შინაარსზე გადასვლა

დანიელ სიზარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ სიზარი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ეშტონ დუმარ ნორუილ სიმონდსი
აგრეთვე ცნობილი როგორც დანიელ სიზარი
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1995
დაბ. ადგილი ონტარიო, ტორონტო, კანადა
ჟანრ(ებ)ი თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი, ნეო-სოული
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალისტი, გიტარა
აქტიური 2012- დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Republic Records
ხელმოწერა
საიტი danielcaesar.com
დანიელ სიზარი ვიკისაწყობში

ეშტონ დუმარ ნორუილ სიმონდსი[1][2] (დ. 5 აპრილი, 1995),[3] პროფესიულად ცნობილი როგორც დანიელ სიზარი (Daniel Caesar), — კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად მოიპოვა პოპულარობა ორი მინი-ალბომის (EP) — „Praise Break“ (2014) და „Pilgrim's Paradise“ (2015) გამოშვებით, სიზარმა 2017 წელს წარადგინა სადებიუტო სტუდიური ალბომი „Freudian“. ნამუშევარმა „გრემის“ სამი ნომინაცია დაიმსახურა, ხოლო გამარჯვება ამერიკელ მომღერალ H.E.R.-თან კოლაბორაციამ, სიმღერამ „Best Part“, მოუტანა. 2019 წელს მან გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი „Case Study 01“, რომელიც 2020 წლის Polaris Music Prize-ის კანდიდატთა გრძელ სიაში მოხვდა.[4]

2021 წელს სიზარმა გივიონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯასტინ ბიბერის სინგლში „Peaches“, რომელიც მისი ნომერ პირველი სიმღერა გახდა აშშ-ის „Billboard Hot 100“-ში და გრემის 64-ე დაჯილდოებაზე ოთხი ნომინაცია დაიმსახურა. 2023 წელს სიზარმა ლეიბლ „Republic Records“-ის მეშვეობით გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი „Never Enough“, რომლითაც მეორე ჯუნოს ჯილდო მოიპოვა. 2025 წელს მან გამოაქყვეყნა მეოთხე სტუდიური ალბომი „Son of Spergy“, რომელიც მისი მესამე ალბომი გახდა კანადის ალბომების ჩარტის საუკეთესო ათეულში და პირველი —ბილბორდ 200-ში.[5]

კარიერის განმავლობაში სიზარი თანამშრომლობდა სხვადასხვა არტისტთან, მათ შორის არიან: ბრენდი, კალი უჩისი, ტაი დოლა საინი, სამერ უოკერი, Common, ომარ აპოლო და Bon Iver. ის ასევე წერდა სიმღერებს მერი ჯეი ბლაიჯისთვის, SZA-სთვის, Tyler, the creator-ისთვის, შონ მენდესისა და კანიე უესტისთვის. ფლობს ოთხ ჯუნოს ჯილდოს, ორ Soul Train Music Award-ს, ერთ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებასა და ASCAP-ის ჯილდოს.

ეშტონ დუმარ ნორუილ სიმონდსი დაიბადა 1995 წლის 5 აპრილს, ონტარიოს პროვინციაში, ტორონტოს სკარბოროს რაიონში და გაიზარდა ოშავაში. ის ოთხი შვილიდან მეორეა. დედამისი ჰოლას ბერნეტ-სიმონდსია, ხოლო მამა — ნორუილ სიმონდსი, გოსპელის მომღერალი, რომელმაც თავისი პირველი ალბომი იამაიკაში, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში გამოუშვა. სიზარი ოშივაში მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაში და კერძო სკოლაში დადიოდა.[6][7] მას ბარბადოსული და იამაიკური ფესვები აქვს.[8] სიზარი ეკლესიაში გაიზარდა და ოშივაში მამის მრევლის წინაშე მღეროდა.

