დაკარგული ბატალიონი (პირველი მსოფლიო ომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაკარგული ბატალიონის მონუმენტი არგონის ტყეში, საფრანგეთი.

დაკარგული ბატალიონი ამერიკის შეერთებული შტატების 77-ე დივიზიის ცხრა კომპანიის სახელწოდება, დაახლოებით 554 ჯარისკაცი, რომელიც 1918 წლის ოქტომბერში ამერიკული ძალების მიერ არგონის ტყეზე განხორციელებული იერიშის დროს გერმანული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

საბრძოლო მოქმედებების დროს დაახლოებით 197 ჯარისკაცი დაიღუპა, 150 უგზო-უკვლოდ დაიაკრგა ან ტყვედ ჩავარდა. გადარჩა მხოლოდ 194 ჯარისკაცი. დაკარგულ ბატალიონს მაიორი ჩარლზ უაიტ უიტლზი მეთაურობდა. 2 ოქტომბერს, ბატალიონმა არგონის ტყეზე სწრაფი იერიში მიიტანა. მათ ეგონათ, რომ მარცხენა ფლანგს ფრანგული ძალები აკონტროლებდნენ, მარჯვენა ფლანგიდან კი ორი ამერიკული ერთეული, მათ შორის 92-ე დივიზია, უჭერდა მხარს. მაიორმა უიტლზიმ არ იცოდა, რომ ფრანგული ძალები შეფერხდნენ. ამერიკული დივიზიები უკანა ხაზისკენ გადაადგილდნენ და ბატალიონი გერმანელების ალყაში აღმოჩნდა. ექვსი დღის განმავლობაში გერმანელები დივიზიას უტევდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. გერმანელი მეთაურები მიხვდნენ, რომ ეს პატარა ამერიკული დივიზია მათი მთელი ხაზის თანასწორი იყო.

ბატალიონი ბევრ გაჭირვებას განიცდიდა.ჯარისკაცებს საკვები შემოაკლდათ, წყლის მოპოვება კი მხოლოდ ახლომდებარე ნაკადულიდან, მტრის ცეცხლის ქვეშ ცოცვით იყო შესაძლებელი. დივიზიას საბრძოლო მასალაც გამოელია და ჯარისკაცები იძულებული გახდნენ ტყვიები დახოცილი მეომრების ახლო-მახლოს ეძებნათ. შტაბთან კომუნიკაციის დაუმყარებლობის გამო, ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბატალიონი საკუთარმა არტილერიამ დაბომბა. უიტლზის გაგზავნილი შიკრიკები ან დაიკარგნენ, ან გერმანელებს ჩაუცვივდნენ ტყვედ. შტაბთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება საბრძოლო მტრედები იყო. 4 ოქტომბერს, სამარცხვინო ინციდენტის გამო ბატალიონის კოორდინატბი არასწორად გადაიცა. ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება ერთ-ერთმა მტრედმა, შერ ამიმ, მიიტანა:

ვიკიციტატა
„WE ARE ALONG THE ROAD PARALELL 276.4. OUR ARTILLERY IS DROPPING A BARRAGE DIRECTLY ON US. FOR HEAVENS SAKE STOP IT.“

[1]

მიუხედავად ამისა, ბატალიონმა შეძლო პოზიციის დაცვა, დანაკარგების მიუხედავად, გაარღვია გერმანიის ხაზი, რამაც გერმანელები იძულებული გახადა უკან დაეხიათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Frisbee, John. "Valor: Valley of Shadow". Air Force Magazine (December 1984):183.
  • Holman, John. "Lieut.-Col. Charles W. Whittlesey". National Service (January 1919): 21, 62.
  • Johnson, Thomas M., and Fletcher Pratt. The Lost Battalion. Lincoln: University of Nebraska Press, 2000. ISBN 0803276133
  • Klausner, Julius Jr. Company B, 307th Infantry: Its History, Hono
  • Adler, Julius Ochs (ed.). History of the Seventy Seventh Division, August 25th. 1917 - November 11th. 1918. New York: The 77th Division Association, 1919. Pages 199-207 are devoted to a description of the “Lost Battalion”.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Letters of Note. ციტირების თარიღი: 25 May 2010.