დამატებითი ნერვი
იერსახე

დამატებითი ნერვი (ლათ. nervus accessorius) — თავის ტვინის XI წყვილი ნერვი, ძირითადად მამოძრავებელი ხასიათისაა. იწყება ორი ნაწილით მოგრძო და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ბირთვებიდან. ზურგის ტვინის ნაწილი შედის ქალას ღრუში კეფის დიდი ხვრელის საშუალებით, იქ უკავშირდება მოგრძო ტვინის ნაწილს, შემდეგ კი ენა-ხახისა და ცთომილ ნერვებთან ერითად საუღლე ხვრელით გამოდის ქალას ღრუდან. მამოძრავებელი ბოჭკოებით კისერზე ამარაგებს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთს, ზურგზე კი – ტრაპეციულ კუნთს. დამატებითი ნერვის ბოჭკოების ნაწილი ცითომილ ნერვს უერთდება და მისი ტოტები რბილი სასის, ხახისა და ხორხის კუნთებაბმდე აღწევს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 353.