დარვინის რინოდერმა
იერსახე
დარვინის რინოდერმა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rhinoderma darwini | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||
|
დარვინის რინოდერმა (ლათ. Rhinoderma darwini) — უკუდო ამფიბიების წარმომადგენელი. თავი რბილი წანაზარდით აქვს დაბოლოებული. სხეულის სიგრძე 3 სმ აღწევს. გვხვდება ჩილეში. ბინადრობს ნაკადულებში და მათ ნაპირებზე. ქვირითს ყრის ხმელეთზე, ხავსის საფენზე. 10-15 დღის შემდეგ მამალი დარვინის რინოდერმა კვერცხებს (25 ცალამდე) მბგერავ პარკში ათავსებს, სადაც ჩანასახები იჩეკებიან და თავკომბალებად გარდაიქმნებიან. კვერცხში საკვების გამოლევის შემდეგ თავკომბალები ზურგით მიეზრდებიან სისხლძარღვებით მდიდარ პარკის კედელს, ამ გზით იწყებენ კვებას და პარკში რჩებიან მეტამორფოზის დამთავრებამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 385.