დარბაზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარბაზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში. აგებულია X—XV საუკუნეებში.

ეკლესია დგას მდინარე გეტისწყლის ნაპირზე, ბორცვზე.ის დარბაზული ნაგებობაა, ძირითად სამშენებლო მასალად უხეშად დამუშავებული ქვაა გამოყენებული, კუთხეებსა და კონსტრუქციულ დეტალებად ნათალი ქვები გამოუყენებიათ. შესასვლელი სამხრეთიდან ქონდა (ამჟამად ეს ადგილი სრულად ჩამოშლილია). ნახევარწრიული აფსიდა შვერილებით იყო გამოყოფილი. აფსიდაში მხოლოდ სამხრეთის ნიშაა გამოკვეთილი. აღმოსავლეთის სარკმლის არსებობა აღარ იკითხება. დასავლეთის კედლის სარკმლის შემორჩენილი წირთხლის მიხედვით, სარკმელი ვიწრო და შიგნით ოდნავ გაფართოვებული ყოფილა. ეკლესიას კრამიტის გადახურვა ქონია . ძველი სააღრიცხვოს მიხედვით ეკლესიის კარის მარცხენა მხარეს, ფასადში ჩადგმული ყოფილა ორსტრიქონიანი ასომთავრულ წარწერიანი ქვა. დღეს ის აღარსად ჩანს, ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ტაძრის გარშემო სამაროვანისა და ნასახლარის კვალია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39389