დამკვირვებელი (ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამკვირვებელი
Observer cover.jpg
დეველოპერ(ებ)ი Bloober Team
გამომცემელი Aspyr
ძრავა Unreal Engine 4
პლატფორმ(ებ)ი

Microsoft Windows PlayStation 4 Xbox One Linux macOS Nintendo Switch Xbox Series X/S

PlayStation 5
გამოსვლის თარიღი 2017 წლის 15 აგვისტო
ჟანრ(ებ)ი ფსიქოლოგიური, საშინელებათა
დიზაინერ(ებ)ი ვოიჩეხ პიეიკო
პროგრამისტ(ებ)ი მარიუშ შაფლიკი
მხატვარი მატეუშ ლენარტი
სცენარისტი ანდჟეი მადრზაკი
კომპოზიტორი არკადიუშ რეიკოვსკი

დამკვირვებელი (ინგლ. Observer) — ფსიქოლოგიური საშინელებათა ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია Bloober Team-ის მიერ. თამაში გამოვიდა Microsoft Windows-ისთვის, PlayStation 4-ისთვის და Xbox One-ისთვის 2017 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა ვერსიები Linux-ისთვის, macOS-ისთვის და Nintendo Switch-ისთვის. განახლებული ვერსია სახელწოდებით Observer: System Redux გამოვიდა 2020 წლის ნოემბერში Windows-ისთვის, Xbox Series X/S-ისთვის და PlayStation 5-ისთვის, ხოლო 2021 წლის ივლისში Xbox One-ისა და PlayStation 4-ისთვის. თამაშის მთავარი პერსონაჟი არის დანიელ ლაზარსკი, დეტექტივი, რომელიც ცნობილია როგორც დამკვირვებელი.

თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამკვირვებელი არის ფსიქოლოგიური საშინელებათა ვიდეო თამაში,[1] რომელსაც თამაშობთ პირველი პირის პერსპექტივიდან.[2][3] მთავარი პერსონაჟია დანიელ ლაზარსკი, დეტექტივი. მას შეუძლია ადამიანების ტვინის „გატეხა“ მოწყობილობით, რომელიც ცნობილია როგორც სიზმრის მჭამელი, დაკითხვის მიზნით.[4] მას აქვს გაძლიერებული მხედველობა, რომლითაც შეუძლია ელექტრონული მოწყობილობების და ბიოლოგიური მტკიცებულებების დასკანერება, ასევე მის გარშემო არსებული ობიექტების გაანალიზება.[5][6] დამკვირვებელში არის ასევე მინი თამაში სახელწოდებით With Fire and Sword: Spiders რითაც შესაძლებელია დოკუმენტების წაკითხვა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშში მოქმედება ვითარდება 2084 წელს კრაკოვში, პოლონეთში, „ციფრული ჭირის“ შემდეგ, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რასაც შედეგად მოჰყვა ომი და ნარკოტიკების გავრცელება. მას შემდეგ, რაც Chiron-მა, მეგაკორპორაციამ, აიღო კონტროლი პოლონეთზე და შექმნა პოლიციის განყოფილება - დამკვირვებლები, რომელიც აკონტროლებდა მოსახლეობას. ნარკომანებსა და ჰოლოგრამებზე დამოკიდებულებს C კლასს ანიჭებდნენ.

ერთ დილას, დამკვირვებელ დანიელ ლაზარსკის ურეკავს მისი ვაჟი ადამისგან, რომლის აბონენტის ნომერიც C კლასის საცხოვრებელი კორპუსიდან მოდის. ადამის ბინაში დანიელი აღმოაჩენს სხეულს, რომელსაც თავი არ აქვს. ის აანალიზებს ობიექტებს და ხედავს გამოტოვებულ ზარს „H.N.“-ისგან. მოიჯარეების ჟურნალის შემოწმებისას ის გაიგებს, რომ ინიციალები ეკუთვნის ჰელენა ნოვაკს, რომელიც ცხოვრობს ბინაში 104. ამ ეტაპზე, ჩაკეტვა დაიწყო. 104-ე ბინაში დანიელი იპოვის მომაკვდავ კაცს, შემდეგ კი მიდის ტატუს სალონში.

