დარეჯან ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარეჯან ბუაჩიძე (დ. 28 თებერვალი, 1921, ჭიათურა) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1942–1945 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის ორდინატორი. 1944–1945 წლებში მუშაობდა ოფიცერთა №2459 უვადო ჰოსპიტალში, კაჭრეთში ქირურგად. 1957 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და მოგვიანებით ორდინატორი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიებს.

1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პანკრეასის გარესეკრეციის ფუნქციური ცვლილებები ობტურაციული სიყვითლის დროს.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საპატიო ექიმის წოდება

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პანკრეასის ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები ნაღვლის გზების ობტურაციის დროს თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964 გვ. 133

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 47

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]