დარა ტორესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დარა ტორესი
Dara Torres 2crop.jpg
ტორესი ვერცხლის მედლის მოგების შემდეგ 2008 წლის ოლიმპიადაზე
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1967 (1967-04-15) (52 წლის)
ბევერლი ჰილზი, კალიფორნია
საქმიანობა მოცურავე
სიმაღლე 1.80 მ
წონა 68 კგ
საიტი daratorres.com

დარა გრეის ტორესი (ინგლ. Dara Grace Torres; დ. 15 აპრილი, 1967) — ამერიკელი მოცურავე , რომელიც თორმეტჯერ გახდა  ოლიმპიური მედალოსანი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი. ტორესი არის პირველი მოცურავე,რომელმაც აშშ-ს დროშის ქვეშ ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში(1984, 1988, 1992, 2000 და 2008) და ბოლოს 41 წლის ასაკში მიიღო უფლება გამოსულიყო ოლიმპიადაზე. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მან მონაწილეობა მიიღო 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, 4×100-მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში და 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და სამივე შეჯიბრებაში ვერცხლის მედლები მოიგო.

ტორესმა მოიგო თორმეტი ოლიმპიური მედალი (ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს). იგი ერთ-ერთი ყველაზე მეტი მედლის მფლობელია ქალთა შორის ცურვაში ჯენი ტომპსონთან და ნატალი კოგლინთან ერთად. ტორესმა 33 წლის ასაკში მოიპოვა  ხუთი მედალი 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, იგი აშშ-ის ოლიმპიური გუნდის ყველაზე ასაკოვანი წევრი იყო. მან ასევე მოიგო მინიმუმ ერთი მედალი ხუთივე ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესი დაიბადა კუბურ-ამერიკულ ოჯახში, ლოს-ანჯელესში. იგი იყო ედვარდ ტორესის და მარილი კაუდერის შვილი.[1] მამამისი  იყო უძრავი ქონების დეველოპერი და კაზინოს მფლობელი კუბაში; დედამისი მარილი კი ყოფილი ამერიკელი მოდელი. ტორესი გაიზარდა ბევერლი-ჰილზე, კალიფორნია. იგი იყო მეხუთე შვილი ექვსიდან. 7 წლის ასაკში თავისი ძმების კვალდაკვალ  ჩაეწერა საცურაო კლუბში. 14 წლის ასაკში, მან მოიგო ეროვნული ღია ჩემპიონატი, სადაც დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჯილ სტელკერი.

დარა სწავლობდა ვესტლეიკის სკოლაში, რომელიც გოგოებისთვის იყო განკუთვნილი და გამოდიოდა ამავე  გუნდისთვის დარლინ ბიბლის ხელმძღვანელობით[2]. იგი ასევე იყო ამ სკოლის კალათბურთის, ტანვარჯიშის და ფრენბურთის გუნდის წევრიც[3]. 1983-84 წლებში იგი გადავიდა კალიფორნიაში, რომ ეცურავა კლუბ „Mission Viejo Nadadores“-ში, რათა მომზადებულიყო თავისი პირველი ოლიმპიადისთვის მარკ შუბერტის ხელმძღვანელობით[4]. 1984 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ტორესი დაბრუნდა ვესტლეიკის სკოლაში, რომელიც 1985 წელს დაამთავრა.[5]

