დამალული მიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
HiddenMickeyEpcot.JPG
Imax am Cinecitta.jpg

„დამალული მიკი“მიკი მაუსის ოსტატურად დამალული სილუეტი, შემდგარი სამი წრისგან, რომლებიც სიმბოლიზირებენ თაგვის ყურებსა და თავს. ყურადღებით დაკვირვების მეშვეობით „დამალული მიკის“ ხილვა შეგიძლიათ დისნეის მრავალ კლასიკურ ფილმში (როგორებიცაა მეფე ლომი, პატარა ქალთევზა და ა.შ.), ასევე დისნეილენდებშიც და მსგავს გასართობ პარკებში.

მიკი მაუსის თავი უკვე დიდი ხნის მანძილზე ძალზედ ცნობილი და გამოყენებადი სიმბოლო და თილისმაა, თუმცა მისი ამოცნობა ყოველთვის მარტივი როდია. ფილმებში „დამალულმა მიკიმ“ შეიძლება მიიღოს კლდის, წყალსაცავისა თუ თანავარსკვლავედის ფორმა.

დიდი ხნის განმავლობაში „დამალული მიკი“ დისნეის კომპანიის პროფესიული საიდუმლო იყო და წარმოადგენდა ამა თუ იმ ხელოვნის ხელწერას, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ საიდუმლო გამჟღავნდა და კომპანიამ ოფიციალურად აღიარა „დამალული მიკის“ არსებობა. დისნეილენდებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ბროშურები, რომლებიც შეიცავენ მინიშნებებს პარკში არსებულ ცნობილ „ტრიციკლებზე“.

დამალული მიკი კინემატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ჩამოთვლილია სია იმ ფილმებისა თუ ანიმაციური ფილმებისა, სადაც ყურადღებით დაკვირვებით შეგიძლიათ იხილოთ მიკი მაუსის სილუეტები. 

ფილმის DVD დისკზე აგრეთვე შეტანილია თამაში, რომლის მიზანია 20 ცალი მიკის დამალული სილუეტის პოვნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hidden Mickeys of Disney — საიტი მთლიანად ეთმობა „დამალული მიკის“ ფენომენს
  • FindMickey.com — მიკის ძიება დისნეილენდში
  • Hidden Mickeys Guide — გზამკვლევი „დამალული მიკის“ მაძიებელთათვის