დანა დილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დანა დილანი
Dana Delany 2010.jpg
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1956
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ინგლისელი, ირლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1974-დღემდე

დანა დილანი (ინგლ. Dana Delany; დ. 13 მარტი, 1956, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული კეთრინ მეიფეარისა და სერიალში „სხეულის სამხილი“ შესრულებული მეგან ჰანტის როლებით. მიღებული აქვს ემისა და პრიზმის ჯილდოები.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანა დილანი დაიბადა 1956 წლის 13 მარტს ნიუ-იორკში. იგი არის მერი და ჯეკ დილანების შვილი[1]. მას ჰყავს და-ძმა: კორი და სენი[2][3][4]. იგი წარმოშობით ირლანდიელი და ინგლისელია[5] და კათოლიკედ აღიზარდა[6][7]. მოგვიანებით მან თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობობა ღრმა ბავშვობიდანვე სურდა. ასევე ცნობილია, რომ მას ანორექსიისაკენ აქვს მიდრეკილება[8].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანა დილანი ემის 44-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე, ჯილდოთი ხელში, 1992 წელი.

დანა დილანის სამსახიობო დებიუტი 1978 წელს შედგა რაიანა ბარ-პარტონის როლით, სერიალში „რაიანის იმედი“. 1978 წელს იგი სერიალში „სიცოცხლის სიყვარული“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, ემუ რასელის როლზე. ამ სერიალში იგი 1979 წელს, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა.

1988 წელს დაამტკიცეს კოლინ მაკმერფის მთავარ როლზე სერიალში „ჩინური სანაპირო“. აქ იგი 1991 წლამდე მონაწილეობდა და გადაღებულ იქნა 62 ეპიზოდში[9]. 1993 წელს ფილმში „ბეტმენი: ფანტაზმის ნიღაბი“ გაახმოვანა ანდრეა ბემონტი.

1995 წელს სერიალში „დაცემული ანგელოზები“ შეასრულა ელენ ფისკის ეპიზოდური როლი. 1995 წელსვე, ფილმში „გულის რჩეულები: მარგარეტ სანგერის ისტორია“ შეასრულა მთავარი, მარგარეტ სანგერის როლი. 1996 წელს ლუიზ ლეინის გამხმოვანებლად დაამტკიცეს სერიალში „სუპერმენის ისტორია“. აქ იგი 2000 წლამდე მონაწილეობდა.

1997 წელს ფილმში „მართალი ქალი“ ითამაშა სარა ეშბი მაკკლარის როლი. 2001 წელს ფილმში „ოჯახური კანონი“ შეასრულა მერი სალივანის როლი. 2003-2005 წლებში ანიმაციურ სერიალში „სამართლიანობის ლიგა“ ახმოვანებდა ლუიზ ლეინს, ლოანასა და მეგი სოიერს. 2005-2006 წლებში სერიალში „დაახლოებული“ ასრულებდა ფრანჩესკა სორელის როლს.

2007 წელს დანა დილანი სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, კეთრინ მეიფეარის როლზე. მისი პერსონაჟი სერიალში მხოლოდ მეოთხე სეზონში შემოვიდა და უკვე მეექვსე სეზონიდან დატოვა სერიალი, თუმცა სულ ბოლოს, მერვე სეზონში იგი კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად უკვე როგორც მოწვეული მსახიობი[10][11].

ამის პარალელურად, 2010 წელს ფილმში „ბეტმენი: მამაცი და გაბედული“ გაახმოვანა ვილსი ვაილერი. 2011 წელს სერიალში „სხეულის სამხილი“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, დოქტორ მარგარეტ ჰანტის როლზე. სერიალის გადაღებები 2013 წელს დასრულდა, უკვე 2014 წელს კი სერიალში „ღვთის ხელი“ დაამტკიცეს კრისტალ ჰარისის როლზე, რომელსაც 2017 წლამდე ასრულებდა[12].

მისთვის განსაკუთრებული პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“, „ჩინურ სანაპიროსა“ და „სხეულის სამხილში“ შესრულებული როლები, რომელთათვისაც იგი თორმეტ სამსახიობო ჯილდოზე იქნა წარდგენილი, რომელთაგან შვიდში გაიმარჯვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Dana Delany Biography (1956-)". Retrieved October 4, 2014.
  2. "Paid Notice: Deaths Delany, Mary Welles". The New York Times. March 2, 2016. Retrieved July 8, 2017.
  3. "The Brooklyn Daily Eagle from Brooklyn, New York on May 24, 1953 • Page 18". Retrieved December 27, 2017.
  4. "The Troy Record from Troy, New York on May 30, 1953 • Page 3". Retrieved December 27, 2017.
  5. "Dana Delany—Full Biography". The New York Times. Retrieved October 14, 2009.
  6. http://www.discussionsmagazine.com/2014/04/an-exclusive-interview-with-dana-delany.html
  7. "Dana Delany: Dana-matrix". Movieline. August 1, 1994. Archived from the original on July 22, 2011. Retrieved October 8, 2010.
  8. "Dana Delany: Botox caused eye to droop". USA Today. October 4, 2010. Retrieved October 6, 2010. Seven years ago ... My dermatologist ... injected my forehead, hit a nerve, and created a huge hematoma. The nerve has been dead ever since. It affected the muscle in my right eye, so my eye has started to droop a little bit.
  9. Ken Tucker (1991). "TV Review - China Beach (1988-1991)". Entertainment Weekly. Retrieved July 22, 2009.
  10. Tom O'Neil (June 30, 2009)."Sopranos Emmy winner Drea De Matteo joins Desperate Housewives". The Los Angeles Times. Retrieved October 14, 2009.
  11. http://www.newsweek.com/id/81010/page/2
  12. Lewis, Hilary (October 3, 2014). "Amazon Picks Up Full Series of 'Hand of God' and Steven Soderbergh's 'Red Oaks'". The Hollywood Reporter. Retrieved October 13, 2014.