დამლათაშის მღვიმე

დამლათაშის მღვიმე (თურქ. Damlataş Mağarası) — გამოქვაბული ალანიის რაიონში, ანტალიის პროვინცია, სამხრეთი თურქეთი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მღვიმე მდებარეობს ალანიის ციხესიმაგრის დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვას სანაპიროზე, ალანიის ცენტრიდან 3 კმ-ში,[1] ხოლო ანტალიიდან 124 კმ-ში. გამოქვაბულის შესასვლელი სანაპიროზეა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მღვიმე შემთხვევით აღმოაჩინეს 1948 წელს სამთო სამუშაოების დროს კარიერში, რომელიც გამოიყენებოდა ალანიის ნავსადგურის მშენებლობისთვის.[1][2] ორი გეოლოგიური წინასწარი კვლევის შემდეგ, იგი გაიხსნა საზოგადოებისათვის.[3]
მღვიმე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მღვიმე 45–50 მ სიგრძისა და 15 მ სიმაღლის ცილინდრული ღრუა. მღვიმე სავსეა სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, რომლებიც წარმოიქმნებოდა თხუთმეტი ათასი წლის განმავლობაში.[2][4] გამოქვაბულის ფართობია 180-200 მ² და საერთო მოცულობა დაახლოებით 2500 მ³.[1][2][3]
მღვიმეში ჰაერი შეიცავს ნახშირორჟანგის შედარებით მაღალ პროცენტს, დაახლოებით 10-12-ჯერ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ჰაერში და აქვს 95 % ტენიანობა. ჰაერის ტემპერატურა 22–23 °C სეზონის მიუხედავად.[1][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 „Damlataş Mağarası“. Sabah (თურქული). ციტირების თარიღი: 2015-06-07.
- 1 2 3 „Damlataş mağarası astıma şifa“. Hürriyet (თურქული). 2010-08-02. ციტირების თარიღი: 2015-06-07.
- 1 2 „Damlataş Mağarası“. Alanya TV (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-19. ციტირების თარიღი: 2015-06-07.
- ↑ „Alanya's magic is still intact“. Hürriyet Daily News. 1996-12-03. ციტირების თარიღი: 2015-06-07.
- ↑ Damlataş Cave. Alanya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-16. ციტირების თარიღი: 2015-06-07.