ის იზრდებოდა სოულისა და გოსპელის მუსიკის გარემოცვაში. სიზარი ყოველთვის ესწრაფვოდა ქალაქს, რომელიც მისი სახლიდან ერთი საათის სავალზე იყო.

2013–2017: დასაწყისი და Freudian

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 წლის ასაკში, სკოლის გამოსაშვები საღამოს უქმეებზე, მამასთან ჩხუბის შემდეგ სიზარი სახლიდან გამოაგდეს; ამ პერიოდში ის გარკვეული ხნით უსახლკაროდ დარჩა.[9] მან ჩათვალა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა მუსიკალური კარიერის გაგრძელებისა. სახლიდან წამოსვლის შემდეგ მან კონცერტების გამართვა დაიწყო. ის დაუკავშირდა პროდიუსერებსა და მომავალ კოლაბორატორებს — ჯორდან ევანსსა და მეტიუ ბერნეტს და 2014 წელს დაიწყო მუშაობა სადებიუტო მინი-ალბომზე „Praise Break“;[9] ნამუშევარმა მე-19 ადგილი დაიკავა როლინგ სტოუნის „2014 წლის 20 საუკეთესო R&B ალბომის“ სიაში.[10][11]

სიზარის კარიერამ აღიარება 2015 წელს, მისი მეორე მინი-ალბომის, „Pilgrim's Paradise“, გამოშვების შემდეგ მოიპოვა. ალბომმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ხოლო სიმღერა „Streetcar“ (კანიე უესტის „Street Lights“-ის ქავერი) ფანების ფავორიტად იქცა.[12][13]

25 აგვისტოს 2017 წელს სიზარმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Freudian“, რომელიც მოიცავს სინგლებს: „Get You“, „We Find Love“ და „Blessed“. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ კალი უჩისი, H.E.R., Syd და შარლოტ დეი უილსონი.[14] ჩანაწერში ასევე ჟღერს Cadaro Tribe-ის ვოკალი.[15]ალბომი 2018 წლის პოლარისის მუსიკალური პრიზის ფინალისტი გახდა.[16] გრემის მე-60 დაჯილდოებაზე სიზარმა ორი ნომინაცია მიიღო,[17] ხოლო 61-ე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო R&B შესრულება სიმღერისთვის „Best Part“.[18]

2019 წლის მარტში სიზარი კრიტიკის ობიექტი გახდა ინსტაგრამის ლაივსტრიმში თავისი მეგობრის, ჯულიანა გოდარდის, დაცვის გამო,[19][20][21]რომელიც რასისტულ კომენტარებში იყო დადანაშაულებული.[22][23][24]მოგვიანებით სიზარმა ბოდიში მოიხადა.[25][26]

28 ივნისს 2019 წელს სიზარმა მეორე სტუდიური ალბომი „Case Study 01“ გამოუშვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრენდი, ფარელ უილიამსი, ჯონ მაიერი და სხვები.[27] სინგლმა „Love Again“ გრემის 62-ე დაჯილდოებაზე ნომინაცია მიიღო.[28]

19 მარტს 2021 წელს სიზარი გივიონთან ერთად გამოჩნდა ჯასტინ ბიბერის სიმღერაში „Peaches“. ტრეკი ერთდროულად მოექცა კანადის ცხელი ასეულისა და ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში.[29] სიმღერამ გრემის 64-ე დაჯილდოებაზე ოთხი ნომინაცია მოიპოვა.[30] 7 აპრილს 2023 წელს სიზარმა გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი „Never Enough“.[31]2024 წელს იგი გამოჩნდა Tyler, the Creator-ის ალბომში „Chromakopia“, სადაც ხუთ ტრეკზე იმუშავა.[32] 2024 წლის ჯუნოს დაჯილდოვებაზე სიზარმა ხუთი ნომინაცია მიიღო და გაიმარჯვა კატეგორიაში „წლის თანამედროვე R&B/სოულ ჩანაწერი“.

