შინაარსზე გადასვლა

დანიელ ნობოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ნობოა
დანიელ ნობოა
ეკვადორის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 ნოემბერი, 2023
წინამორბედიგილერმო ლასო

ეროვნული ასამბლეის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მაისი, 2021  17 მაისი, 2023

დაბადებული30 ნოემბერი, 1987
მაიამი
ეროვნებაეკვადორელი
მეუღლეგაბრიელა გოლდბაუმი (განქორწინდა 2021 წელს); ლავინია ვალბონესი

დანიელ როი გილქრისტ ნობოა აზინი (ესპ. Daniel Roy Gilchrist Noboa Azín); დ. 30 ნოემბერი, 1987 — ეკვადორელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომელიც 2023 წლიდან ეკვადორის 48-ე და ამჟამინდელი პრეზიდენტია.[1] პრეზიდენტის თანამდებობა 35 წლის ასაკში დაიკავა და ქვეყნის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია ხუან ხოსე ფლორესის შემდეგ.[2] დანიელ ნობოა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია, ვინც პირდაპირი წესით აირჩიეს.[3]

ნობოა ეკვადორის ეროვნული ასამბლეის წევრი 2021 წლიდან 2023 წლამდე იყო. ამ წელს ასამბლეა პრეზიდენტ გილერმო ლასომ კონსტიტუციური მექანიზმ „muerte cruzada“-ს გზით დაშალა.

პოლიტიკურ კარიერამდე დანიელ ნობოა რამდენიმე თანამდებობას იკავებდა მამამისის კომპანია „ნობოა კორპორეიშენში“. მისი მილიარდერი მამა ალვარო ნობოა ხუთჯერ იყო ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ხუთივეჯერ წარუმატებლად იყარა კენჭი. დანიელ ნობოას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მამამისის კომპანიისა და ქონების მემკვიდრეს.[4]

კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან ერთად
საინაუგურაციო სიტყვა
ნობოა უკრაინისა და ჩილეს პრეზიდენტებთან ერთად
შეხვედრა ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან

2023 წლის მაისში ეკვადორის პრეზიდენტ გილერმო ლასოს ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში იმპიჩმენტი დაემუქრა, მან კი ქვეყნის კონსტიტუციის 148-ე მუხლით გათვალისწინებული muerte cruzada-ს ინსტრუმენტი აამოქმედა. ეს ისტრუმენტი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „საერთო სიკვდილი“. ის ერთდროულად პარლამენტსაც შლის და პრეზიდენტსაც ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან.

ნობოამ თავისი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე წარადგინა. 2023 წლის ვადამდელი არჩევნებში აგვისტოს თვეში იყო ჩანიშნული. იმ დროისთვის მისი დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით ბევრმა ეს ნაბიჯი დიდ მოულოდნელობად ჩათვალა. დანიელ ნობოა არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული მოქმედების პარტიის სახელით მონაწილეობდა. მისი მთავარი კონკურენტი იყო ლუისა გონსალესი სამოქალაქო რევოლუციის მოძრაობიდან. 2023 წლის 20 აგვისტოს გამართული არჩევნების პირველ ტურში გონსალესი 33,61%-ით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ნობოამ ხმების 23,47% აიღო. მეორე ტური ოქტომბერში ჩაინიშნა, სადაც დანიელ ნობოამ ხმების უმრავლესობა - 51,83% მოიპოვა და ეკვადორის პრეზიდენტი გახდა.[5]

ნობოა ხშირად იყენებს სამხედრო მეთოდებს ქვეყანაში კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად. აცხადებს საგანგებო სიტუაციებს და ზრდის თავდაცვის ძალების მნიშვნელობას ეკვადორის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამაგიეროდ დაასუსტა სასამართლო ხელისუფლება. მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს მეთოდები ეფექტურია ქვეყანაში კრიმინალის დონის შესამცირებლად.[6] მისი მოწინააღმდეგეები ნობოას ავტოკრატად ახასიათებენ და ადამიანის უფლებათა დარღვევებში სდებენ ბრალს, ქვეყანაში პრობლემებია გამოხატვის თავისუფლების და პრესის თავისუფლების კუთხითაც.[7]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ნობოა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში 1987 წლის 30 ნოემბერს დაიბადა და ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში გაიზარდა. ის ეკვადორელი ბიზნესმენის ალვარო ნობოას და ექიმ ანაბელა აზინის ვაჟია.[8]

ნობოამ 2010 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ილინოისის შტატის კელოგის მენეჯმენტის სკოლაში.[9][10] ის ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა 2020 წელს.