ცურვა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესმა  მიიღო სპორტული  სტიპენდია ფლორიდის უნივერსიტეტში, სადაც ის გამოდიოდა ,,ფლორიდ გატორსის" ყვინთვისა და ცურვის გუნდში, ამ სპორტული ასოციაციის ხელმძღვანელი 1986-1989 წლებში იყო რენდი რიზა. ოთხი წლის განმავლობაში ტორესმა 9 ინდივიდუალური ჩემპიონატი მოიგო ჩრდილო-სამხრეთ კონფერენციაში, მათ შორის 50 მეტრზე თვისუფალ სტილში (1987, 1988, 1989), 100 მეტრზე ბატერფლაიში  (1987, 1988, 1989), 200 მეტრზე თავისუფალ სტილში (1987) და 100 მეტრზე ბატერფლაიში (1988, 1989); იგი აგრეთვე გატორსის 12 კაციანი გუნდის წევრი იყო. ტორესმა1988 წელს მოიგო ,,NCAA"-ის ნაციონალური ჩემპიონატი (50 და 100 მეტრი თავისუფალ სტილში, 100 მეტრი ბატერფლაიში). 1988 წელს ტორესი დასახელებულ იქნა ,,SEC"-ის მიერ წლის სპორტსმენად ,1987და 1989 წლებში კი ამავე ორგანიზაციაში დასახელებულ იქნა,როგორც წლის ქალი მოცურავე. ამ დროისთვის  მან მიიღო 28 ამერიკული დიპლომი ცურვაში. ეს კოლეჯში სწავლის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. ფლორიდაში ტორესმა აგრეთვე დაიწყო ფრენბურთის თამაში.

ტორესმა 1990 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ტელეკომუნიკაციის სფეროში და 1999 წელს შეიყვანეს ფლორიდის უნივერსიტეტის დიდების დარბაზში როგორც Grator Great-ი[6][7].  ტორესმა 2014 წლის ნოემბერში მიიღო ,,NCAA"-ის ლაურეატის ვერცხლის პრემია, რომელიც გადაეცემა ექვს გამორჩეულ სტუდენტ-სპორტსმენს სკოლის დამთავრების  25-ე წლისთავზე[8].

საერთაშორისო საცურაო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984, 1988 და 1992 წლის ოლიმპიადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ლოს ანჯელესში, ტორესი იყო გამარჯვებული გუნდის წევრი 4x100 მეტრ თავისუფალი სტილით ცურვაში. მისი თანაგუნდელები ფინალში იყვნენ ნენსი ჰოგსჰედი, ჯენა ჯონსონი და კერი სტაინსაიფერი, ჯილ  სტერკელი და მერი უეიტი ასევე იღებდნენ მონაწილეობას კვალიფიკაციაში.[9]

1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტორესმა მოიპოვა უფლება გამოსულიყო აშშ-ს ოლიმპიურ ქალთა გუნდში ერთ ინდივიდუალურ და ორ ესტაფეტურ შეჯიბრებაში. ტორესმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი  4×100 მეტრი თავისუფალი სტილით ცურვაში. მისი  თანაგუნდელები იყვნენ მიტსი კრემერი, ლორა ვოლკერი და მერი ვეითი. მან ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი თავისუფალი სტილით ცურვაში (4×100 კომბინირებული ესტაფეტა). ინდივიდუალურ შეჯიბრში ტორესი იყო მე-7 100 მეტრზე  თავისუფალი სტილით ცურვაში.

1992 წლის ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიადისთვის ტორესმა მოიპოვა უფლება გამოსულიყო გუნდურ შეჯიბრებაში. ოლიმპიადაზე მან გაცურა მეორე ეტაპი  4×100 მეტრი თავისუფალი სტილით გამოსვლაში და თავის თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება მოუტანა აშშ-ს ოლიმპიურ ნაკრებს. მასთან ერთად გამოდიოდნენ ნიკოლ ჰაისლეტი, ენჯელ მარტინო და ჯენი ტომპსონი[10]

