შინაარსზე გადასვლა

დამსონ იდრისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იდრისი 2019 წელს

ადამსონ ალადე-ბო „დამსონ“ იდრისი (დ. 2 სექტემბერი, 1991) — ბრიტანელ-ნიგერიელი მსახიობი, მეწარმე და კინოპროდიუსერი. [1][2] ყველაზე მეტად ცნობილია ჯონ სინგლტონის კრიმინალურ დრამაში „თოვა“, რომლის დებიუტი FX-ზე 2017 წელს შედგა და ექვსი სეზონის შემდეგ 2023 წელს დასრულდა. [3][4] დამსონმა ითამაშა მთავარი როლი Netflix-ის 2021 წლის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ზღუდის მიღმა“ და 2025 წლის სპორტულ დრამაში „F1“ ჯოშუა პირსის როლში.

იდრისი დაიბადა პეკჰემში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, იორუბას წარმოშობის ნიგერიულ ოჯახში. [5] დამსონი ექვსი შვილიდან უმცროსია. დედა, ფილიპა, მეწარმეა. [6] იდრისს ადამსონი დაარქვეს ბაბუის, ადამ ალადე იდრისის, საპატივცემულოდ. [7] დამსონი ფეხბურთს თამაშობდა და ოცნებობდა გამხდარიყო „შემდეგი კრიშტიანუ რონალდო“. [8] ასევე თამაშობდა რაგბის [9] და 2002 წელს ხელი ჩამოართვა დედოფალ ელისაბედ II-ს, როდესაც დამსონის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ოქროს იუბილეში.

იდრისი დრამას სწავლობდა ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში. [8][9][10] დაამთავრა თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით. [11] მოგვიანებით, 2024 წელს, მიიღო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯილდო კულტურასა და შემოქმედებითობაში განსაკუთრებული წვლილისთვის. [12] დამთავრების შემდეგ, იდრისმა განაგრძო სწავლა ლონდონიში, Identity School of Acting-ში ჯონ ბოიეგასთან, ლეტიცია რაიტთან და მალაჩი კირბისთან ერთად.

ბრუნელში იდრისი შეხვდა მსახიობ კეტი ტაისონს, რომელმაც უთხრა, რომ შეხვედროდა ადე სოლანკეს და გაევლო კასტინგი პიესაში „პანდორას ყუთი“ მონაწილეობისთვის. დამსონმა მიიღო როლი, გააფორმა კონტრაქტი აგენტთან და დაიწყო სხვა სპექტაკლებში თამაში. [8] ლონდონის სამეფო ეროვნულ თეატრში გამოსვლის შემდეგ, იდრისმა გადაწყვიტა ტელევიზიასა და კინოში როლების შესრულება. [9] რამდენიმე როლი ჰქონდა ბრიტანულ სერიალებში, მათ შორის „მირანდა“ (2013), „ექიმები“ (2015) და „მსხვერპლი“ (2015).

დამსონის გამორჩეული როლია ფრანკლინ სეინტი, FX-ის კრიმინალურ დრამაში „თოვა“, რომლის პრემიერაც 2017 წლის ივლისში შედგა. „თოვის“ პირველი სეზონი, რომლის მოქმედებაც 1983 წელს ვითარდება, რამდენიმე პერსონაჟის ისტორიებს აერთიანებს, რომელთა ცხოვრებაც ნარკოტიკების გამო ინგრევა. [4] იდრისმა ვიდეოს საშუალებით ლონდონში კასტინგზე გასვლა მოახერხა, სანამ ლოს-ანჯელესში გაფრინდებოდა, სადაც ჯონ სინგლტონთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც სურდა დარწმუნებულიყო, რომ იდრისს აქცენტის დაუფლება შეეძლო. [13] ამერიკული აქცენტის გასაუმჯობესებლად რეპერ WC-სთან მუშაობდა, რომელმაც სამხრეთ-ცენტრალური ლოს-ანჯელესისთვის დამახასიათებელი მანერები ასწავლა. [14] იდრისმა შესრულებისთვის მაღალი შეფასებები დაიმსახურა; TV Guide-ის მალკოლმ ვენაბლმა „არაჩვეულებრივი და მომხიბვლელი“ უწოდა. [15] „თოვის“ მეორე სეზონი, რომლის მოქმედებაც 1984 წელს ვითარდება, პრემიერა 2018 წლის ივლისში შედგა.[14]

