დალექვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დალექვა (უკრ: відстоювання, ინგლ: settling, gravity sedimentation) — ეს არის თხევადი დისპერსიული სისტემების (ჰიდრონარევები, სუსპენზიები, ემულსიები) დაყოფა ფაზებად მიზიდულობის ძალის მოქმედებით. ამ მეთოდით შეიძლება წყალში ან სითხეში უხსნადი, ერთმანეთში უხსნადი, თუკი მათ აქვთ სხვადასხვა სიმკვრივე და მყარი ნივთიერებების გამოყოფა. მაგალითად, რომ განვაცალკეოთ რკინისა და ხის ნახერხი ერთმანეთისაგან მას ყრიან წყალში და ურევენ, შემდეგ ელოდებიან სანამ დაილექება. რკინის ნახერხი ფსკერზე ილექება ხოლო ხის ნახერხები წყლის ზედაპირზე რჩება, თუ წყალს ხის ნახერხთან ერთად გადავსხამთ დარჩება მხოლოდ რკინა. მრეწველობაში თუკი ნივთიერებათ სიმკვრივეები მკვეთრად განსხვავდებიან გამოიყენებენ გამდინარე წყალს. ასე ხდება ოქროს მოპოვება ოქროშემცველ ქვიშასი, იგივეს იყენებენ ქვანახშირის მოპოვებისას. ამ მეთოდს გამოიყენებენ უხსნად ან ნაკლებადხსნადი სითხეების გამოსაყოფად. მაგალითად, წყლისა და ბენზინის ნარევს ასხამენ გამყოფ ძაბრში და ელოდებიან დალექვს, ამის შემდეგ ონკანით უშვებენ წყალს.

პროცესის მექანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დალექვის პროცესში ნაწილაკები (წვეთები) დისპერსიული ფაზისას ილექება თხევადი დისპერსიული გარემოდან ფსკერზე ან ტივტივდებიან ზედაპირზე. როგორც ზემოთაა აღნიშნული დალექვის მეთოდს იყენებენ სითხის გასაწმენდად მექანიკური მინარევებისაგან. დალექვის პროცესში არ უნდა იყოს ინტენსიური არევა, ძლიერი კონვექციური დინებები, ასევე სტრუქტურის შექმნა, რაც ხელს უშლის დალექვის პროცესს.

სფეროს ფორმის სხეულის დალექვისას მოქმედი ძალები, სტოქსის კანონი

ყველაზე ელემენტარულ შემთხვევაში სფერული ნაწილაკის თავისუფალი მოძრაობისას დალექვის (ამოტივტივების) სიჩქარე განისაზღვრება სტოქსის კანონით. პოლიდისპერსიულ სუსპენზიებში პირველად ილექება უფრო დიდი ნაცილაკები ხოლო მწვრილი ნაწილაკები ქმნიან ნალექის სიმღვრივეს. კონცენტრირებულ სუსპენზიებში შეინიშნება არა თავისუფალი, არამედ სოლიდარული დალექვა, ან კოლექტიური დალექვა, რომლის დროს დიდი ნაწილაკები ჩქარი დალექვისას თან იტაცებენ წვრილ ნაწილაკებს, რითაც სითხის ზედაპირს ასუფთავებენ. სისტემაში კოლოიდურ-დისპერსიული ფრაქციის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, თანდევს ნაწილაკების გამსხვილება, კოაგულაციის ან ფლოკულაციის შედეგად.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობაში დალექვას აწარმოებენ დასალექ აუზებში, (რეზერვუარებში), ქვაბებში) და სხვადასხვა კონსტრუქციის სპეც. აპარატებში.

დალექვა ფართოდ გამოიყენება წყლის გაწმენდისას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, წყალმომარაგებაში, კანალიზაციაში; ნედლი ნავთობის წყლისაგან გამონთავისუფლებისას; ბევრ ქიმიურ თექნოლოგიებში.

გრავიტაციული დალექვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრავიტაციული დალექვა,(რუს.гравитационное отстаивание; ინგლ. gravity sedimentation; გერმ. Gravitationsabsetzen n, Gravitationsklärung f) – ორი ფაზის მექანიკური ნარევების დაყოფა, მაგ., ნავთობის და შრული წყლების მათი სიმკვრივეების განსხვავების გამოყენებით ჰერმეტულ და ნედლეულის რეზერვუარებში (გახურებით ან მის გარეშე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურინსკაია ნ.ნ., ქიმია, კიევი, 1997 - გამ. ირპენი