დარევსკის გველგესლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დარევსკის გველგესლა
P darevskii male.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vipera darevskii
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 23000
გავრცელება
Vipera darevskii distribution.png

დარევსკის გველგესლა (ლათ. Vipera darevskii) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. დედალი ტანად მამალზე დიდია; დედლის სხეულის სიგრძეა 40 სმ, ხოლო მამლისა — 25 სმ. სახელწოდება მიიღო ცნობილი ჰერპეტოლოგის ილია დარევსკის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ამ სახეობის ეგზემპლარი სომხეთში.[1]

მამლების სხეულის სიგრძე — 260 მმ, კუდისა — 39-43 მმ აღწევს, ხოლო დედლებისა — 420 მმ და — 45-50 მმ შესაბამისად. ფართო თავი აქვს, დინგის გვერდითი მხარე წაწვეტებულია, წინა მხარე ცოტათი მომრგვალო. მოყვითალო-მორუხო ან მოყვითალო-მოყავისფრო ფერისაა. სხეულის გასწვრივ ზურგზე გასდევს მურა ზიგზაგისებური ზოლი, გვერდებზე — ერთ მწკრივზე მუქი სუსტადშესამჩნევი ლაქები. მუცელი მოშავოა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცნობილი იყო ამ სახეობის მხოლოდ ერთი პოპულაცია სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და საქართველოში, კერძოდ, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. ბოლო დროს აღმოჩენილია ამ სახეობის ორი ადგილსამყოფელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში.[2] დარევსკის გველგესლა იკვებება მემინდვრიებით, კალიებითა და კლდის ხვლიკებით. იგი ენდემურია კავკასიისთვის.[3] გვხვდება იშვიათად; დარევსკის გველგესლა გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა, რის გამოც შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]