დანიის ეროვნული გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიის ეროვნული გალერეა
დან. Statens Museum for Kunst
55°41′20″ ჩ. გ. 12°34′42″ ა. გ. / 55.68889000° ჩ. გ. 12.57861000° ა. გ. / 55.68889000; 12.57861000
ქვეყანა დანიის დროშა დანია
მდებარეობა Copenhagen Municipality
ოფიციალური საიტი https://www.smk.dk და https://www.smk.dk/en
Map

დანიის ეროვნული გალერეა (დან. Statens Museum for Kunst, სიტყვა-სიტყვით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ნიშნავს) - ეროვნული გალერეა კოპენჰაგენის ცენტრში, დანიაში. მუზეუმის კოლექციები მოიცავს დანიურ და უცხოურ არტეფაქტებს, XIV საუკუნიდან დღემდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიის ეროვნული გალერეის კოლექციები დანიელი მონარქების ხელოვნების განყოფილებებიდან (Kunstkammeret) წარმოიშვა. დაახლოებით, 1750 წლისთვის, ფრედერიკ V-ის ხელოვნების განყოფილების მცველი გერმანელი გერჰარდ მორელი გახდა, რომელმაც მეფეს ნახატებისთვის ცალკე კოლექციის შექმნა შესთავაზა. იმაში დასარწმუნებლად, რომ კოლექცია სხვა ევროპული სამეფო ოჯახებისა და ადგილობრივი მოხელეების კოლექციებზე ნაკლები არ ყოფილიყო, მეფემ დიდი რაოდენობით იტალიური, ნიდერლანდური და გერმანული ნახატი შეიძინა. კოლექციის დიდ ნაწილს ფლამანდიური და ნიდერლანდური ხელოვნების ნიმუშები შეადგენდა. მორელის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი ანდრეა მანტენიას „ქრისტე, როგორც ცოდვების წამებული გამომსყიდველი“ იყო. სამეფო სამხატვრო გალერეა (Det Kongelige Billedgalleri) კრისტიანსბორგის სასახლეში იყო განთავსებული 1884 წლამდე, სანამ სასახლე დაიწვებოდა.[1] მუზეუმი ხელახლა 1896 წელს გაიხსნა.[2]

XIX საუკუნის ნამუშევრებიდან უმრავლესობა დანიელი მხატვრების ნამუშევარია. შესაბამისად, მუზეუმში დანიური ოქროს ხანის შეუდარებელი კოლექციაა დაცული. XX საუკუნეში მუზეუმმა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები შეიძინა. ბოლო პერიოდში მუზეუმს ნახატები შემოწირულობებიდან და ხანგრძლივადიანი იჯარით ემატება. 1928 წელს მუზეუმს იოჰანეს რუმპის ადრეული ფრანგი მოდერნისტი მხატვრების ნახატების დიდი კოლექცია შესწირეს, რის შემდეგაც მუზეუმმა ფრანგული ნახატები და ქანდაკებებიც შეიძინა.[3]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექციები 9 000-მდე ნახატისა და ქანდაკებისგან შედგება. ქაღალდზე შესრულებული ნიმუშების საერთო რაოდენობა 240 000-ს აღწევს, ხოლო ანტიკური ხანის, შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის თაბაშირის ნაკეთობებისა, 2600-ზე მეტს. ძველი ნამუშევრების დიდი ნაწილი დანიური სამეფო კოლექციიდანაა.

ევროპული ხელოვნება 1300-1800[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული ხელოვნების კოლექცია 500 წლიანი პერიოდის ნიმუშებს აერთიანებს, 1300 წლიდნა 1800 წლამდე. კოლექციაში ანდრეა მანტინეას, ლუკას კრანახი უფროსის, პეტერ პაულ რუბენსის, რემბრანდტის, ტიციანისა და სხვათა ნახატებია დაცული. ევროპული ხელოვნების კოლექციის ნახატები ცამეტ ოთახშია გამოფენილი და უძველესი კოლექციაა დანიის მასშტაბით. კოლექციაში დანიური, ნიდერლანდური, ფლამანდიური, იტალიური, ფრანგული, ესპანური და გერმანული ნამუშევრებია დაცული.[4]

დანიური და ნორდიკული ხელოვნება 1750-1900[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიური და ნორდიკული ხელოვნების კოლექციაში 1750-დან 1900-წლამდე პერიოდის სკანდინავიური ხელოვნების ნიმუშებია შესული. კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს დანიური ოქროს ხანიდან მოდერნიზმის დაბადებამდე პერიოდის ნახატები შეადგენს. 24 გალერეაში კოლექციის 400-მდე ნამუშევარია გამოფენილი. კოლექციაში შედის ნიკოლაი აბრაჰამ აბილდგაარდის, კრისტოფერ ეკესბერგის, ლაურიც რინგისა და სხვათა ნამუშევრები.[5]

