დამჯილის გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამჯილის გამოქვაბული
კოორდინატები: 41°08′53″ ჩ. გ. 45°14′28″ ა. გ. / 41.14806° ჩ. გ. 45.24111° ა. გ. / 41.14806; 45.24111
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული ყაზახის რაიონი
დამჯილის გამოქვაბული — აზერბაიჯანი
დამჯილის გამოქვაბული

დამჯილის გამოქვაბული (აზერ. Damcılı mağarası) — ნახევრად მომრგვალებული ფორმის გამოქვაბული აზერბაიჯანში, სადაც ცხოვრობდა ქვის ხანის (პალეოლითისა და მეზოლითის) ადამიანი. განლაგებულია ავეის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც იშლება სოფელ ყაზახის რაიონის დაშ-სალახლიდან მდინარე ხრამამდე. თანამედროვე სახელწოდება დამჯილი წარმოიშვა გამოქვაბულის ბუნებრივ ნაპრალებში წყლის წვეთების ჩამოჟონვის გამო (სიტყვა დამჯი (აზერ. damcı) აზერბაიჯანულად ნიშნავს წვეთს.

დამჯილის გამოქვაბული წარმოადგენს ყველაზე ღრმა გამოქვაბულს ავეის მთებში. მისი ფართობი 360 კმ²-ია. გამოქვაბულის წინა ნაწილი დანგრეულია. მეორე მხრიდან მისი სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. გათხრების შედეგად აღმოჩენილია უამრავი შრომის იარაღი, ისრები, დანები, ცხოველების ძვლები და ა.შ.

გამოქვაბულის სიღრმეში ასევე არმოჩენილია ჟანგმიწის ნაწილაკები, რაც იმას მიუთითებს, რომ იმ დროინდელი ადამიანი ფლობდა ფერების ფართო პალიტრას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]