დანიის სრუტეები
იერსახე

დანიის სრუტეები − სრუტეები, რომლებიც ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებენ კატეგატთან და სკაგერაკთან ერთად. ისტორიულად, დანიის სრუტეები დანიის შიდა სანაოსნო წყლები იყო, თუმცა, ტერიტორიების დაკარგვის გამო, დღეისთვის ერესუნის სრუტე და ფემარნ-ბელტი შვედეთთან და გერმანიასთან საზიარო წყალსატევებია, ხოლო დიდი ბელტი და მცირე ბელტი დანიის ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. კოპენჰაგენის 1857 წლის კონვენციის მიხედვით, დანიის სრუტეები ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის.[1] ზოგადად, სრუტეები საერთაშორისო სანაოსნო წყლებადაა მიჩნეული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Law of the Sea Institute (1983). The Law of the Sea in the 1980s. University of Virginia: Law of the Sea Institute, გვ. 600.