ფრანგული ხელოვნება 1900-1930[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დანიის ეროვნულ გალერეას იოჰანეს რუმპმა ფრანგული მოდერნიზმის დიდი კოლექცია შესწირა. კოლექციაში მუზეუმის ცნობილი ნამუშევრებია შესული, როგორიცაა, ანრი მატისის, პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკისა და ანდრე დერენის ნახატები. კოლექცია რუმპმა მუზეუმს ჯერ კიდევ 1923 წელს შესთავაზა, მაგრამ მუზეუმის დირექტორმა, კარლ მადსენმა, უარი უთხრა, რადგანაც მაღალი ხარისხის ნამუშევრებად არ ჩათვალა.[6]

დანიური და საერთაშორისო ხელოვნება 1900-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში 1900 წლის შემდგომი პერიოდის დანიური და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშების კოლექცია 1993 წელს გაიხსნა და XX და XXI საუკუნის ნამუშევრებს შეიცავს. კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები დანიური მოდერნიზმის ნამუშევრებია. ოსტრ ანლაგის პარკის გასწვრივ განლაგებულ გრძელ დერეფანში ამ პერიოდის ნახატები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განლაგებული, ხოლო მცირე გალერეები სპეციფიკურ მხატვრებსა და მიმდინარეობებზეა ფოკუსირებული.[7]

გრაფიკული ხელოვნების სამეფო კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფიკული ხელოვნების სამეფო კოლექცია 240 000-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს, მათ შორის, ესკიზებს, ლითოგრაფიულ ნამუშევრებსა და ქაღალდზე შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევარს, XV საუკუნიდან დღემდე. კოლექციის შეგროვება კრისტიან II-ის დროს დაიწყო. 1521 წლის დღიურში გერმანელი მხატვარი, ალბრეხტ დიურერი წერს, რომ მან მეფეს „მისი საუკეთესო ნამუშევრები“ გადასცა.[8]

1843 წელს ნამუშევრები, რომლებიც მანამდე მეფის პირად კოლექციაში შედიოდა, საჯაროდ გამოიფინა, შემდეგ კი დანიის ეროვნული გალერეის ნახატების სამეფო კოლექციაში გადაიტანეს.[9]

კოლექციაში უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებიცაა შესული, თუმცა უდიდეს ნაწილს დანიელი ხელოვანების ნამუშევრები შეადგენს. კოლექცია საჯაროდაა გამოფენილი შრიფტის ოთახში.[10]

ყალიბების სამეფო კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყალიბების სამეფო კოლექცია Vestindisk Pakhus-შია განთავსებული. მასში ანტიკური ხანიდან რენესანსის ჩათვლით პერიოდის ქანდაკებების, მუზეუმებისა და ტაძრების თაბაშირის 2 000-ზე მეტი ყალიბი შედის. ყალიბების სამეფო კოლექცია მხოლოდ სპეციალურ ღონისძიებებზეა საჯაროდ ღია. კოლექცია პირველად 1895 წელს გამოფინეს.[11]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის თავდაპირველი შენობა ვილჰელმ დალერუპისა და გ.ე.ვ. მიოლერის მიერ ისტორიზმის იტალიური რენესანსის სტილში იყო დაპროექტებული. შენობა 1889-1896 წლებში აიგო.[12]

მუზეუმი მოდერნული სტილით მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1998 წელს, რათა მოდერნული ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია განეთავსებინათ. მუზეუმის რესტავრაციის დიზაინი ანა მარია ინდრიოსა და მადს მიოლერს ეკუთვნოდათ. ორი შენობა შუშის პანელში მოქცეული „ქანდაკებათა ქუჩითაა“ დაკავშირებული და თეატრით, რომელიც მუზეუმის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და ოსტრე-ანლაგის პარკს გაჰყურებს.[13]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Villadsen, Villads (1998) Statens Museum for Kunst 1827 - 1952. Gyldendal. ISBN 87-00-34756-6. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Villadsen, Villads (1998) Statens Museum for Kunst 1827 - 1952. Gyldendal, გვ. 13. ISBN 87-00-34756-6. 
  2. Villadsen, Villads (1998) Statens Museum for Kunst 1827 - 1952. Gyldendal, გვ. 100. ISBN 87-00-34756-6. 
  3. Top, Marianne; Aagesen, Dorthe; Larsen, Berhit Anne. Danish and International art after 1900. Statens Museum for Kunst.
  4. SMK Open. National Gallery of Denmark.
  5. Holm, Henrik; Monrad, Kasper. Danish and Nordic Art 1750 - 1900: About the Display. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  6. Aagesen, Dorthe; Houlberg Rung, Mette. French Art 1900 - 1930: Rump, Matisse and the French Collection. Statens Museum for Kunst. ციტირების თარიღი: 6 January 2015
  7. Torp, Marianne; Dorthe, Aagesen; Larsen, Berit Anne. Danish and International Art After 1900: About the Display. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  8. Holm, Henrik. About the collection of Graphic Art. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  9. Holm, Henrik. About the collection of Graphic Art. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  10. Holm, Henrik. About the collection of Graphic Art. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  11. Holm, Henrik; Fridriksdottir, Ayoe. The Royal Cast Collection: The History of the Cast Collection. Statens Museum for Kunst. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2021.
  12. Villadsen, Villads (1998) Statens Museum for Kunst 1827 - 1952. Gyldendal, გვ. 99. ISBN 87-00-34756-6. 
  13. National Gallery of Denmark - Extension.