დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისია 1919 წლის 29 მარტს შეიქმნა. მასში გაწევრიანდნენ: სოციალ-დემოკრატები - დავით ონიაშვილი, მელიტონ რუსია, ივანე ჭავჭანიძე, ილია კოპალეიშვილი, გაბრიელ ცისკარაშვილი, ნიკოლოზ ელიავა, იოსებ სალაყაია. ასევე სოციალ-ფედერალისტი - სამსონ ფირცხალავა, ეროვნულ-დემოკრატი - სპირიდონ კედია და სოციალისტ-რევოლუციონერი - ივანე გობეჩია.

კომისია აქტიურად იყო ჩართული თვითმმართველობის რეფორმაში, სამაზრო და სათემო ერობების ფუნქციების ფორმირებაში. 1920 წლის მიწურულს საქართველოს დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისიამ განიხილა და დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ახალ პროექტს, რომლის ავტორიც პავლე ინგოროყვა გახლდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამუშია ჯ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 121.