ჰელენა სალონში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ტვინის „გატეხის“ შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი მუშაობდა ადამისთვის და ინახავდა მონაცემებს Chiron-დან. დანიელი ეძებს ჯეკ კარნასს, ტატუს სალონის მფლობელს, ბინა 210-ში. ის პოულობს ჯეკს მოკლულს და მიჰყვება სისხლის კვალს სხვენამდე, სადაც მას თავს დაესხმებიან და გათიშავენ. როდესაც ის გონს მოეგება, პოულობს მკვდარ ადამიანს. დანიელი იქიდან კანალიზაციაში მიდის და მკვლელის სამალავისკენ მიემართება. ადამის თავი მაგიდის ქვეშ დევს. ის გზას აგრძელებს და ხვდება საკურთხეველთან. საკურთხევლის შიგნით დანიელი ხვდება ადამს ვირტუალურ სამყაროში და გაიგებს, რომ ადამის ცნობიერება ციფრულ სამყაროში გადავიდა იმ იმედით, რომ ის Сhiron-ისგან მიუწვდომელი იქნებოდა. თუმცა, ადამი ამტკიცებს, რომ Chiron-მა გამოიყენა ვირუსი, რათა გაეტეხა მისი გონება. ადამი სთხოვს მამას გამოიყენოს მისი გონება, რათა გადაარჩინოს ის, რაც დარჩა მისი შვილისგან. თუ დანიელი დათანხმდება, ადამი სრულ კონტროლს აიღებს მასზე. თუ ის უარს იტყვის და ადამი დანიელის სხეულს მოიპარავს. დანიელი სხვის სხეულში აღმოჩნდება და ადამს თავს დაესხმება, მაგრამ ამ დროს მას პოლიცია ესვრის.

გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში გამოვიდა Microsoft Windows-ისთვის, PlayStation 4-ისთვის და Xbox One-ისთვის 2017 წლის 15 აგვისტოს,[6][7][8][9] და გამოვიდა macOS-ისთვის და Linux-ისთვის 24 ოქტომბერს.[10] ასევე Techland-მა გამოუშვა თამაში შეზღუდული რაოდენობით პოლონეთში;[11] Limited Run Games-მა გამოუშვა თამაშის ფიზიკური ვერსია PlayStation 4-ისთვის 2018 წლის ივლისში.[12] თამაში გამოვიდა Nintendo Switch-ისთვის 2019 წლის 7 თებერვალს.[13] თამაშის განახლებული ვერსია Observer: System Redux გამოვიდა Microsoft Windows-ისთვის და Xbox Series X-ისთვის 2020 წლის 10 ნოემბერს და PlayStation 5-ისთვის 12 ნოემბერს.[14][15][16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Description". Bloober Team. Archived from the original on 8 May 2018.
  2. Purchese, Robert (13 June 2016). "Layers of Fear dev reveals creepy new cyberpunk PC game Observer". Eurogamer. Archived from the original on 29 August 2017.
  3. Donnelly, Joe (17 June 2016). "Layers Of Fear Devs Reveal Cyberpunk Horror Observer". Rock Paper Shotgun. Archived from the original on 23 March 2018.
  4. "Bloober Team Breaks Down the Psychology of 'Hidden Horror' in New Video for >observer_". Gamasutra. 23 June 2017. Archived from the original on 23 March 2018.
  5. Davenport, James (28 February 2017). "The followup to Layers of Fear casts you as a mind-invading supercop". PC Gamer. Archived from the original on 23 March 2018.
  6. 6.0 6.1 Davenport, James (28 February 2017). "The followup to Layers of Fear casts you as a mind-invading supercop". PC Gamer. Archived from the original on 23 March 2018.
  7. Basaj, Rafal (23 February 2017). "Hack Your Fears in >observer_ for Xbox One". Xbox. Archived from the original on 23 March 2018.
  8. Porreca, Ray (19 July 2017). "Observer to release August 15, star Blade Runner actor". Destructoid. Archived from the original on 23 March 2018.
  9. Basaj, Rafal (11 May 2017). "Observer Will Scare the Cyberpunk Out of You This Summer". PlayStation Blog. Archived from the original on 13 May 2017.
  10. "Cyberpunk horror story, >observer_ launches on Mac and Linux today!". დაარქივებული 2019-06-18 საიტზე Wayback Machine. Aspyr. 24 October 2017. Archived from the original on 18 June 2019.
  11. "Bloober Team: Premiera gry '>observer_' z udziałem Rutgera Hauera 15 sierpnia". Forsal.pl (in Polish). 19 July 2017. Archived from the original on 28 March 2018.
  12. Romano, Sal (11 June 2018). "Observer PS4 limited run physical edition announced". Gematsu. Archived from the original on 16 June 2018.
  13. Romano, Sal (1 February 2019). "Observer for Switch launches February 7". Gematsu. Archived from the original on 4 February 2019.
  14. McWhertor, Michael (16 April 2020). "Cyberpunk thriller Observer coming to PS5, Xbox Series X". Polygon. Archived from the original on 16 April 2020.
  15. Wales, Matt (18 September 2020). "Sci-fi horror revamp Observer System Redux is launch title on Xbox Series X/S and PS5". Eurogamer. Archived from the original on 22 September 2020.
  16. Romano, Sal (3 November 2020). "Observer: System Redux – 20 minutes of PS5 gameplay". Gematsu. Archived from the original on 16 November 2020.