დამიანე (ხუფენია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დამიანე (მეუფე))
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი
დამიანე (ხუფენია)
დროშა
დროშა
სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
დაბადების სახელი: მამუკა (ომარ) კონსტანტინეს ძე ხუფენია
დაბადება: 6 აგვისტო, 1959
სოხუმი
გარდაცვალება: 30 ივლისი, 2022 (62 წლის)
ბერად აღკვეცა: 2004 წლის 2 იანვარი
დიაკვნად კურთხევა: 2004 წლის 4 სექტემბერი
მღვდლად კურთხევა: 2005 წლის 28 აგვისტო
ეპისკოპოსად კურთხევა: 2013 წლის 3 ნოემბერი

ეპისკოპოსი დამიანე (ერისკაცობაში — მამუკა (ომარ) კონსტანტინეს ძე ხუფენია; დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022) — სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 3 ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. ანგელოზის დღე: 14ივლისი და14 ნოემბერი — წმიდანი უვეცხლო მკურნალი დამიანეს ხსენება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან იყო საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მორჩილებაში. 2002 წლიდან სამთავისისა და გორის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა.

2004 წლის 2 იანვარს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა და სახელად დამიანე უწოდა. 2004 წლის 4 სექტემბერს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ დიაკვნად აკურთხა. 2005 წლის 28 აგვისტოს გორის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.

2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე გამორჩეულ იქნა სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 3 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]

2022 წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლში, მარტყოფთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრები (1917-2017): ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) — ვარდოსანიძე, ს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.) - თბ., 2017. - გვ. 515-645.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]