სიზარი 2025 წლის პერფორმანსზე

ვალენტინობის დღეს სიზარმა ითანამშრომლა Rex Orange County-სთან და შექმნა ალბომი სახელწოდებით „Rearrange My World / There's a Field (That's Only Yours)“.[33] 24 ოქტომბერს 2025 წელს გამოვიდა მისი მეოთხე ალბომი „Son of Spergy“.[34] ჟურნალ Clash-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ალბომი მშობლებთან შერიგების სიმბოლოა („Spergy“ მამამისის მეტსახელია). ალბომში მონაწილეობენ Sampha, Bon Iver, Yebba, დევ ჰაინსი და თავად მომღერლის მამა, ნორუილ სიმონდსი.[35] ჟურნალმა NME ხაზი გაუსვა ალბომში გოსპელის ძლიერ გავლენას.[36]

სიზარის სასცენო სახელი იულიუს კეისრისა და ბიბლიური დანიელის სახელების კომბინაციაა.[37] მისი მუსიკა აერთიანებს რიტმ-ენდ-ბლუზსა და ელექტრონულ მუსიკას, ხოლო ტექსტები რელიგიის, ფილოსოფიისა და უპასუხო სიყვარულის თემებს ეხება. სიზარზე დიდ გავლენას ახდენს სოული და გოსპელი. შთაგონების წყაროდ ასახელებს ფრენკ ოუშენს, D’Angelo-ს, კანიე უესტს, ბიონსეს, სტივი უანდერსა და ჯიმ მორისონს.[38]

