დამირგაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამირგაია, „რკინის კლდე“, — ნეოლით-ბრინჯაოს ხანის პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების უნიკალური ძეგლი საქართველოში. მდებარეობს სოფელ კასუმლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით, 1,2 კმ-ზე, კლდის მოზრდილ მონაკვეთზე (ზომა 6,5 × 3 მ). მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (2019).

დადასტურებულია კლდის მხატვრობა. ღია ნაცრისფერი კლდის შიდა მხარე გამოქარულია, აქვს ნახევარსფერული თაღისებრი ფორმა და მთლიანად მოხატულია მუქი წითელი საღებავით (ოქრით). ნახატები (ზომა 10 × 15 სმ) შესრულებულია სტილიზებულად და სქემატურად. დიდი ნაწილი წაშლილია, ზოგი კარგადაა შემორჩენილი. თვალსაჩინოა ირმის, თხის, გველისა და სხვა გამოსახულებანი, რომლებიც ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებული არ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მენაბდე მ., კიღურაძ ე თ., ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1980–81 წლების მუშაობის შედეგები, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, XIII, თბ., 1986;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 23078