დარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარაია, შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი (აღმოსავლეთ საქართველოში თავთა, მერდინი). ქსოვდნენ ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე 2 ან 4 დგიმით, ქსოვილის ხლართის შესაბამისად. მას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში, განსაკუთრებით სამზითვოდ. საქართველოს შიდა ბაზრებზე დიდი გასავალი ჰქონდა. დარაიას თავშალები ("ქიცები") გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, უმეტესად სამეგრელოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბესაძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 378, თბ., 1978