თანამშრომლობს პროდიუსერებთან — მეტიუ ბერნეტსა და ჯორდან ევანსთან, რომლებთან ერთადაც დააფუძნა ლეიბლი „Golden Child Recordings“. [39]ასევე არის ტორონტოელი მუსიკოსების გაერთიანების წევრი (River Tiber, BadBadNotGood, შარლოტ დეი უილსონი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bin Shikhan, Amani. Daniel Caesar's Holy Devotion to Love on 'Freudian' (August 30, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2018. ციტირების თარიღი: February 4, 2018
  2. Mistry, Anupa. Stripped-Down Soul Music Sounds Like Home. The Fader, Inc.. ციტირების თარიღი: February 4, 2018
  3. Daniel Caesar. ციტირების თარიღი: April 2, 2025
  4. Lau, Melody. (June 15, 2020) Daniel Caesar, Jessie Reyez, Caribou and more make the 2020 Polaris Music Prize long list. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-16.
  5. Anderson, Trevor. (2025-11-05) Daniel Caesar Clinches His First No. 1 on Top R&B/Hip-Hop Albums Chart en-US. ციტირების თარიღი: 2026-02-17
  6. Daniel Caesar's Mother, Hollace Burnett-Simmonds, On Love (Interview) (January 16, 2018).
  7. Ten things you need to know about Daniel Caesar, the Toronto R&B singer who got a shout-out from Barack Obama (January 4, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 24, 2020. ციტირების თარიღი: November 5, 2018
  8. Toronto's Caesar has eye on the throne (May 2, 2016).
  9. 1 2 Pastuk, Slava. (October 2, 2014) Daniel Caesar's Reign of Freedom en. ციტირების თარიღი: 2022-06-09
  10. „20 Best R&B Albums of 2014“. Rolling Stone. December 15, 2014. ციტირების თარიღი: May 21, 2017.
  11. Noisey Canada's Top 10 Projects of 2014 en (December 19, 2014). ციტირების თარიღი: 2022-06-09
  12. Daniel Caesar's Stripped-Down Soul Music Sounds Like Home en. ციტირების თარიღი: 2022-06-09
  13. Pastuk, Slava. (November 12, 2015) Daniel Caesar's "Streetcar" is a Polished Take on a Kanye West's "Streetlights" en. ციტირების თარიღი: 2022-06-09
  14. Freudian, 2017-08-25, https://open.spotify.com/album/3xybjP7r2VsWzwvDQipdM0. წაკითხვის თარიღი: 2025-08-02
  15. Cadaro Tribe are the angelic voices behind some of music's strongest harmonies en. ციტირების თარიღი: 2025-08-02
  16. "Polaris Music Prize Reveals 2018 Short List". Exclaim!, July 17, 2018.
  17. 60th GRAMMY Awards: Full Nominees List (November 28, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 2, 2017. ციტირების თარიღი: November 28, 2017
  18. 61st Annual Grammy Awards. The Recording Academy (February 11, 2019). ციტირების თარიღი: February 11, 2019
  19. Daniel Caesar Defends Yes Julz And Gets Slammed By Twitter en (March 20, 2019). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  20. Daniel Caesar Calls Black People 'Too Sensitive' In Controversial Rant (March 20, 2019). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  21. Daniel Caesar under fire for 'drunk' video: 'Why are we being so mean to white people?' en (March 20, 2019). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  22. Dear YesJulz: Keep Black Women's Names Out Of Your Mouth. ციტირების თარიღი: April 17, 2019
  23. Kwateng-Clark, Danielle; Ibrahim, Shamira. YesJulz, Voluntourism, and the White Savior Complex en-US (October 22, 2018). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  24. YesJulz Dropped From Two Toronto Events After Controversial Tweet en (May 3, 2017). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  25. YesJulz Tried To Say Sorry For Her Trash Racist Bars, Twitter Slandered Her All Over Again en (February 1, 2019). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  26. Daniel Caesar apologizes for controversial comments about race (March 25, 2019). ციტირების თარიღი: April 17, 2019
  27. Zidel, Alex. (June 27, 2019) Daniel Caesar Announces "CASE STUDY 01" Album With Pharrell & More. HotNewHipHop. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 27, 2019. ციტირების თარიღი: December 30, 2024.
  28. Anderson, Trevor (November 22, 2019). „Brandy Earns Career First as Daniel Caesar Duet 'Love Again' Tops Adult R&B Songs“. Billboard. ციტირების თარიღი: December 30, 2024.
  29. Trust, Gary (March 29, 2021). „Justin Bieber Debuts at No. 1 on Hot 100 With 'Peaches,' Becomes 1st Solo Male to Open Atop Hot 100 & Billboard 200 in Same Week“. Billboard. ციტირების თარიღი: December 30, 2024.
  30. Cohn, Gabe (November 23, 2021). „Grammy Awards 2022: The Full List of Nominees“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 30, 2024.
  31. Kenneally, Cerys. (March 1, 2023) Daniel Caesar shares release date for new album Never Enough. ციტირების თარიღი: March 24, 2023
  32. Chromakopia by Tyler, the Creator on Tidal en. Tidal (October 28, 2024). ციტირების თარიღი: November 4, 2024
  33. Rearrange My World / There's a Field (That's Only Yours), 2025-02-14, https://open.spotify.com/album/5ktP3Kld7AkIWr6yXUaTbn. წაკითხვის თარიღი: 2025-05-16
  34. Faith, Roots, and R&B: Daniel Caesar Previews Son of Spergy With “Call on Me”. Indie Sound (23 August 2025).
  35. Monokandilos, Irene. (2025-10-24) Daniel Caesar – Son of Spergy: A personal evocation from the R&B artist.... ციტირების თარიღი: 2025-10-24
  36. Garratt-Stanley, Fred. (2025-10-23) Daniel Caesar – 'Son of Spergy' review: a brave examination of a complex family relationship. ციტირების თარიღი: 2025-10-24
  37. [한글자막 다니엘 시저에게 피치스 피처링비를 묻다]. 2023-09-24. https://www.youtube.com/watch?v=4zjslxGhDcQ.
  38. Green, Alex. (October 6, 2017) Get to know Daniel Caesar, the Artist Baring His Soul on Gospel-tinged R'n'B. Mixmag.
  39. Ritchie, Kevin. (August 16, 2017) Independent soul: Daniel Caesar is staying DIY... with a little help from his friends. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2021. ციტირების თარიღი: November 24, 2020