დამსონმა პირველი კინოროლი 2016 წელს შეასრულა ბრიტანულ თრილერში „მკრთალი განათების ქალაქი“, რომელშიც მთავარ როლს რიზ აჰმედი ასრულებს. 2017 წელს ამერიკული კინოდებიუტი გააკეთა ფილმში „მეგან ლივი“ კეიტ მარასთან ერთად, რომელიც ამავე სახელწოდების საომარ ფილმში მთავარ როლს ასრულებს. იდრისი ასევე თამაშობს FBI-ის აგენტის როლს 2018 წლის ფილმში „მგზავრი“ ლიამ ნისონთან ერთად; და ითამაშა ფილმში „ფერმერობა“, რომელიც ნიგერიელ-ბრიტანელი მსახიობის, ადევალე აკინუოიე-აგბაჯეს ნახევრად ავტობიოგრაფიული ისტორიაა, რომელმაც ფილმი გადაიღო. [16] იდრისი თამაშობს აკინუოიე-აგბაჯეს პერსონაჟს რომელიც, მე-20 საუკუნის ბოლოს ბევრი ნიგერიელის მსგავსად, „გადაასახლეს“ დიდ ბრიტანეთში თეთრკანიან ოჯახში უკეთესი ცხოვრების იმედით, ხოლო კეიტ ბეკინსეილი მკაცრ აღმზრდელ დედას განასახიერებს. 2019 წელს იდრისმა ედინბურგის კინოფესტივალზე ბრიტანული ფილმის საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო მოიპოვა. [17][18][19] ასევე მონაწილეობს ანთოლოგიური სერიალის „შავი სარკის“ მეხუთე სეზონის მეორე ეპიზოდში „სმიტერინსში“. [14]

2017 წლის მაისში იდრისმა მოიგო „ახალი ნიჭის ჯილდო“ ლონდონში გამართულ Screen Nation-ის კინოსა და ტელევიზიის მე-12 დაჯილდოებაზე. [20]

2021 წელს დამსონმა მონაწილეობა მიიღო Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ზღუდის მიღმა“. [21] 2023 წელს გახდა Tommy Hilfiger-ის მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდის ამბასადორი. [22] იდრისი მონაწილეობდა Prada-ს რამდენიმე ბრენდულ კამპანიაში, როგორც ბრენდის ამბასადორი. [23] 2025 წელს ითამაშა ფორმულა 1-ის სარბოლო ფილმში „F1“. [24] 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ იდრისი შეუერთდებოდა ტუსო მბედუს, ამანდლა სტენბერგს და ტოსინ კოულს მხატვრულ ფილმში „სისხლისა და ძვლის ბავშვები“. [25][26] 2025 წლის 12 მაისს გამოცხადდა, რომ იდრისი ანამარია ვარტოლომეისთან ერთად ითამაშებდა ფილმში „მაილი და ჯულიეტა“, რომლის რეჟისორიც ბილ პოჰლადია. [27]

