შინაარსზე გადასვლა

დანიელ ჩესტერ ფრენჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ჩესტერ ფრენჩი
ინგლ. Daniel Chester French[1] [2] [3] [4]
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1850(1850-04-20)[5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2] [3]
დაბადების ადგილი ექსიტერი[1] [7] [5] [10] [2] [9]
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 1931(1931-10-07)[5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი Stockbridge[1] [7] [10] [2] [13]
დასაფლავებულია Sleepy Hollow Cemetery[2] [14]
საქმიანობა მოქანდაკე[7] [15] [2] [9] [3] [5]
ეროვნება თეთრი ამერიკელები[2]
მოქალაქეობა აშშ[2] [13] [9] [3] [5]
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[5] [2]
ჟანრი ალეგორია[16] [5] [17] და portrait sculpture[16]
Magnum opus Statue of the Republic, equestrian statue of George Washington, Statue of Abraham Lincoln და Statue of Abraham Lincoln[2] [17] [18]
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
მეუღლე Mary Adams French French[2] [1]
შვილ(ებ)ი Margaret French Cresson[15] [2] [5]
ხელმოწერა

დანიელ ჩესტერ ფრენჩი (ინგლ. Daniel Chester French), დ. 20 აპრილი, 1850, ექსიტერი, ნიუ-ჰემფშირი — გ. 7 ოქტომბერი, 1931, სტოკბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი მოქანდაკე, აბრაამ ლინკოლნის ცნობილი ქანდაკების ავტორი აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში.

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ჩესტერ ფრენჩი დაიბადა იურისტების ოჯახში. ჯერ კიდევ ბავშვობაში ავლენდა ხატვის ნიჭს. მან განათლება მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში კემბრიჯში (მასაჩუსეტსი). მან ბრუკლინში ნათესავებთან სტუმრობისას გაიცნო ფრანგი მოქანდაკე ჯონ უორდი და ერთი თვე მუშაობდა მის სახელოსნოში. 1873 წელს ფრენჩმა მიიღო შეკვეთა ქალაქ კონკორდისგან, რათა შეექმნა ქანდაკება ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლის 100 წლისთავისთვის. ეს ქანდაკება The Minute Man საზეიმოდ გაიხსნა 1875 წლის 19 აპრილს. შემდეგ ფრენჩმა ერთი წელი გაატარა ფლორენციაში, სადაც მოქანდაკე თომას ბურთის ხელმძღვანელობით გააუმჯობესა თავისი უნარები. სამშობლოში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, ფრენჩი ისევ ევროპაში მიემგზავრება სასწავლებლად პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში, შემდეგ კი მან რამდენიმე წელი გაატარა ტოსკანაში. დანიელ ფრენჩი თავისი ნამუშევრებისთვის მოდელად ხშირად იყენებდა ცნობილ მოდელს და მსახიობს ოდრი მანსონს.

1917 წელს შეერთებულ შტატებში პირველად დაარსდა პულიცერის პრემია ჟურნალისტიკაში და ფრენჩს დაევალა მისი ოქროს მედლის დიზაინის დამზადება. მოქანდაკე ჩესტერვუდის სახლში, სტოკბრიჯში, რომელიც მისი მეგობრის, არქიტექტორ ჰენრი ბეკონის მიერ არის დაპროექტებული, ახლა განთავსებულია დენიელ ფრენჩის მუზეუმი.

  • 1893 სკულპტორთა ეროვნული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი
  • 1893 ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
  • 1901 დიზაინის ეროვნული აკადემიის წევრი
  • 1904 ამერიკის მხატვართა და მწერალთა აკადემიის წევრი
  • ნიუ-იორკის არქიტექტურული ლიგის წევრი
  • რომის წმინდა ლუკას აკადემიის წევრი
  • 1940 აშშ საფოსტო ოფისი გამოსცემს საფოსტო მარკას D.C. French-ის პატივსაცემად
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Library of Congress Library of Congress Name Authority File
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 NNDB — 2002.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Union List of Artist Names
  4. Society of Architectural Historians SAH ArchipediaChicago, IL, [Charlottesville, Va.], London: Society of Architectural Historians, University of Virginia Press, 2012. — ISBN 978-0-8139-3348-1
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 RKDartists
  6. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Encyclopædia Britannica
  8. 8.0 8.1 SNAC — 2010.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Greenthal K. French, Daniel Chester // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T029846
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 Smithsonian American Art Museum person/institution ID
  14. Find a Grave — 1996.
  15. 15.0 15.1 AGORHA — 2009.
  16. 16.0 16.1 https://www.metmuseum.org/toah/hd/fren/hd_fren.htm
  17. 17.0 17.1 https://nationalacademy.emuseum.com/people/288/daniel-chester-french
  18. Society of Architectural Historians SAH ArchipediaChicago, IL, [Charlottesville, Va.], London: Society of Architectural Historians, University of Virginia Press, 2012. — ISBN 978-0-8139-3348-1