პირველი დაბრუნება: 2000წლის ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ცურვის შეჯიბრიდან 7 წლის შემდეგ, ტორესმა  დაიწყო მზადება ოლიმპიურ თამაშებზე  დაბრუნებისთვის რიჩარდ ქუიკის ხელმძღვანელობით  .[11] მან 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ,სიდნეიში,მოიგო 5 მედალი.[12] მან გაცურა მეორე ეტაპი აშშ-ის ქალთა გუნდის შემადგენლობაში  (4×100 მეტრი თავისუფალი სტილით ესტაფეტაში),მისი თანაგუნდელები იყვნენ ემი ვან დიკენი,კორტნი შეილი და ჯენი ტომპსონი. ტორესმა მოიგო მეორე ოქროს მედალი  4×100-მეტრიან კომბინირებულ ესტაფეტაში თავის თანაგუნდელ ბიჯეი ბედფორდთან,მეგან ქუანთან და ჯენი ტომპსონთან ერთად. ტორესმა ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები – მისი პირველი ოლიმპიური მედლები ინდივიდუალურ შეჯიბრში – 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით და 100-მეტრზე ბატერფლაით ცურვაში. ბოლო შეჯიბრების ფინალში ჯენი ტომპსონთან ერთად გაიყო მესამე ადგილი. 33 წლის, ასაკში, ტორესი გახდა ყველაზე ასაკოვანი ქალი,რომელმაც მოიგო მედლები ცურვაში ოლიმპიადებზე.[13] იგი იყო ყველაზე ასაკოვანი აშშ-ს ქალთა ცურვის გუნდში, თუმცა მოიგო ყველაზე მეტი მედალი.[14][15]

მეორე დაბრუნება: 2008 ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესი მისურის გრანპრიზე 2008წელს

2007 წლის 1 აგვისტოს, 40 წლის ასაკში და პირველი შვილის გაჩენიდან 16 თვის შემდეგ,ტორესმა ინდინაპოლისში გაიმარჯვა 100 მეტრზე თავისუფალ სტილით ცურვაში.[16] 4 აგვისტოს, მან დაამყარა ახალი რეკორდი, 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, გაცურა რა ეს დისტანცია  24.53 წამში.მან გააუმჯობესა თავისი 2000 წლის მაჩვენებელი ოლიმპიურ თამაშებზე.[17] მან შეამცირა თავისი თავდაპირველი ამერიკული რეკორდი 1.62 წამით. ტორესმა 10-ჯერ დაამყარა ან შეამცირა თავისივე ამერიკული რეკორდი 50 მეტრზე თავისუფალ სტილით ცურვაში, რომელიც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერ ამერიკელ მოცურავეს შორის.[18]

2008 წლის აშშ-ს ოლიმპიადის დროს, 41 წლის ასაკში ტორესი დაბრუნდა აუზს და გაიარა კვალიფიკაცია თავისი მეხუთე ოლიმპიური თამაშებისთვის. იგი გახდა ყველაზე წლოვანი აშშ-ის ოლიმპიური მოცურავე  და პირველი ამერიკელი მოცურავე, რომელიც მონაწილეობდა ხუთ ოლიმპიურ თამაშებზე.

ტორესმა გაიარა კვალიფიკაცია 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და ნახევარფინალში დაამყარა ამერიკის ახალი რეკორდი 24.38 წამით.[19]  ფინალში, მან მეცხრედ დაამყარა რეკორდი (24.25 წამი) და დაიკავა პირველი ადგილი ამერიკელ ქალებს შორის.[20] ტორესმა აგრეთვე გაიარა კვალიფიკაცია 100 მეტრიან თავისუფალ სტილში,[21] , მაგრამ მოგვიანებით მოიხსნა შეჯიბრებიდან რათა ფოკუსირებულიყო  4x100 მეტრზე კომბინირებულ  ესტაფეტაში.  30 ივლისს, აშშ-ს გუნდის ფინალურ შეჯიბრებაზე სინგაპურში, ტორესი, ამანდა ბერდი და ნატალი კოგლინი არჩეულ იქნენ აშშ-ს გუნდის კაპიტნებად.[22]

იმისთვის,რომ ტორესს დაეტკიცებინა ის,რომ ის არ იყენებს აკრძალულ პრეპარატებს შედეგების გაუმჯობესებისთვის, მან შესთავაზა აშშ-ს ანტიდოპინგურ ორგანიზაციას (USADA)-ს ახალი პროგრამა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. "მე მინდა, რომ ვიყო ღია", განაცხადა მან. "მე მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ ვარ 41 წლის და ყველაფერს წესების დაცვით ვაკეთებ, მე ვარ სუფთა."[23] გარდა იმისა, რომ ტორესი ვარჯიშობდა მაიკლ რობერგთან, მას ჰყავდა ორი მასაჟისტი. მის ყოველწლიური ვარჯიშების ხარჯებს რომელიც ყოველწლიურად $100,000 ჯდებოდა, იხდიდა მისი კორპორაციული სპონსორები. 

