დალი ნიკოლაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დალი ნიკოლაიშვილი (დ. 29 მაისი, 1963, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1986-1989 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა სპეციალობით — ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია.

1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობების შესწავლის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში. 1998 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დოცენტია. 1993 წლიდან კითხულობს ლექციებს. არის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი რესურსების მონაცემთ ბაზის პროექტის კოორდინატორი. მისი კვლევის სფეროებია: ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი, ლიმოლოგია და გის-ტექნოლოგიები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: გეოგრაფიის კვლევის მეთოდები, გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები, კავკასიის ბუნებრივი რესურსები, მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და საქართველოს ლანდშაფტების კადასტრი. ჟურნალების „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი“ და „საქართველოს გეოგრაფია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) რედკოლეგიის წევრი, „თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლის“ კოორდინატორი, გეოგრაფიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო (UNEP, WWF,WB, CEU, GTU, GTZ, GEF/UNDP და სხვ.), თუ ადგილობრივ პროექტებში. გეოგრაფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

სკანდიდატო დისერტაციის თემა — „კავკასიის საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები (ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი)“, დაიცვა 1995 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა : გამოფენის მეგზური, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2016, გვ. 90 ISBN 9789941135040
  • ბუნება, თბილისი, პალიტრა L, 2013, გვ. 295 ISBN 9789941198977
  • ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება, თბილისი, უნივერსალი, 2012, გვ. 132 ISBN 9789941176326
  • საქართველოს ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 432 ISBN 9789941131103
  • საქართველოს საზღვრები, თბილისი, 2009, გვ. 135
  • გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები: დამხმ. სახელმძღვ. გეოგრ. სპეც. სტუდ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004, გვ. 371 ISBN 9994020706
  • საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების ახსნა-განმარტებანი, თბილისი, დედაენა, 2000, გვ. 192 ISBN 9992881518

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 208

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]