დამასკის ალყა (1148)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დამასკის ალყა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
2nd Crusade council at Jerusalem.jpg
შუა საუკუნეების მინიატურა, სამი მეფის საბჭო და დამასკის ალყა
თარიღი 24-29 ივლისი, 1148
მდებარეობა დამასკი, სირია
შედეგი ჯვაროსნებმა ალყა მოხსნეს
მხარეები
ჯვაროსნები Icone-Islam.svg ზანგიდები
მეთაურები
Armoiries de Jérusalem.svg ბალდუინ III
Holy Roman Empire Arms-single head.svg კონრად III
Arms of the Kings of France (France Ancien).svg ლუი VII
ნურ ად-დინ მაჰმუდი
ძალები
50 000 35 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ვიკისაწყობი Commons-logo.svg დამასკის ალყა

დამასკის ალყა — ალყა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, რომელიც გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში (24-29 ივლისი, 1148), დამთავრდა ჯვაროსნების დამარცხებით.

თავდაპირველად იყო ნავარაუდევი ედესის დაპყრობა, მაგრამ რეალური მიზეზი იყო იერუსალიმის სამეფოს მიერ მიწების დაპყრობა.

აკრაში შეკრებილმა ლუი VII-მ, ბალდუინ III იერუსალიმელმა და კონრად III-მ გადაწყვიტეს დამასკის ალყა. გალილეაში ჯვაროსნების ჯარი გაერთიანდა და გააგრძელეს ლაშქრობა იორდანის მაღლობებზე. ამის გარდა, ცოტა მოგვიანებით მათ შეუერთდა ტაძრის რაინდები და იოანიტები. ივლისის დასაწყისში ჯარი გადავიდა ლიბანის ქედზე და დაამარცხა ბანაკი დამასკის მახლობლად. 1148 წლის 24 ივლისს დაიწყო დამასკის ალყა. ამ დღეს ჯვაროსნებმა დაიპყრეს გუტუ, სადაც ხარობდა დამასკის ხეხილი, ამით გაწირეს მოსახლეობა შიმშილიშთვის. პირველ დღეებში ალყა მიმდინარეობდა წარმატებულად, ჯვაროსნები მიუახლოვდნენ ქალაქის კედლებს. იმპერატორ კონრადმა დაამარცხა მუსულმანები და გამაგრდა მდ. ბარადის მარჯვენა სანაპიროზე. ალყის პირველ დღეებში კონრადმა გაითქვა სახელი იმით, რომ პირადად ებრძოდა მუსულმანს და დახოცა ისინი. დამასკის გარდაუვალი დაცემის დროს მოხდა დავა ლაშქრის წინამძღოლებს შორის, იმის შესახებ თუ ვისი დროშა იფრიალებდა დაპყრობილი ქალაქის თავზე. გარდა ამისა ალყა არ აღმოჩნდა სრული. ამ დროს დამასკაში მოვიდა მაშველი ჯარი, რომელიც შედგებოდა ოცი ათასი ქურთისა და თურქმენისგან . ამის გარდა ახლოვდებოდა ალეპოს და მოსულის სულთნების ჯარი. საბოლოოდ ჯვაროსნებმა ალყა მოხსნეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]