დანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანგი (არამეულად — მარცვალი) — ფულისა და წონის ერთეული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში შუა საუკუნეებში. ქართულ წყაროებში დანგი, როგორც ფულის ერთეული, IX საუკუნიდან გვხვდება, ხოლო როგორც წონის ერთული — XI საუკუნიდან. ქართული წონით სისტემაში უდრიდა დრამის მეოთხედს. XVII საუკუნებამდე მისი წონა იყო 0,74 გ, XVII-XVIII საუკუნეებში — 0,77 გ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973,