"მე ვფიქრობ, რომ მისი შედეგები არის მსოფლიოს  ყველაზე დიდ წარმატებებს შორის სპორტის ისტორიაში . . . ეს აყენებს დარას  მაიკლ ფელპსის, მაიკლ ჯორდანის და ტაიგერ ვუდსის გვერდით. ის, რაც მან გააკეთა შეუფასებელია." ტორესის მწვრთნელმა, მიხაელ ლობერგმა, განაცხადა ტორესის მიერ 41 წლის ასაკში მოპოვებული სამი ვერცხლის მედალს შემდეგ.[24]

 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე პეკინში, ტორესმა ვერცხლი მედალი მოიგო 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. ამ დისციპლინაში ეს მისი ხუთი მცდელობიდან მეხუთე მედალი იყო. ამ ვერცხლით, იგი გახდა ყველაზე წლოვანი მოცურავე, რომელმაც მოიგო მედალი ოლიმპიადაზე, ამ შედეგით მან ჩამოიტოვა ინგლისელი მოცურავე უილიამ რობინსონი, რომელმაც მოიგო ოლიმპიური ვერცხლის მედალი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს, როცა 38 წლის იყო.[25]

2008 წლის 17 აგვისტოს, მან მოიგო ვერცხლის მედალი 50-მეტრზე თავისუფალ სტილში,  ახალი ამერიკული რეკორდით 24.07 წამში და ჩამორჩა ერთი მეასედი წამით  (0.01) გამარჯვებულ, ბრიტა შტეფენს.[26] მისი გაცურვის დრო იყო ახალი ამერიკული რეკორდი. ოცდათხუთმეტი  წუთის შემდეგ, მან მოიგო კიდევ ერთი ვერცხლის მედალი  4x100 მეტრიან კომბინირებულ ესტაფეტაში.[27] მისი მაჩვენებელი (52.27 წამი) იყო ყველაზე სწრაფი 100 მეტრზე თავისუფალ სტილში. ხოლო ამერიკული რეკორდი 100 მეტრიან თავისუფალ სტილში  კი არის 53.39 წამი. ტორესი მოპოვებული 12 ოლიმპიური მედლით, ჯენი ტომპსონთან და ნატალი კოგლინთან ერთად, სათავეში უდგას ყველაზე მეტი მედლების მფლობელთა სიას ქალ მოცურავეებს შორის.

მუხლის ოპერაციის შემდეგ მან დაიწყო მზადება 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის. 2012 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან დაიკავა მე-4 ადგილი 50 მეტრზე თავისუფალ სტილში, 0.32 წამით დამარცხდა ჯესიკა ჰარდისთან და 0.09 წამით მეორე კვალიფიცირებულ კარა ლაინ ჯოისთან. მხოლოდ ორი საუკეთესო შედეგის მფლობელი გადიოდა ოლიმპიადაზე. ამ შედეგის შემდეგ ტორესმა დაამთავრა თავისი აქტიური სპორტული კარიერა. მან თავისი სპორტული კარიერა დაასრულა 12 ოლიმპიური მედლით. მისი ოლიმპიური კარიერა გაგრძელდა 24 წელი, 1984წლიდან 2008 წლამდე და გრძელდებოდა ხუთი ოლიმპიური თამაშის განმავლობაში (1984, 1988, 1992, 2000, 2008).

