დანიელ ლიპშიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ლიპშიცი
დანიელ ლიპშიცი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული პროკურორი მოქმედი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 თებერვალი 2021

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2012 – 1 ოქტომბერი, 2016
მემკვიდრერობერტ კალინაკი

სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთის მე-10 შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივლისი, 2010 – 4 აპრილი, 2012
წინამორბედირობერტ კალინაკი
მემკვიდრერობერტ კალინაკი

სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთის იუსტიციის მე-5 მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 2002  – 7 თებერვალი, 2006
წინამორბედიიან კარნოგურსკი
მემკვიდრელუსია ზიტნანსკა

დაბადებული8 ივლისი, 1973 (49 წლის)
ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (1998-2012) Nová väčšina – Dohoda (2012)
მეუღლებეატა ორავცოვა
შვილებიალექსანდრე პეტერი
განათლებაბრატისლავას.ა. კომენსკის სახელობის უნივერსიტეტი

მინესოტას უნივერსიტეტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი

ჰარვარდის სამართლის სკოლა

დანიელ ლიპშიცი ( სლოვაკ. Daniel Lipšic; დ. 8 ივლისი, 1973, ბრატისლავა) — სლოვაკი იურისტი, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი (2002-2006), ივეტა რადიჩოვას მთავრობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს 20102012 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ლიპშიცი 1991-1996 წლებში სწავლობდა ბრატისლავის კომენსკის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა პრესოვის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში და იურიდიულ ფირმა Valko & Partners-ში. 1997 წელს დაასრულა ასპირანტურა ბრატისლავაში მოქმედი გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კემბრიჯში (მასაჩუსეტსი), ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1998-2000 წლებში).

დანიელ ლიპშიკმა პოლიტიკური მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ის შეუერთდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას „Občiansko-demokratická mládež“. 1991-1995 წლებში იკავებდა ხსენებულის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. 1998 წლის არჩევნებში დემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად (1998-2002 წწ.). 2000 წელს აირჩიეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის (CDM) ვიცე-პრეზიდენტად საშინაო პოლიტიკის საკითხებში (თანამდებობაზე ინყოფებოდა 2006 წლამდე). 2009 წელს ის გახდა ვიცე პრეზიდენტი შინაგან საქმეთა და იუსტიციის საკითხებში.

დანიელ ლიპშიკი 2002 წელს აირჩიეს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს წევრად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სიით, შემდეგ კი დაინიშნა ვიცე-პრემიერად და იუსტიციის მინისტრად მიკულას ძურინდას მეორე მთავრობაში [1] . 2006 წელს ხელახლა აირჩიეს პარლამენტში. ის გახდა ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი სამართლის სფეროში. დანიელ ლიპშიკი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით აპროტესტებდა 2007 წლის დეკემბერში მიღებულ ექსპროპრიაციის აქტს [2] . იგი გამოდიოდა აბორტის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკას ოჯახის მიმართ. [3]

2010 და 2012 წლებში პოლიტიკოსი მესამედ და მეოთხედ აირჩიეს ეროვნულ პარლამენტში. 2010 წლის 9 ივლისს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი ივეტა რადიჩოვას მთავრობაში. [4] 2012 წლის 4 აპრილს მან თანამდებობა დატოვა. იმავე წელს მან დატოვა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია NOVA . 2016 წელს კვლავ აირჩიეს ეროვნულ საბჭოში [5] .

2016 წლის სექტემბერში, მანქანის მართვისას, დანიელ ლიპშიცი ხანშიშესულ მამაკაცს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. იმავე თვეში პოლიტიკოსი თანამდებობიდან გადადგა. [6] მოგვიანებით მან პარტია NOVA-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ლიპშიცი დაქორწინებულია ბეტა ორავცოვაზე. ოჯახი ცხოვრობს ბრატისლავაში. [7] მათ ჰყავთ ვაჟები ალექსანდრე და პეტრე. [8] პოლიტიკოსს ჰყავს ტყუპი ძმა, სახელად ერიკი, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებების სპეციალისტია და ამჟამად მუშაობს კარდიოლოგად გრონინგენში, ნიდერლანდებში.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lipšic, Daniel. Bicameral parliamentary system (სლოვაკ. Dvojkomorový parlamentný systémDvojkomorový parlamentný systém). Bratislava : Inštitút pre verejné otázky, 2000. 43 s. ISBN 80-8893-516-4.
  • Lipšic, Daniel. Slovakia needs a decent leadership (სლოვაკ. Slušné Slovensko potrebuje lídraSlušné Slovensko potrebuje lídra). Bratislava : NOVA, 2013. 174 s. ISBN 978-80-89402-62-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Government disintegrating en. Petit Press (2006-02-07). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  2. Jest ustawa o wywłaszczeniach pl. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  3. Lipšic: Nestavajme životný štýl nad život + VIDEO sk (2007-12-07). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  4. Prezident SR - Správy tlačového oddelenia (2014-07-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  5. Voľby 2016: Pozrite si zoznam zvolených poslancov. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  6. Lipšic gives up his mandate en. Petit Press (2016-09-22). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
  7. Sefcikova, Veronika. „Lipšic bol pri pôrode syna: Je to tá najsilnejšia emócia!“. Cas.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  8. „Daniel Lipšic ukázal malého synčeka: Toto je môj Peťko!“. Cas.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  9. „Žijú v tieni súrodencov: Čím sa živia bratia našich politikov?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2022-05-04.