დამოუკიდებლობის ძეგლი ბაქოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამოუკიდებლობის ძეგლი მდებარეობს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის შენობებს შორის. დადგმულია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პატივსაცემად, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 28 მაისს ტიფლისში გამოაცხადა. 1992 წლის 28 მაისიდან ეს დღე აღინიშნება რესპუბლიკის დღედ[1].

ძეგლის გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი აღმართეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პატივსაცემად, რომელიც ისლამურ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო[2].

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი არაბულ ენაზე

2006 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას №1838, დამოუკიდებლობის მუზეუმის შექმნისა და დედაქალაქში დამოუკიდებლობის ძეგლის დადგმის შესახებ. ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი დამოუკიდებლობის ძეგლის შექმნისთვის და დადგინდა პრემიები[3].

ძეგლი 2007 წლის 25 მაისს ისთიგლალიათის ქუჩაზე გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი[4].

ძეგლზე, გრანიტითა და თეთრი მარმარილოთი ამოტვიფრულია, ძველი არაბული და ლათინური ანბანით დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი ეროვნული საბჭოს წევრების ხელმოწერებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]