ცხოვრება ცურვის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორესი 2010 წლის ,,Heart Truth" ჩვენებაზე

ტორესი მუშაობდა ტელევიზიაში, როგორც რეპორტიორი მრავალ ამერიკულ არხზე, როგორებიცაა ESPN, TNT, OLN და Fox News Channel-ის, მიჰყავდა გოლფის შოუ.[28] ის ასევე მუშაობდა მოდელად და იყო პირველი ელიტარული მოცურავე, რომელმაც წარადგინა, საცურაო კოსტუმები გამოცემა სპორტ ილუსტრეიტიდისთვის( 1994 წლის გამოცემა). 2005 წელს იგი შეყვანილი იქნა საერთაშორისო ებრაული სპორტული დიდების დარბაზში .[29]

1992 წლის შემდეგ,ის დაქორწინდა მოგვიანებით კი განქორწინდა თავის პროდიუსერ ჯეფ გოუენთან. 2000 წლის შემდეგ, ებრაელ ქირურგ იტზაკ შაშასთან ქორწინებამდე მან მიიღო იუდაიზმი (ტორესის მამაც იყო ებრაელი). ტორესი და შაშა მოგვიანებით დაშორდნენ.ტორესი და ენდოკრენელოგი დავიდ ჰოფმანი ერთმანეთს ხვდებოდნენ შაშასთან დაშორების შემდეგ და 2006 წელს ისინი გახდნენ რესა გრეის ტორეს-ჰოფმანის მშობლები. მათი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ჰოფმანმა შეძლო და დაარწმუნა ტორესი რომ განეახლებინა ვარჯიში.

ტორესი არის ერთ-ერთი ისეთი ორგანიზაციის წევრი,რომელიც აგროვებს სხვადასხვა საშუალებებს კიბოს გამოსაკვლევად.[30] იგი არის ორი წიგნის ავტორი: ,,ასაკი მხოლოდ ციფრია": მიაღწიე შენს ოცნებას ნებისმიერ ასაკში (ელიზაბეტ ვეილთან ერთად) და ,,ოქროს ფიტნესი": რევოლუციური 5-კვირის პროგრამა (ბილი ფიცპატრიკთან ერთად ).[31]

მსოფლიო რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-მეტრი თავისუფალი სტილით

დრო= თარიღი მოვლენა მდებარეობა
25.69 29 იანვარი, 1983 სპიდოს საერთაშორისო ტურნირი ამერსფურტი, ნიდერლანდები
25.62 5 აგვისტო, 1983 აშშ-ის ეროვნული ჩემპიონატი კლოვისი, კალიფორნია
25.61 21 ივლისი , 1984 წინასწარი ოლიმპიური ბანაობა შეხვდება მიშინ ვიეხო, კალიფორნია[32]

ქალთა 4×100 მეტრი თავისუფალი სტილით 

დრო თარიღი მოვლენა მდებარეობა
3:39.46 28 ივლისი, 1992 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ბარსელონა, ესპანეთი
3:36.61 16 სექტემბერი, 2000 2000 წელს ზაფხულის ოლიმპიადა სიდნეი, ავსტრალია

