დამღანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამღანის ბრძოლა
ნადირ-შაჰის ომები ნაწილი

დამღანის ბრძოლა
თარიღი 29 სექტემბერი — 5 ოქტომბერი 1729
მდებარეობა დამღანი, ირანი
შედეგი სპარსელთა გამარჯვება, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სპარსეთის განთავისუფლება ჰოთაკების ბატონობისგან.
მხარეები
სეფიანთა იმპერია ჰოთაქები
მეთაურები
სეფიანთა იმპერია ნადირ-შაჰი:
  • ლოფთ ალი-ხანი
  • ფათჰ ალი-ხანი კაიანი
  • ტაჰმასპ-ყული-ხანი ჯალაიერი
  • ლატიფ-ხანი
აშრაფ-შაჰი
მუჰამედ სეიდალ-ხანი
ნასრულა-ხანი
ძალები
25 000 40 000-50 000
დანაკარგები
3 000 12 000

დამღანის ბრძოლა —შეტაკება ნადირ-შაჰის სპარსულ ძალებსა და ავღანელებს შორის აშრაფ-შაჰის მეთაურობით ქალაქ დამღანის რაიონში ირანის ჩრდილოეთით. სპარსელების გამარჯვებამ ვერ უზრუნველყო სპარსეთში აშრაფის მმართველობის დასასრული, მაგრამ განაპირობა შემდგომი წარმატება მომდევნო ბრძოლებში თამაზ II-ის ტახტზე აღდგენის კამპანიის ფარგლებში.გილზაები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ტერიტორიაზე სამხრეთ ავღანეთში. ბრძოლამ ასევე დაამტკიცა ნადირ-შაჰის სამხედრო სისტემის (კავალერია, მსროლელი და არტილერია) უპირატესობა ავღანელთა მოძველებულ სისტემასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ კავალერიას ეყრდნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშრაფი ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას მომდევნო ბრძოლაში მუნდშაჰარში, მან ვერ შეძლო ნადირ-შაჰის წინააღმდეგ ადექვატური სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება.

როდესაც გილზაი აშრაფ-შაჰი თავისი წინამორბედი მირ მაჰმუდ-შაჰის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა, თურქებთან ომში დიდ წარმატებებს მიაღწია: ნაკლები ძალებით დაამარცხა მრავალრიცხოვანი თურქული არმია და ზავის დადებაზე თანხმობა განაცხადა, რომლის მიხედვითაც მიიღო მიწები ყოფილი სეფიანთა იმპერიის დასავლეთით, ასევე მოახერხა თურქეთის მხარდაჭერის მოპოვება და აღიარება, როგორც სპარსეთის კანონიერმა მმართველმა.[1]

ამავე დროს, ნადირ-შაჰმა და თამაზ II-მ დააარსეს ბაზა ჩრდილო-აღმოსავლეთ სპარსეთში, საიდანაც გააპროტესტეს აშრაფის პრეტენზიები ახლად მოპოვებულ ტერიტორიებზე. როდესაც შეიტყო, რომ ნადირ-შაჰი ჰერათზე აპირებდა ლაშქრობას, აშრაფი ხორასანის დაპყრობის იმედით 1729 წლის აგვისტოში 30 000 ჯარისკაცით ისპაჰანიდან გაემგზავრა. ამ დროს ნადირ-შაჰი აღმოსავლეთით აწარმოებდა ომს  ავღანელ დურანებთან. აშრაფის საუბედუროდ, ნადირმა სწრაფად დაიმორჩილა ჰერათი და დაბრუნდა მეშჰედში, სანამ აშრაფი ხორასანში შეიჭრებოდა. როდესაც ცნობა მიიღო ასღაფის მოახლოების შესახებ,  ნადირ-შაჰმა შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და   1729 წლის 12 სექტემბერს გზები დაიკავა საბზევარის გავლით.

იმ დროისთვის აშრაფმა მიაღწია სენანს და ალყა შემოარტყა, მისი არმია ნადირ-შაჰის 25 000 -იანი არმიისგან განსხვავებით, 40 000-მდე გაიზარდა. გარკვეული ძალები სენანის ალყის გასაახლებლად მოიტოვა. თავად აშრაფი აღმოსავლეთით გაემართა შაჰრუდისკენ, წინ რაზმი გაგზავნა ნადირ-შაჰის არტილერიის გასანადგურებლად.

