დანიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიო

დანიო-რერიო (Danio rerio)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  დანიო
ლათინური სახელი
Danio (F. Hamilton, 1822)
სინონიმები
  • Allodanio (H. M. Smith, 1945)
  • Brachydanio (Weber & de Beaufort, 1916)
  • Celestichthys (Roberts, 2007)

დანიო[1] (ლათ. Danio) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ცნობილია 25-მდე სახეობა. სხეულის სიგრძე 5–6 ან 10–15 სმ-ია. ტანი გვერდებიდან შებრტყელებულია. შეფერილობა კაშკაშაა. გავრცელებული არიან ინდოეთის, მიანმარის, მალაიზიისა და ინდონეზიის გამდინარე წყალსატევებში, ზოგიერთ სახეობას შეუძლია წყლით დაფარულ ბრინჯის მინდვრებზე ცხოვრება. ქარავნული თევზებია, იკვებებიან პლანქტონით. ჰყავთ აკვარიუმებში; უფრო მეტად — თეთრზოლიანი დანიო (D. albolineatus), წინწკლებიანი დანიო (D. nigrofasciatus) და დანიო-რერიო (D. rerio). ამ უკანასკნელს გამოარჩევს სხეულის გასწვრივ გამავალი მუქი ლურჯი და ოქროსფერი ზოლები.[2]

„დანიო“ ბენგალურ ენაზე „ბრინჯის მინდვრისას“ ნიშნავს. XIX საუკუნის დასაწყისში გვარი პირველმა აღწერა ფრენსის ბიუკენენ-ჰამილტონმა, რომელმაც მასში ორი სახეობა შეიყვანა — D. dangila და D. rerio. მოგვიანებით, როდესაც ბევრი სხვა სახეობა აღწერეს, გვარი ორად გაყვეს: დიდი ზომის სახეობები დატოვეს Danio-ში, ხოლო მცირე ზომის სახეობები შეიყვანეს ახალ გვარში — ბრაქიდანიო (Brachydanio).[3] 1991 წელს ეს ორი გვარი კვლავ გააერთიანეს, თუმცა ყველაზე დიდი სახეობები Devario-ს გვარში გადაიყვანეს.[4]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Danio nigrofasciatus

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 106, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Данио // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 291.
  3. Spence, R.; Gerlach, G.; Lawrence, C.; Smith, C. (2007). „The behaviour and ecology of the zebrafish, Danio rerio (PDF). Biological Reviews. 83 (1): 13–34. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Fang, F. (დეკემბერი, 2003). „Phylogenetic Analysis of the Asian Cyprinid Genus Danio (Teleostei, Cyprinidae)“. Copeia. 2003 (4): 714–728. doi:10.1643/IA03-131.1. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)