ქალთა 4×100-მეტრიანი კომბინირებული ესტაფეტა

დრო თარიღი მოვლენა მდებარეობა
3:58.30 სექტემბერი 23, 2000 2000 წელს ზაფხულის ოლიმპიადა სიდნეი, ავსტრალია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. She's propelled by dad's memory http://articles.latimes.com/2008/aug/16/sports/sp-olydowney16
  2. Five-time Olympic swimmer Torres ’85 to speak at assembly http://hwchronicle.com/five-time-olympic-swimmer-torres-85-to-speak-at-assembly-2/
  3. Five-time Olympic swimmer Torres ’85 to speak at assembly http://hwchronicle.com/five-time-olympic-swimmer-torres-85-to-speak-at-assembly-2/
  4. SHE'S SET HER SIGHTS ON L.A. https://www.si.com/vault/1984/06/18/638113/shes-set-her-sights-on-la
  5. Five-time Olympic swimmer Torres ’85 to speak at assembly http://hwchronicle.com/five-time-olympic-swimmer-torres-85-to-speak-at-assembly-2/
  6. Gator Greats http://gatorfclub.org/hall-of-fame/greats
  7. emmitt-smith university-of-florida hall-of-fame https://news.google.com/newspapers?id=6H9RAAAAIBAJ&sjid=pggEAAAAIBAJ&pg=6401,5980827&dq=emmitt-smith+university-of-florida+hall-of-fame&hl=en
  8. NCAA names 2014 Silver Anniversary Award winners https://www.ncaa.org/about/resources/media-center/press-releases/ncaa-names-2014-silver-anniversary-award-winners
  9. Sports-Reference.com, Olympic Sports, United States Swimming at the 1984 Los Angeles Summer Games. Retrieved November 30, 2014.
  10. Sports-Reference.com, Olympic Sports, United States Swimming at the 1992 Barcelona Summer Games. Retrieved November 30, 2014.
  11. Scott M. Reid, "Dara Torres battles doping rumors, says she's up for the challenge," The Orange County Register (July 20, 2008). Retrieved November 28, 2014.
  12. Sports-Reference.com, Olympic Sports, United States Swimming at the 2000 Sydney Summer Games. Retrieved April 16, 2012.
  13. Jill Lieber Steeg, "Torres has new reason to seek gold," USA Today (August 18, 2006). Retrieved December 5, 2014.
  14. Paul Newberry, "Unique atmosphere make the pool the place to be," Santa Cruz Sentinel (September 15, 2000). Retrieved November 27, 2014.
  15. Sports-Reference.com, Olympic Sports, United States at the 2000 Sydney Summer Games. Retrieved November 27, 2014.
  16. Sharon Robb, "Torres, 40, captures title in 100 freestyle," Sun-Sentinel (August 2, 2007). Retrieved December 5, 2014.
  17. John Lohn and Dana Lawrence Lohn, "USA Swimming Nationals: Flash! She’s For Real! Dara Torres Breaks Own American Record Seven Years Later in Women's 50 Free," Swimming World Magazine (August 4, 2007). Retrieved November 29, 2014.
  18. USASwimming, Women's Records. Retrieved January 26, 2015.
  19. Sharyn Alfonsi, "Dara Torres Clinches Her Fifth U.S. Olympic Spot," ABC News (July 7, 2008). Retrieved November 29, 2014.
  20. Mercury News Wires Services, "Torres, 41, dashes to U.S. record," San Jose Mercury News (July 7, 2008). Retrieved December 5, 2014.
  21. Karen Crouse, "At Age 41, Torres Qualifies for Fifth Games," The New York Times (July 5, 2008). Retrieved November 29, 2014.
  22. "U.S. swim teams name captains for Beijing," Los Angeles Times (July 30, 2008). Retrieved November 27, 2014.
  23. Kelli Anderson, "The Mother of All Comebacks Archived December 5, 2014, საიტზე Wayback Machine. ," Sports Illustrated (July 14, 2008). Retrieved November 28, 2014.
  24. Kelli Anderson, "My Sportsman: Dara Torres," Sports Illustrated (November 25, 2008). Retrieved December 5, 2014.
  25. Emily Brandon, "Dara Torres: The Oldest Olympic Swimming Medalist in History Archived December 9, 2014, საიტზე Wayback Machine. ," U.S. News & World Report (August 13, 2008). Retrieved December 5, 2014.
  26. Christopher Carey, "Torres Edged Out by Hundredth of a Second," The New York Times (August 16, 2008). Retrieved November 29, 2014.
  27. Kelli Anderson, "One for The Aged," Sports Illustrated (August 25, 2008). Retrieved November 28, 2014.
  28. Eli Saslow, "At 40, Torres Is Back In the Fast Lane," The Washington Post (August 2, 2007). Retrieved November 27, 2014.
  29. International Jewish Sports Hall of Fame, Elected Members, Dara Torres. Retrieved November 28, 2014.
  30. Swim Across America, Olympians, Dara Torres Archived December 4, 2014, საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 27, 2014.
  31. Ashley Baylen, "Interviews with 'Top Jews In Sports'- Dara Torres Archived December 24, 2014, საიტზე Wayback Machine. ," ShalomLife.com (September 10, 2011). Retrieved November 30, 2014.
  32. International Swimming Hall of Fame, Current Exhibits, World Record Progression: Women – 50m Freestyle Archived December 20, 2007, საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 28, 2014.