2022 წელს ნობოამ მიიღო პოლიტიკური კომუნიკაციისა და სტრატეგიული მმართველობის მაგისტრის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პროფესორ რობერტო ისურიეტას ხელმძღვანელობით, ვინც ამჟამად ნობოას პრესმდივნის თანამდებობას იკავებს.[9]

18 წლის ასაკში ნობოამ დააარსა საკუთარი კომპანია, DNA Entertainment Group, რომელიც ღონისძიებების ორგანიზებით იყო დაკავებული. მისი მამა ალვარო ნობოა Noboa Corporation-ის მფლობელი და ბანანის უდიდესი ექსპორტიორია ეკვადორში. დანიელ ნობოა მისი ბიზნეს აქტივების მემკვიდრეა და წარსულში მამის კომპანიის გადაზიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო კომპანიის ლოჯისტიკისა და ვაჭრობის დირექტორი 2010-2018 წლებში.[11]

ბრაზილიურმა ყოველდღიურმა გაზეთმა Folha de S.Paulo-მ 2023 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა სტატია დანიელ ნობოას ორი ოფშორული კომპანიის შესახებ პანამაში. ის ასევე დაკავშირებულია მამამისის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე სხვა კომპანიასთან საგადასახადო ოფშორებში.[12]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნობოა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ ასამბლეის წევრად აირჩიეს. ის კენჭს იყრიდა როგორც სანტა-ელენას პროვინციიდან გაერთიანებული ეკვადორის პოლიტიკური მოძრაობის სიით.[13] მისი ინაუგურაცია იმავე წლის 14 მაისს მოხდა. მალევე ის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.[14] მის საპარლამენტო მოღვაწეობას ცენტრისტულად ან ცენტრისტულ-მემარჯვენედ ახასიათებენ.[15]

2023 წელს ნობოა პრეზიდენტ ლასოს იმპიჩმენტის საპარლამენტო სესიაზე არ იმყოფებოდა, თუმცა წარმომადგენელმა ხმა მისცა მის მაგივრად და მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.[16] ის მოგვიანებით მხარს უჭერდა muerte cruzada-ს და პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილებას, ეროვნული ასამბლეის დაშლის პარალელურად.[17]

საპრეზიდენტო კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წელს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პარლამენტის დაშლის შემდეგ მან თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინა. მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეროვნული დემოკრატიული მოქმედების (ADN) პარტიის სახელით მიიღო. მას აგრეთვე მხარს უჭერდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორებიცაა ხალხი, თანასწორობა და დემოკრატია (PID) და MOVER. ნობოას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ბიზნესმენი ვერონიკა აბად-როხასი იყო. საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო სამუშაო ადგილების შექმნაზე, ახლადშექმნილი ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათებზე და გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესებაზე. დანიელ ნობოამ ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში მზარდი ძალადობის ფონზე მართლმსაჯულების სისტემას გააუმჯობესებდა.[18]

მისი საარჩევნო კამპანია ტრადიციულად ითვლება და ეფუძნება მისი მშობლების მიერ დაარსებულ Grupo Noboa-ს სოციალური კეთილდღეობის ფონდის პრინციპებს, ასევე მის კავშირებს, როგორც ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე.[19]

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ნობოას რეიტინგი მხოლოდ 6,4% იყო ეგზიტპოლებში, აგვისტოს დასაწყისში კი კიდევ უფრო შემცირდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ჩატარებულ ეგზიტპოლში დანიელ ნობოას რეიტინგი 3,3%-ს შეადგენდა.[20]

მიუხედავად ამისა, 20 აგვისტოს არჩევნებში ნობოამ ხმების 23,47% დააგროვა და 15 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურში გადავიდა, სადაც პირველი ტურის გამარჯვებულ ლუისა გონსალესს დაუპირისპირდა.[21] ნობოას რეიგინგის ასეთ მკვეთრ ცვლილებას ბევრი მის მიერ წარმოებულ საჯარო დებატებს უკავშირებს, სადაც მომავალი პრეზიდენტი ნამდვილად ლიდერობდა. ნობოას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა იყო.[22] არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებით ნობოა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა 35 წლის ასაკში, ვინც პირდაპირი არჩევნებით აირჩიეს და ამით ხაიმე როლდოს აგილერას რეკორდი გააუმჯობესა, აგილერა პრეზიდენტი 38 წლის ასაკში გახდა 1979 წელს. გამარჯვების შემდეგ ნობოამ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა „ახალი და უცნობი პოლიტიკური პროექტის" ნდობისთვის. მან ასევე პირობა დადო, რომ „ქვეყანაში მშვიდობას და ახალგაზრდებს განათლებას დაუბრუნებდა, შექმნიდა დასაქმების ადგილებს და შესაძლებლობებს.[23]

თანამდებობის დაკავებამდე ნობოა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ინვესტორების მოსაძიებლად იმყოფებოდა, რათა ქვეყნის საგარეო ვალის დაფარვაში შეეტანა წვლილი. ვაშინგტონში ვიზიტის დროს იგი შეხვდა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს.[23]

2023 წლის არჩევნების შემდეგ დანიელ ნობოას პრეზიდენტად ინაუგურაციას ერთადერთი უცხოელი ლიდერი, კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო დაესწრო. მისი საინაუგურაციო სიტყვა 7 წუთს გაგრძელდა და ის ეროვნული ასამბლეის კრიტიკით გამოირჩეოდა. რადგან ნობოა ვადამდელი არჩევნებით აირჩიეს, ინაუგურაციის შემდეგ მას მხოლოდ 18 თვე ჰქონდა მომდევნო, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2025 წლისთვის იყო ჩანიშნული.[24]

ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ის მოსახლეობას ეკონომიკურ წინსვლას დაჰპირდა, თუმცა ფინანსთა მინისტრი არ დაუნიშნავს. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე ეკონომისტ სარიჰა მოიას დანიშნავდა, თუმცა საბოლოოდ მას ქვეყნის დაგეგმვის სამდივნოს ხელმძღვანელობა დაავალა.[25] მისი მინისტრა კაბინეტის წევრთა უმეტესობა 2023 წლის 23 ნოემბერს დამტკიცდა. მათ შორის იყვნენ შრომის მინისტრი ივონე ნუნიესი და ზაიდა როვირა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური ინკლუზიის მინისტრი გახდა.[26]

  1. „Daniel Noboa is sworn in as Ecuador's president, inheriting the leadership of a country on edge“. Associated Press. 23 November 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2023. ციტირების თარიღი: 23 November 2023.
  2. Juan José Flores Aramburu: Biography. Life Persona. ციტირების თარიღი: 3 November 2023
  3. „Daniel Noboa elected Ecuador's youngest president“. BBC News. 15 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2023. ციტირების თარიღი: 15 October 2023.
  4. „A presidential runoff is likely in Ecuador between an ally of ex-president and a banana tycoon's son“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2023. ციტირების თარიღი: 21 August 2023.
  5. Daniel Noboa: Centre-right leader wins re-election in Ecuador en-GB (14 April 2025). ციტირების თარიღი: 14 April 2025
  6. Mayorga, Galo; Thaler, Kai M. (2026). „Crime, Crackdowns, and Democracy in Ecuador“. Journal of Democracy. 37 (1): 120–133. doi:10.1353/jod.2026.a977949. ISSN 1086-3214.
  7. Xeu, Valter. (3 April 2025) Daniel Noboa Azín, candidato presidencial que governou entre o autoritarismo e o neofascismo pt-BR. ციტირების თარიღი: 1 June 2025
  8. „Who is Daniel Noboa, Ecuador's youngest president-elect?“. The Times of India. 16 October 2023. ISSN 0971-8257. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2023. ციტირების თარიღი: 1 November 2023.
  9. 1 2 ¿Quién es Daniel Noboa?. El Comercio (25 May 2023). ციტირების თარიღი: 31 May 2023
  10. ¿Quién es Daniel Noboa, presidente electo de Ecuador? es. GK (15 June 2023). ციტირების თარიღი: 3 November 2023
  11. Banana tycoon's son pulls off upset in Ecuador president race. Columbian. ციტირების თარიღი: 22 August 2023
  12. Pandora papers: Daniel Noboa posee empresas en paraísos fiscales es. Radio Calle (13 October 2023). ციტირების თარიღი: 16 October 2023.
  13. La renovación política de los Noboa Azín comienza en Santa Elena es-MX. Primicias (21 June 2021). ციტირების თარიღი: 31 May 2023
  14. Ecuador's youngest elected president faces a practically impossible task. Associated Press (16 October 2023). ციტირების თარიღი: 17 October 2023
  15. Daniel Noboa, candidato presidencial: Se pueden hacer las reformas base el primer año, y luego la persona que esté sentada ahí, que seguro seré yo, puede buscar la reelección es. El Universo (8 June 2023). ციტირების თარიღი: 21 August 2023
  16. Crisis in Quito: President Guillermo Lasso Heads to Impeachment Vote. Council on Foreign Relations. ციტირების თარიღი: 17 December 2023
  17. „Ecuador's president dissolves National Assembly“. Deutsche Welle. 17 May 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2023. ციტირების თარიღი: 18 May 2023.
  18. Segunda vuelta Ecuador 2023: ¿Quién es Verónica Abad, la compañera de fórmula de Daniel Noboa? es. Ecuavisa (22 August 2023). ციტირების თარიღი: 22 August 2023
  19. Elecciones Presidenciales Muy Disputadas en Ecuador (17 July 2023). ციტირების თარიღი: 14 February 2024
  20. Encuestas es. Ascoa. ციტირების თარიღი: 16 August 2023.
  21. Factbox-Ecuador's Gonzalez and Noboa go to second round in presidential vote. AOL (21 August 2023). ციტირების თარიღი: 21 August 2023.
  22. Luisa Gonzalez will face Daniel Noboa in Ecuador's presidential runoff election. CNN (21 August 2023). ციტირების თარიღი: 21 August 2023.
  23. 1 2 New Ecuador president Noboa pledges reforms to reduce violence, create jobs. MSN. ციტირების თარიღი: 25 November 2023.
  24. Daniel Noboa assumes power in Quito: 'I am not an anti-anything; I am pro Ecuador'. MSN. ციტირების თარიღი: 25 November 2023.
  25. „Ecuador President-Elect Noboa to Name Economist Sariha Moya as Finance Chief“. Bloomberg.com. 6 November 2023. ციტირების თარიღი: 17 December 2023.
  26. Paz y Miño, Emilia. (28 November 2023) ¿Quién es Ivonne Núñez, ministra del Trabajo? es. GK. ციტირების თარიღი: 9 January 2024