დამოუკიდებლობის მუზეუმი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამოუკიდებლობის მუზეუმი
აზერ. İstiqlal Muzeyi

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის შენობა, სადაც განლაგებულია მუზეუმი, XX საუკუნის დასაწყისი
40°22′05″ ჩ. გ. 49°49′59″ ა. გ. / 40.3682639° ჩ. გ. 49.8330917° ა. გ. / 40.3682639; 49.8330917
დაარსდა 1919
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://www.istiqlalmuzeyi.gov.az
Map

დამოუკიდებლობის მუზეუმი (აზერ. İstiqlal Muzeyi), ან „ინსტიგლალი“-ს მუზეუმი — მუზეუმი, რომელიც გამოხატავს აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლას თავისი დამოუკიდებლობისათვის და კულტურულ-ისტორიული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უძველესი დროიდან დღემდე.

დამოუკიდებლობის მუზეუმი შეიქმნა 1919 წლის 7 დეკემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში. მუზეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გ. მირზაჯამალოვმა და ი.მ. აღაოღლიმ. მუზეუმში შეგროვდა არქეოლოგიური აღმოჩენები, მხატვრების ნაწარმოებები, რარიტეტული წიგნები, ნუმიზმატიკის საგნები, იუველირული ნაწარმები და ა.შ.[1]

მუზეუმმა მოასწრო ფუნქციონირება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. იგი გაუქმდა 1920 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. მუზეუმში შეგროვებული მასალები გახდა ფონდ „მუზექსკურსისა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმის ფონდების ბაზისი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Г. Гафарова. История музейного дела в Азербайджане. Вопросы музеологии დაარქივებული 2014-09-18 საიტზე Wayback Machine. 2010