დალი ასათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დალი ასათაშვილი (დ. 11 თებერვალი, 1940, თელავი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1965–1968 წლებში იყო ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტუტი რესპუბლიკის კოკჩეტავის რაი–საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. 1968–1971 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი. 1972–1974 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1974–1993 წლებში სუბორდინაციის კათედრის ასისტენტი. 1973–1976 წლებში ამავე კათედრის დოცენტი. 1977 წლიდან შინაგან სნეულებათა №1 კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის დამხმარე სასწავლო–მეთოდური ბროშურები. 1951–1953 წლებში გადასახლებული იყო სამხრეთ ყაზახეთში, პახტაარალის რაიონის სოფელ მახტალაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰისტამინის ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლები კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 20

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]