დარდანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარდანების სამეფო
დარდანების სამეფო

დარდანებიბალკანეთში, თანამედროვე სერბეთის სამხრეთით, კოსოვოში მცხოვრები ხალხი. საუბრობდნენ დარდანულ ენაზე. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც დარდანები არიან თანამედროვე ალბანელების წინაპრები[1].

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით დარდანი ილირიუსის შვილია და ითვლება დარდანების ეპონიმად[2]. ზოგიერთი თვალსაზრისით დარდანებს უკავშირებენ ჰომეროსის „ილიადაში“ მოხსენიებულ დარდანებს, რომლებიც ტროადის მცხოვრებლები იყვნენ. უძველესი წყაროები დარდანების წარმომავლობის შესახებ წინააღმდეგობრივია. ზოგი მათ რომაელებად მიიჩნევენ, ზოგი კი — ბერძნებად[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიოდორე სიცილიელი მათ აღმოსავლეთიდან (დარდანელის რაიონიდან) გადმოსახლებულად მიიჩნევდა.

პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან მას შემდეგ, რაც მათ მეფემ ბარდილმა გააერთიანა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა რამდენიმე ადგილობრივი ტომი. ძვ. წ. 358 წელს ფილიპე II მაკედონელმა დარდანებთან დადო ხელშეკრულება და ცოლად შეირთო დარდანების პრინცესა აუდატუ, თუმცა შემდეგ ფილიპე II-მ დაამარცხა დარდანები ბარდილის მეთაურობით.

ძვ. წ. 334 წელს, ალექსანდრე მაკედონელის დროს დარდანები თავს დაესხნენ მაკედონიას, მაგრამ დამარცხდნენ და აღიარეს მისი ხელისუფლება. დარდანები მოგვიანებითაც აგრძელებდნენ მაკედონელებზე თავდასხმას. საბოლოოდ დარდანები დაიპყრეს რომაელებმა. იმპერატორმა დიოკლეტიანემ იქ შექმნა პროვინცია დარდანია, ცენტრით ქალაქ ნიშში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История Албании
  2. Appian, The Foreign Wars, III, 1.2
  3. Greeks and Barbarians (Edinburgh Readings on the Ancient World) by T. Harrison, 2001, ISBN 0-415-93959-3, page 140