  1. ‘Snowfall’ Star Damson Idris To Produce FX Series In Season 5 en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-24
  2. Chikhoune, Ryma. (2025-04-03) ‘F1’ Star Damson Idris Talks Family Roots and Fine Jewelry as He Debuts His Brand, Didris en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-06
  3. Hipes, Patrick (9 July 2015). „FX Pilot 'Snowfall': Newcomer Damson Idris Tapped To Co-Star“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  4. 4.0 4.1 Stanhope, Kate (8 June 2017). „John Singleton Reveals Inspirations for His FX Cocaine Drama 'Snowfall'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  5. Cleveland, Joel Randell, Keith Reid. Meet Damson Idris, The British-Nigerian Actor Taking Over The Big (And Small) Screen - Blavity en. ციტირების თარიღი: 2025-07-03
  6. Meet Damson Idris, The British-Nigerian Actor Taking Over The Big (And Small) Screen (13 June 2025).
  7. Damson Idris Is a Man Of Mystery (10 April 2024).
  8. 8.0 8.1 8.2 „Ghost Town“. Pilot Theatre. 1 December 2013. p. 12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  9. 9.0 9.1 9.2 Kelsey, Colleen (7 June 2017). „Damson Idris“. Interview. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  10. Damson Idris is on course for world domination en-GB. ციტირების თარიღი: 2021-03-10
  11. Patel, Divya (1 May 2017). „Scene Profiles | Screen Nation 'Emerging Talent' Award Nominees“. SceneTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  12. Palmer, Nadine. (17 May 2024) Hollywood actor Damson Idris returns to campus to collect Alumni Award. ციტირების თარიღი: 19 May 2024.
  13. Gordon, Diane (9 June 2017). „John Singleton's 'Snowfall' Opens ATX TV Festival: 'It's Like 'The Wonder Years' With Coke'. Variety. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  14. 14.0 14.1 14.2 Kelley, Sonaiya (19 July 2018). „British actor Damson Idris brings L.A.'s '80s crack epidemic to life on 'Snowfall'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 30 July 2018.
  15. Venable, Malcolm (30 June 2017). „John Singleton's Snowfall Audition Process Sounds Insane“. TV Guide. ციტირების თარიღი: 8 July 2017.
  16. Lodderhose, Diana (5 May 2017). „Kate Beckinsale, Damson Idris & Gugu Mbatha-Raw To Star In 'Farming' – Cannes“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  17. Adewale Akinnuoye-Agbaje's 'Farming' Wins at Edinburgh International Film Festival (28 June 2019).
  18. Eweniyi, Odunayo (6 June 2017). „British-Nigerian Actor, Adewale Akinnuoye-Agbaje Is Making A Movie Based on His Childhood“. Konbini Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2017. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  19. Ford, Rebecca (5 May 2017). „Cannes: Kate Beckinsale, Gugu Mbatha-Raw, Damson Idris to Star in 'Farming'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  20. „Award season: The 12th annual Screen Nation Awards“. Your Voice. 8 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2017. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  21. N'duka, Amanda. (July 17, 2019) 'Snowfall' Star Damson Idris Set As Co-Lead Opposite Anthony Mackie In Netflix Film 'Outside the Wire'; Emily Beecham Also Cast. ციტირების თარიღი: December 13, 2020
  22. Tommy Hilfiger Announces Damson Idris as Menswear Brand Ambassador (26 November 2023). ციტირების თარიღი: 27 November 2023
  23. Carrera, Martino. (2024-07-18) Miranda July Scripted Prada’s Fall 2024 Ad Campaign, Starring Hunter Schafer, Damson Idris and More en-US. ციტირების თარიღი: 2025-11-18
  24. Kroll, Justin. (April 7, 2023) Snowfall Star Damson Idris Lands Coveted Role Opposite Brad Pitt In Apple's F1 Racing Film. ციტირების თარიღი: April 7, 2023
  25. Gajewski, Ryan. (2025-01-22) Gina Prince-Bythewood’s ‘Children of Blood and Bone’ Sets Cast and Release Date for Paramount en-US. ციტირების თარიღი: 2025-11-18
  26. 'Children of Blood and Bone': Everything We Know About the Star-Studded Movie Adaptation (Including Which Oscar-Winning Actors Are Rounding Out the Cast!) en. ციტირების თარიღი: 2025-11-18
  27. Keslassy, Elsa (2025-05-12). „Damson Idris, Anamaria Vartolomei to Star as Miles Davis and Juliette Greco in Mick Jagger-Produced ‘Miles & Juliette’“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-05-17.