მხარეთა შორის პირველი შეტაკება  შაჰრუდის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა: 14 ავღანელი ტყვედ აიყვანეს და ნადირთან წაიყვანეს დაკითხვაზე. თავად ნადირ-შაჰი განაგრძობდა წინსვლას,  შებინდებამდე დაბანაკდა სოფელ მიჰმანდუსტის აღმოსავლეთით.  იმ ღამეს თამაზ II  დაჰპირდა დის ხელს, თუ მეორე დღეს ნადირ-შაჰი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდოდა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკა, სადაც ნაჩვენებია მხარეთა ძირითადი მანევრები

29 სექტემბერს, დილით, აშრაფმა თავისი ჯარი განალაგა ტრადიციული წესით, სამ ცალკეულ დივიზიად — ცენტრალური, მარცხენა და მარჯვენა ფლანგები, განსხვავებით სპარსული არმიისგან, რომელიც ნადირმა ოთხ ნაწილად დაყო. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა ასრაფმა გამოყო 2-3 ათასი მხედარი გამარჯვების შემდეგ  ნადირ-შაჰსა და თამაზ II-ზე დასადევნებლად.

მარჯვენა ფლანგზე ნადირ-შაჰმა არიერგარდი გამოიყვანა ტალის კლდეების დასაკავებლად, სადაც შეძლებდა არტილერიის განთავსება. ავღანელებმა შეიტყვეს მისი მანევრის შესახებ და სპარსელთა არიერგარდს შეუტიეს. შეტაკებას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია: ნადირ-შაჰმა არიერგარდს საწყის პოზიციებზე დაბრუნება უბრძანა, აშრაფმა ასევე უბრძანა თავის ჯარებს შემტევი პოზიციები დაეკავებინათ. ნადირ-შაჰმა ისარგებლა დროით და თავისი არტილერია მოათავსა მსროლელთა უკან მათ დასაფარად. აშრაფის ბრძანებით ავღანელი ცხენოსანთა ურდომ წარმოუდგენელი სისწრაფით დაიძრა.[2]

ავღანელთა მარცხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშრაფ-შაჰ ჰოთაქი

როგორც კი ავღანელები შეტევაზე გადავიდნენ, გაისმა გორაკის წვერზე განლაგებული სპარსული არტილერიის ზალპების ხმა. შედეგად ასობით ავღანელი მხედარი მოიცელა.

ავღანეთის არმიის ფლანგები სპარსელ მსროლელთა ცეცხლის ზონაში მოხვედრისთანავე დახვრიტეს ისე, რომ ავღანელებმა ხელჩართული ბრძოლისთვის სპარსელების პოზიციებთან მიახლოებაც კი ვერ მოახერხეს. ნადირ-შაჰის არმიის მსროლელები გამოცდილი ვეტერანები იყვნენ, რომელთა ოსტატობა  წლების განმავლობაში იხვეწებოდა. ავღანელებმა დაკარგეს შეტევის  იმპულსი. მათი მხედრები მიწაზე ეცემოდნენ ცხენების ფლოქვების ქვეშ, ბრძოლის ველი კვამლში გაეხვა, მეომართა რიგები აირია. აქლემებზე დაყენებული ავღანელთა მსუბუქი არტილერია უძლური აღმოჩნდა სპარსელთა მძიმე არტილერიის წინაშე.

ნადირ-შაჰის კონტრშეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადირ-შაჰმა კონტრეშეტევა წამოიწყო: სპარსელმა მსროლელებმა ხმლებით შეუტიეს დეზორგანიზებულ მტერს. მომდევნო შეტაკებაში მათ მოახერხეს ავღანელთა პოზიციების ცენტრის გადაკვეთა და ამით აშრაფის არმია ორად გაყვეს, რის გამოც გადარჩენილი ავღანელები პანიკურად გაიქცნენ. დევნა ხანმოკლე იყო,  სპარსეთის არმიას დევნის გაგრძელების უფლება არ მისცეს, რადგან ნადირი ეჭვობდა შესაზლოა მტერი ჩასაფრებული ყოფილიყო სენანის მხარეში.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშრაფ-შაჰი სასწრაფოდ გაემგზავრა დასავლეთისკენ, დატოვა რა დამღანთან ბრძოლის ველზე 12 000 მოკლული ჯარისკაცი. თუმცა იგი არ აპირებდა დანებებას და განიხილავდა ჰვარის ხეობაში სპარსელების ალყაში მოქცევის გეგმას. ამავდროულად, ნადირ-შაჰსა და თამაზII-ს შორის კამათი გაძლიერდა: ნადირი მხარს მეშჰედში დაბრუნებას უჭერდა, ხოლო თამაზII მოითხოვდა ჩრდილოეთ სპარსეთის დასაბრუნებლად ხელახალი ლაშქრობის გაგრძელებას. თამაზII-მა დემონსტრატიულად დატოვა არმიის ბანაკი, რამაც აიძულა ნადირ-შაჰი შესარიგებლად ემისრები გაეგზავნა. შედეგად, ნადირმ-შაჰმა  თამაზII  თეირანში დატოვა და კამპანია განაახლა.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ferrier, J. P. History of the Afghans (ინგლ.). — Murray, 1858. — P. 61.
  2. Axworthy(2009), The Sword of Persia, p. 89.
  3. Axworthy, Michael (2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant, p. 131. I. B. Tauris