება.

მას აგრეთვე შეუძლია საკუთარი სხეულის ენერგიად გარდაქმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]