შინაარსზე გადასვლა

დარდანოსის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარდანოსის ზავი (ძვ. წ. 85) — რომის რესპუბლიკასა და პონტოს სამეფოს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება. რომის კონსულ ლუციუს კორნელიუს სულასა და პონტოს მეფე მითრიდატე VI-ს შორის მიღწეული ამ შეთანხმებით დასრულდა პირველი მითრიდატული ომი.

სულას მიერ მითრიდატეზე მოპოვებული გამარჯვების გამო ქერონეის და ორქომენუსის ბრძოლაში, აგრეთვე ტენედოსის ბრძოლის მოგებისა და ბერძნულ კუნძულებზე კონტროლის აღდგენის შემდეგ, სულამ მითრიდატესგან დანებება მოითხოვა. დანგრეულ ქალაქ დარდანუსში გაიმართა მოლაპარაკებები ჩაბარების საბოლოო პირობებზე. ხელშეკრულება მითრიდატეს ავალდებულებდა დაეთმო თავისი ახლად დაპყრობილი ტერიტორიები საბერძნეთის მატერიკზე და კუნძულებზე, აგრეთვე ბითინიის, ფრიგიის, პაფლაგონიისა და კაპადოკიის პროვინციები. მითრიდატეს ასევე უნდა გადაეხადა ორი ათასი ტალანტი მისი პირადი ხაზინიდან, ხოლო პროვინციებს, რომლებიც მითრიდატემ დათმო, უნდა გადაეხადათ დამატებით ოცი ათასი ტალანტი.

დარდანოსის ზავი იყო დამყარებული ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენის იდეაზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ საბერძნეთი ეკუთვნოდა რომს, ხოლო ისეთი აჯანყებული ქალაქები, როგორიცაა ათენი იხდიდა დიდ კონტრიბუციას, რასაც თან ახლდა ყველა დარჩენილი თავისუფლების დაკარგვა, რომლითაც ოდესღაც სარგებლობდა იგი.[1]

  • Gillespie, Alexander (2013-10-16). The Causes of War: Volume 1: 3000 BCE to 1000 CE. Bloomsbury Publishing. p. 143. ISBN 9781782252085.
  1. Gillespie, Alexander (2013-10-16). The Causes of War: Volume 1: 3000 BCE to 1000 CE. Bloomsbury Publishing. p. 143. ISBN 9781782252085.