დაინავას ტყე
დაინავას ტყე (ლიეტ. Dainavos giria) ასევე დრუსკინინკაი-ვარენას ტყე (ლიეტ. Druskininkų‑Varėnos miškai), ისტორიულად ჰროდნას ტყე (პოლ. Puszcza Grodzieńska),[1] ან ბელორუსის ტყე (ლიეტ. Gudų giria) — ყველაზე დიდი ტყე ლიეტუვაში. პირველყოფილი ტყე ძუკიას რეგიონში (ასევე ცნობილი როგორც დაინავა), სამხრეთ ლიეტუვაში, რომლის საერთო ფართობია 1450 კმ². მისგან 1290 კმ² ხეებით არის დაფარული. ტყის დიდი ნაწილი დაცულია ძუკიას ეროვნული პარკისა და ჩეპკელიაის ნაკრძალის მიერ.[2]
დაინავას ტყე ძირითადად ფიჭვნარისგან შედგება. არის არყის, ნაძვის და შავი მურყნის კორომები. ნიადაგები ქვიშიანი, მსუბუქია, მჭიდროდ დაფარულია თასისებრი კლადონიით. ტყე მდიდარია საკვებად ვარგისი სოკოთი, მოცვით, შტოშითა და კენკრით. ამ სოკოებისა და კენკრის შეგროვება ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაუნა მოიცავს გადაშენების პირას მყოფ მრავალ სახეობას, როგორიცაა ნაცრისფერი მგელი, ტყის როჭო, შავი როჭო, ოფოფი, არწივის ბუ, თხილამურა, მთის კურდღელი, ცერცვი, სპილენძა, დიდი თხის რქის ხოჭო და ირემახოჭო.[2]
მდინარე მერკისის აუზს მიეკუთვნება მდინარეების უმეტესობა, მათ შორის ულა, კატრა, გრუდა, ვარენე და სკრობლუსი. ეს მდინარეები ხასიათდება სუფთა, ცივი წყლით და მრავალი შენაკადით. ასევე, არსებობს რამდენიმე პატარა თერმოკარსტული ტბა და ჭაობი, მათ შორის ლიეტუვაში ყველაზე დიდი, ჩეპკელიაის ჭაობი.[2]

დაინავას ტყე ლიეტუვის ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია. ზოგიერთ სოფელზე სოფლის სასოფლო-სამეურნეო რეფორმებმა მცირე გავლენა მოახდინა და მათ შეინარჩუნეს ტრადიციული ძუკიური ხალხური არქიტექტურა, რომელიც ამჟამად არქიტექტურული ძეგლების სახითაა შემონახული და სოფლის ტურიზმის დანიშნულების ადგილად იქცა.[3] ეს სოფლებია მარკინკონისი, ზერვინოსი, ლატეჟერისი, ლინეჟერისი, დუბინინკასი, მარგიონისი, მუსტეიკა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დაინავას ტყის ფიჭვები
-
ეთნოგრაფიული სოფელი ლინეჟერისი ტყის სიღრმეში
-
მდინარე ვარენის სათავე
-
ველური როზმარინის ქვეტყე დაინავას ტყეში, მუსტეიკასთან ახლოს
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dainavos giria. Tarybų Lietuvos enciklopedija, T. 1 (A-Grūdas). Vilnius, Vyriausioji enciklopedijų redakcija, 1985, 374 psl.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wojskowy Institut Geograficzny. Nowy Dwor [map], 1:100000, Row 33, column 39. (1926)
- ↑ 2.0 2.1 2.2 „Dainavos giria“. Visuotinė lietuvių enciklopedija (Lithuanian). Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos institutas. 2001–2015. ციტირების თარიღი: 2021-04-26.
- ↑ Algimantas Černiauskas, Mindaugas Lapelė. Didžiųjų girių apsupty. Vilnius: Gamtos pasaulis, 2012.