დალოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დალოლი
დალოლი
დალოლი
კოორდინატები: 14°14′30″ ჩ. გ. 40°18′00″ ა. გ. / 14.24167° ჩ. გ. 40.30000° ა. გ. / 14.24167; 40.30000
ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ბოლო ამოფრქვევა 1926
დალოლი — აფრიკა
დალოლი
დალოლი — ეთიოპია
დალოლი

დალოლი — აფეთქების კრატერი ან მაარი დანაკილის უდაბნოში, ერტა-ალეს ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეთიოპიაში.

წარმოიქმნა ბაზალტური მაგმის შემოჭრისას მიოცენში და შემდგომი ჰიდროთერმული აქტივობის შედეგად.[1] ფრეატულ ამოფრქვევას აქ ადგილი ჰქონდა 1926 წელს, რის შედეგადაც წარმოიქმნა ვულკანი დალოლი და მრავალრიცხოვანი სხვა კრატერები, რომლებმაც თავიანთი ამოფრქვევებით წარმოქმნეს მლაშობები. ეს კრატერები მსოფლიოში ყველაზე დაბალი სუბარეალური ვულკანური ამომყვანი არხებია, რომლებიც ზღვის დონიდან 45 მ-ით დაბლა მდებარეობენ.[2]

უახლესი მთავარი აქტივობა დაფიქსირდა 2004 წლის ოქტომბერში. მრავალრიცხოვანი გოეთერმული წყაროები აქ ცლიან ზღვის წყალსა და მჟავა სითხეს. ფართოდ არის გავრცელებული პატარა, დროებითი გეიზერები, რომლებიც მარილის კონუსებს ქმნიან. ვულკანის პერიმეტრი აღწევს დაახლოებით 1,5X3 კმ-ს.[3]

დალოლი ცნობილია თავისი წარმტაცი პეიზაჟებით, რომელიც ამ მხრივ, მოგვაგონებს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრს — იოს. დალოლს მსგავსება აქვს აგრეთვე იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ცხელ წყაროებთან.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]